ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Bild : “იუვენტუსი” “პორტოსთან” მოლაპარაკებებს იწყებს

მსოფლიოს წამყვანი ჟურნალ-გაზეთების ინფორმაციით, ლუიჯი დელ ნერის დღეები ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დათვლილია.ტურინელების მთავარი სამიზნე მომავალი მენეჯერის პოსტზე “პორტოს” ამჟამინდელი მწვრთნელი, ანდრე ვილაშ ბოაშია.გერმანული გამოცემა Bild – ის თქმით, ბიანკონერების ხელმძღვანელობა სამშაბათს პორტუგალიელ ბოსებს შეხვდებიან და მოლაპარაკებებს ოფიციალურად დაიწყებენ.თავად პირენეელი სპეციალისტი გადაწყვეტილებას ევროპის ლიგის ფინალის შემდეგ მიიღებს.ბოაშთან მოლაპარაკებების ჩაშლის შემთხვევაში, ტურინელები ვალტერ მაცარისა და ანტონიო კონტეს კანდიდატურებს განიხილავენ.

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

11 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
goga bezhanidze
13 years ago

არ მინდა ეს ვილაშ ბოაში თუ ვიგაც მარიო ჩიმარო თუ ვიქტორ-მანუელ ხოსე-ოსვალდო ლუის-ალბერტო რაააა :))))) პორტო ყოველთვის მაგარი იყო პორტუგალიაში და ასეც იქნება ვინც არ უნდა ყავდეს და მასე ზენიტს და ცსკა-საც აქვს ევროპა ლიგა მოგებული მაგრამ მაგათ მწვრთნელებზე არ ამტყდარა ერთი ამბავი… მოურინიომ ლიგა მოიგო პორტოსთან ერთად და მაგიტომაა გამოდგა მაგარი…

13 years ago

მე გეთანხმები…

valeri tokhadze
13 years ago

ნიჭიერი მწვრთნელი ჩანს

ლაშა ცხვარაძე

მაგრად მინდა ეს კაცი მგონია რო გაამართლებს და თან კარგი ტრანსფერებსაც განახორციელებს

mishka berianidze
13 years ago

მე მაინც ჩემ აზრზე დავდგები და ვიტყვი რომ ბოაშის სერია ა-ს გამოცდილება არ აქვს და პირველი სეზონი თუ ჩაუვარდა ამით ისტერიკა არ უნდა ატეხონ რადგან მწვრთნელს მინიმუმ 2-3 წელი სჭირდება რომ გუნდი ტიტულების დასაპყრობად დააყენოს არ დაგავიწყდეთ რომ ფერგიუსონმა პირველი ტიტული მოსვლიდან ( ანუ 1986 წელს გადავიდა მანჩესტერში) ინგლისის თასის მფლობელი 1990 წელს გახდა და მას მერე მთელი ეპოქა შექმნა 12 ჩემპიონობა, 5 ვიცე ჩემპიონი, 6 ინგლისის თასი, 6 ინგლისის სუპერ თასი, 1 თასების თასი, 2 ჩემპიონთა ლიგა, 1 ფინალისტი, 1 სუპერ თასი 2 ფინალისტი, 2 საკონტინენტთა შორისო თასი.

lasha naxucrishvili
13 years ago

ძალიან მაგარი მცველები გვესაჭიროება ! თუკი გუნდი არ ვარგა არ აქ მნიშვნელობა რომელი მწვრთნელი იქნება მაინც ვერაფერს ვერ მიაღწევენ !
სერია აში არსებობს მილანი ინტერი ასეთ გუნდებს კონკურენცია რო გაუწიო კაი სასტავია საჭირო!

13 years ago

აი ეს კაცი, ჩემი აზრით იუვესთვის ბოლო 5 წლის მანძილზე ყველაზე ჭკვიანური და მნიშვნელოვანი შენაძენი იქნება, აგეროც რომ იყიდონ და ბენზემაც და რავი კიდე ტევესიც მაინც ეს კაცი უფრო მნიშვნელოვან როლს ითამაშებს იუვეს წარმატებაში … მოიყვანეთ ბოაშიიი !!!

sandro ivaneishvili
13 years ago

ხო რა ვიცი მე უფრო მაცარი კანდიდატურას ვემხრობი ამბიციური მწვრთნელია ამის გუნდი კი როგორ თამაშობს არ ვიცი

MegobaroO
13 years ago

პორტუგალიაში ყველას უგებს..შემტევი ფეხბურთით თამაშობს და პორტო ევროპის ლიგის ფინალში გაიყვანა..მეტი რა გინდა :D მაცარი კი ჩემი აზრით დელ ნერის სავით აღმოჩენა…მაცარი კონტე და დეშამი მირჩენია..

DIEGO
13 years ago

საინტერესოა…თუ მოვა ეს კაცი, მოურინიოსგან საჭირო რჩევებს აუცილებლად მიიღებს.

| Newsphere by AF themes.
11
0
Would love your thoughts, please comment.x