ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ოფიციალურად : კლაუდიო მარკიზიომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

კლაუდიო მარკიზიომ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტი 5 წლით გაახანგრძლივა : “ჩემი ტურინული ისტორია 1993 წელს დაიწყო, ბედნიერი ვარ, რომ იგი კიდევ დიდხანს გასტანს”.იტალიელი ნახევარმცველი ბიანკონერების ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, ბოლო წლების განმავლობაში კი ძირითადი გუნდის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა.მიუხედავათ “ინტერისა” და სხვა გუნდების ინტერესისა, დღეს კლაუდიომ კონტრაქტი 2016 წლის 30 ივნისამდე გაახანგრძლივა : “ჩემთვის და ჩემი ოჯახისთვის ეს უმნიშვნელოვანესი დღეა.ბოლო თვეებია ჩემი კონტრაქტის შესახებ ბევრი იწერება, მიხარია, რომ ჭორებს დღეს ბოლო მოეღო.ჩემი უდიდესი ოცნება ამ გუნდთან ერთად თასების მოგება და იმ გულშემატკივრების გაბედნიერებაა, რომლებიც იუვენტუსს ურთულეს მომენტშიც გვერდით უდგანან”.

კლაუდიო მარკიზიოსთან ხელშეკრულების გაფორმებით მოხარულია ბებერი ქალბატონის სპორტული დირექტორი, ჯუზეპე მაროტაც : “მოხარულნი ვართ, რომ კლაუდიოსთან კონტრაქტი გავაფორმეთ.მარკიზიო იუვენტუსის ახალგაზრდული აკადემიის აღზრდილია, ბიანკონერების სიყვარული მას სისხლში აქვს.”

წყარო : Juventus.com

11 thoughts on “ოფიციალურად : კლაუდიო მარკიზიომ კონტრაქტი გაახანგრძლივა

  1. აუ რით ვერ ისწავლეთ რაა..სხვის სტატიებს ნუ შლით…აქ დემოკრატია არის თუ დიქტატურა..მერამდენჯერ ხდება უკვე სტატიების აღება, გაურკვეველი მიზეზების გამო.. :)

  2. მარკი მიდი მოუმატე მომავალ წელს და დაგვიმტკიცე რომ ძალზე ბევრი შეგიძლია!

    მაგრად მიყვარხარ :*

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.