ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

Sky Sport : “იუვენტუსმა” კონტე გადაწყვიტა

“ანტონიო კონტე იუვენტუსის ახალი მწვრთნელი გახდება” Sky Sport – მა დღეს სწორედ ეს ინფორმაცია გაავრცელა : “გუშინ ტოსკანიაზე ჯუზეპე მაროტა და ფაბიო პარატიჩისანტონიო კონტეს შეხვდნენ და კონტრაქტის დეტალები მოაგვარეს.როგორც სჩანს, ბიანკონერებმა უარი თქვეს პორტოს მთავარმწვრთნელზე, ვილაშ ბოაშზე.პორტუგალიელი სპეციალისტის მომავლის შესახებ ინფორმაცია ევროპის ლიგისა და პორტუგალიის თასის ფინალის შემდეგ გახდება ცნობილი (18 და 22 მაისი ), ტურინელები კი ამდენის მოთმენას არ აპირებენ.კონტე კანდიდატთა შორის ფავორიტია, ბიანკონერების ყოფილი კაპიტანი დელ ნერის ჩაანაცვლებს, ეს 80-85 % – ით რეალურია.რაც შეეხება ვალტერ მაცარის, მასზე იუვენტუსმა საბოლოოდ უარი თქვა.რობერტო მანჩინის მწვრთნელად დანიშვნის შანსი ძალიან მცირეა.კონტე უახლოეს დღეებში სიენას ხელმძღვანელობას შეხვდება და ტოსკანიურ კლუბს დატოვებს”.

წყარო : Tuttojuve


59 thoughts on “Sky Sport : “იუვენტუსმა” კონტე გადაწყვიტა

  1. რა არი იცი

    ნებისმიერი მწვრთნელის ადგილზე , თუ არ მივიღებდი რეალურ გარანტიებს რომ გუნდს საგრძნობლად გააძლიერებდნენ არ მოვიდოდი

    შესაძლოა ბოაშისგან ამის გამო ღებულობენ უარს და სხვა სპეციალისტებისგან , ხოდა კონტე ამ პონტში მოჰყავთ რომ იუვენტინოა და ნუ ამისთვის ძნელი იქნება უარის თქმა ნებისმიერ ვარიანტში

    1. ნუ ეხლა მეტი რა თქვას ელკანმა, 100 მილიონს გამოვალო და 100 მილიონად დაიმატებენ რამდენიმე ისეთ ფეხბურთელს, ვისთან ერთადაც გაქაჩავენ… ეგრე თქვა ჯონმა და ეხლა ხელში ვერ დააჭერინებს 100 მილიონს ვერავის და “ბაზარში” ვერ გაუშვებს მწვრთნელს წადი შენით იყიდეო :-)
      მარტო მაროტას ბრალიც არაა ყველაფერი… მოჯის სტატიაზე დავწერე ეგ კომენტარები. დიეგოს გაშვება მაროტას ბრალი ნაღდად არაა… როცა მწვრთნელი ამბობს რომ არ მინდა არ ვატამაშებო, რა ექნა მაროტას, აბა ვის ათამაშებ ამის მაგივრად რომ მოგიყვანოო კიტხავდა დელნერის და მარტინესი გვყავს :-) (ნუ შენი დამოკიდებულება ვიცი დიეგოზე ზოგადად, მაგრამ მე ვთვლი რომ არ იყო დასაკარგი ფეხბურთელი და მითუმეტეს ფინასურადაც ვიზარალეთ)

      1. :mrgreen:

        მე პირადად დიეგოს წასვლა გამიხარდა , არ იმსახურებდა ეგ ფეხბურთელი წელიწადში 5 მილიონს . საერთოდ არაფერი არ გაუკეთებია და რაც მთავარია არ დაანახა ხელმძღვანელობას და გულშემატკივარს ის რატომ უნდა დარჩენილიყო გუნდში … ფანტაზისტა ხარ , შენს გარშემო არის ტაქტიკა აგებული და რას თამაშობ კაცი შვილმა არ იცის …

        ხო კი ამბობს 100 მილიონს ვყოფო , მაგრამ გამოყოფს რო ? : D საქმე მაგაშIა , გამტრაკებელი მწვრთნელი უნდა საქმეს

  2. სიენამდე ბარიც ამოიყვანა სერია ბ-დან . სამწუხაროა რომ მერე ხელმძღვანელობამ რატომღაც დაატოვებინა თანამდებობა

    ატალანტაში არ გაუმართლა , ძალიან ცუდ დროს მივიდა . წინასასეზონო შეკრება ფაქტიურად არ გაუვლია და ნუ ამან იქონია გავლენა

    იუვენტინოა , აქვს საკმაო გამოცდილება უკვე , მაგრამ ამ იუვენტუს რას უშველის აი არ ვიცი რა … თვითონაც კარგად ესმის რომ ამ გუნდის 80 პროცენტი ეგრევე თუ არა ეტაპობრივად მაინც გასაყრელია

