ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( სისოკო )

ტურინის “იუვენტუსის”  ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი დიდიე დეშამი, რომელიც ამჟამად მარსელის “ოლიმპიკს” წვრთნის, ნახევარდაცვის გასაძლიერებლად “იუვენტუსის” მალელი ნახევარმცველის მომო სისოკოს გაფორმებას აპირებს. “მარსელის” ხელმძღვანელობა მზადაა “ბიანკონერისთან” მოლაპარაკებები დაიწყოს და ფეხბურთელი სატრანსფერო პერიოდის გახსნისთანავე გაიფორმოს. სისოკოს “იუვედან” წასვლა ძალიან რეალურია, რადგან ფეხბურთელი ღრმა რეზერვშია და მოედანზე იშვიათად თუ გამოჩნდება და ისიც ცვლილებაზე. “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას მალელის გამოყენება აგუეროს ტრანსფერში სურს, იტალიელები “მადრიდელებს” ტიაგო მენდეშს და მომო სისოკოს დაუთმობენ და ზედ თანხას დაამატებენ, რათა “ატლეტიკოს” ლიდერი გაიფორმონ. “მარსელის” გარდა, სისოკოს შეძენა “ფიორენტინას” , “შალკე 04_ს” და  “ვოლფსბურგს” სურს.

წყარო:goal.com

13 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( სისოკო )

  1. nicolas – სწორედ ბენზემა და აგუერო გვიშველიან.. როცა წინ ასეთი ხალხი გვეყოლება ასე თავისუფლად აღარ გადმოვლენ შეტევაზე კეჩე და კიევოები.. თუ გადმოვლენ და სადაც გადმოვლენ იქვე გამოვტენით :smile:

  2. nicolas – ბენზემა მეც ძალიან მინდა.. ბენზემა და აგერო ვიყიდოთ და მომავალ წელს სკუდეტო დაიდება!!!

    1. ეჰ მაგდენი სადაა თორე კი : ) სკუდეტო რო მოიგო დაცვაშიც კარგად უნდა თამაშობდე თუ დაცვა არ გამოსწორდა ვერ გვიშველის ვერც ბენზემა ვერც სერხიო : D

  3. აგერო მოვიდეს და თუ უნდათ იუვედან ხუთი კაცის გარდა ნებისმიერი წაიყვანონ ( ბუფონი, დელ პიერო, კიელინი, მელო, მარკიზიო – ამათ გარდა, ერთი ორ კაცს კიდე მივამატებდი ამათ

    1. რამ გადაგრიათ ეგრე აგუეროზე ? :)) კვალია და მატრი დაგავიწყდათ? მაგას ჯობია ბენზემა მოვიდეს სერიააში უფრო “გაქაჩავს” ვიდრე აგუერო.

      1. აგერო პლანეტის ალბად ყველაზე დიდი ტალანტის და გაქანების ფორვარდია.. რა მატრი რა კუალიარელა.. იტალიაში არ მოდის თაობა და ვერ დამაჯერებთ რო აგუერო თუ გადმოვა არ გაგიხარდებათ :-D მატრის შეუძლია ალბად რაღაც დონეზე ჩაანაცვლოს ტრეზეგე.. მაგრამ აგუეროს დელ პიეროს ჩანაცვლება შეუძლია ; )

  4. დროა ამ ათწლეულის პირველი მეგა ტრანსფერი განვახორციელოთ აგეროში 45 მილიონი ტყუილად არ წავა დამერწმუნეთ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.