    1. მეც მაგას ვამბობ… ერთ წელში უმაღლეს მწვერვალებს ვერავინ ვერ დაიპყრობს და მწვრთნელს უნდა აცალო… უბრალოდ ამას ის უპირატესობა აქვს, რომ ის ერთი წელი ადაპტაციაზე არ დაჭირდება და იმას არ იფიქრებს, ეს რა მომესწრო იუვენტუსში ვარო… თანაც არც სიმკაცრე დააკლდება ამას და გამოცდილებაც ასე თუ ისე აქვს, გრანდებში მუშაობის შეიძლება არა, მაგრამ მე მგონია რომ კაი ვარიანტია ყველაზე უფრო ბოლო გახმაურებულ სამ კანდიდატს შორის… ნუ ეხლა ლიპი, კაპელო, ვანგაალი და ა.შ რატქმაუნდა აჯობებს, მაგრამ გავრცელებულ კანდიდატებში მაცარი, მანჩინი და ა.შ. დელნერის დატოვება ჯობს ან კონტეს მოსვლა…

  3. არ მინდა ეს კონტეეეე გამოცდების ატარებენ თუ რააა! რაგაც იმედი არ მაქ ამ სატრანსფერო ფანჯრისააა სანამ ეს დიდი ს..ი იქნება მაროტა აქ მანამ არაფერი მოხდებააა ჩვენთვის სასიხარულოო. არ მჯერა ამ კაცისა და მომკალით. თქვენ როგორ გგონიათ ძმებო?

    1. კონტეს არ ვიცი მწვრთნელობაში რა გამოუვა, მაგრამ ასე თუ ისე სერია ა-ში გადმოიყვანა სიენა და რაღაც გამოცდილება აქვს მწვრთნელობის, მაგრამ იუვენტუსელი რომ არის სულით და გულით და არაფერს რომ არ დაზაგოვას იუვეს ძველი სახელი დაუბრუნოს, რომელიც მასთან ერთად ქონდა გუნდს, ეს ზუსტად ვიცი… თანაც იმდენაც მებრძოლი ხასიათი აქვს რომ თუ ფეხბურთელებს გადასდებს, შედეგს აუცილებლად მიიღებს… რათქმაუნდა ტრანსფერებიც უნდა წაახმარონ… დამიჯერე მაცარის აჯობებს… და შეიძლება ვილაშ ბოაშსაც კი…
      საერთოდ მე თუ მკითხავ, მწვრთნელების ასე ხშირი ცვლა არ შეიძლება და დელნერის მეორე სეზონის იუვე თავის ტრანსფერების დამატებით რატომღაც მგონია რომ გაქაჩავდა…

  4. ფერარასგან განსხვავებით ამას აქვს მწვრთნელობის პრაქტიკა… და ეს როგორც ნედვედმა აღნიშნა, მართლა ეგ ტიპი იყო, რომ მოედანზევე მწვრთნელობდა და ამიტომაც იყო კაპიტანი… ხასიათი და მებრძოლი სული ნამდვილად არ დაეწუნება და ფეხბურთელებსაც თუ გადასდებს, რათქმაუნდა გამოუვა… დიდი გამოცდილების მწვრთნელების გარდა, თუ ვინმე უნდა მოიყვანონ ეს ჯობს… მაცარებს და ა.შ. ჯობს ან დელნერი დარჩეს, ან ეს მოვიდეს…

    1. გეთანხმები და ერთს დავამატებ კი ბატონო ფერარაც იუვენტინო არის მაგრამ მაინც ნახევრად იმიტომ, რომ ნაპოლიშიც ითამაშა მაღალ დონეზე და ნახევრად მისი გული ნეაპოლელია და რაც შეეხება კონტეს ის თავიდან ბოლომდე იუვენტინოა და თან ისეთი ხასიათისაა ფეხბურთელებს დარაზმავს და კაი დედის შვილია და ინერტული იყოს რომელიმე ეგრევე დაასაჭურისებს :)))))))))))) მოვიდეს კონტე მე ძალიან გამიხარდება…

      1. თან რაღაც მებრძოლი როჟაა და იუვესთვის ყველაფერს გააკეთებს… ყოველშემთხვევაში იმაში მაინც არ დაკარგავს დროს, სანამ გაერკვევა სად მოხვდა და რა გუნდშია… :-)

        1. რა თქმა უნდა თუ ვინმე გამოცდილს მოიყვანენ მაგალითად კაპელო, ლიპი, ანჩელოტი თუნდაც ვან გაალი ან ჰიდინკი ეგ სხვა საქმეა მაგრამ თუ ასეთი ახალგაზრდა და შედარებით გამოუცდელი და გამართლების და იღბალის იმედზე დარჩებიან მაშინ ანტონიო კონტე ჯობია სპალეტის, მანჩინის, გვიდოლინს, მაცარის, მალესანის, ლეონარდოს და ა.შ……

  5. მე პესიმიზმით ვუყურებ კონტეს მოსვლას… დეშამი მირჩევნია ყველა ასპექტის გათვალისწინებით … ან ვან გაალი _ ასეთი დონის მწვრთნელი თავისუფალია და რაღა სიენას ეჭიდავებიან ტრენერი დაგვითმეო … ვაა ბავარია სამირ ნასრიში 30 მილიონს ჩამოდისო .

  6. კონტეს კარგი პირი ნამდვილად არ უჩანს… სიენა კრიზისში ყავს.. ბოლო ოთხი თამაშიდან ორი ფრე აქვს და ორიც წაგება.. არამგონია კარგი ვარიანტი იყოს კონტე იუვეს სათავეში :-?

    1. ეს მარტო ამის გამო არ დამიდია აქ მაარტო ეს არ იქნება ბევრი რამ გამოჩნდება
      ადრე მილანს ცოტა მოხვდა ეხლა დროა კარგად მოხვდეს

  7. კონტეს ბოაშთან ერთი პლიუსი აქვს.. იტალიური იცის.. მაგრამ ბოაშის ეგ პრობლემა მოგვარებადია.. აი დანარჩენშიიი… ბოაში რამდენიმე წელში მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელი დადგება!!!!!!

  8. იუვეში საქმეების ბოლომდე მიყვანა არ უყვართ.. უფრო სწორედ არ იციან.. ამათ მარტო ფეხბურთელების განვადებით აყვანა იციან კარგად.. ასე რომ ჯერ არავინ არსად დანიშნულა.. მე მაინც ვფიქრობ რომ უეფას თასის ფინალს უნდა დაველოდოთ.. კვირის ბოლომდე ბევრი რამე გაირკვევა

  9. აჰა ესეიგი ეს მოდის იუვეში გასაგებია :mrgreen: რა შავ თეთრი ზებრაც არის სიენა იგივეა იუვეც ასე რომ ფერებზე მიჩვევა არ მოუწევს :mrgreen:
    ეხლა კარგი ფეხბურთელების ყიდვის დროა !

  10. ისე მგონია რო დელნერის კარგი ფეხბურთელები რომ ყოლოდა ლიგაზე გავიდოდით და შეიძლება მოგვეგო კიდეც რამე ყოველ წელს მწვრთნელის ცვლას აზრი არ აქვს ამიტომ დელნერის ერთი წელი კიდევ მისცენ ასე აჯობებს თქვა მგონია და არ გამარტლების შემთხვევაში ………….

    1. 100 პროცენტიანი ხარ დელ ნერის მინუსი არასწორი შეცვლებია მეტი მე არაფერი მინახია
      ფეხბურთელები რომ ყოლოდა სკუდეტოც არაა გამორიცხული

  11. ანტონიო შენი თამაში მე ნაღდად არ მაქ ნანახი მაშინ პატარა ვიყავი მაგრამ როგორც ჩანს კარგი მწვრთნელი ხარ და იცი სად მოდიხარ ამიტომ მინდა ეს კაცი იუვეში თუარადა ბოაში ან დეშამი მინდოდა მაგრამ იყოს იუვენტიინო მაინც იუვენტინოა

    1. ანტონიო სულით და ხორცით იუვენტინოა, რაც არაერთხელ დაუმტკიცებია იუვეში თამაშის პერიოდში, ამიტომაც ძალიან მნიშვნელოვანია მისი მოსვლა. თუმცა მეც ვეთანხმები იმ იდეას რომ დელნერი უნდა დარჩეს და მარტო მასზე ყველაფრის გადაბრალება უაზრობაა, მაროტაც დამნაშავეა და ანიელიც. გუნდს ესაჭიროებოდა მინიმუმ 3-4 “ჩემპიონი” ფეხბურთელი და არა პეპე და მარტინესი, მათ შეურაცხყოფას არ ვაყენებ, მაგრამ იუვეს უნდა იმ დონის ფეხბურთელი, რომელიც გაითავისებს რომ ის იუვენტინოა და არა ხელფასზე მომუშავე ერთ-ერთი ფეხბურთელი, რომელიც ნებისმიერ დროს გაიხდის მაისურს და სხვა მაისურს მოირგებს და იქ გააგრძელებს ხელფასის აღებას, ამიტომ არიან დამნაშავენი მაროტა და ანიელი

  12. ნამდვილი იუვენტინიოა, უკვე გამოცდილებაც აქვს და მჯერა ამ კაცის ! დელ ნერის და მაცარის ნაღდად მირჩევნია..

    ნუ ვილაშ ბოაშს არა, მაგრამ რაც არის ეგ არის..მთავარია წესიერი ტრანსფერები გაუკეთონ და მაღალი დონის ფეხბურთელებთან მისცენ მუშაობის საშუალება..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.