ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( სისოკო )

ტურინის “იუვენტუსის”  ყოფილი ფეხბურთელი და ყოფილი მწვრთნელი დიდიე დეშამი, რომელიც ამჟამად მარსელის “ოლიმპიკს” წვრთნის, ნახევარდაცვის გასაძლიერებლად “იუვენტუსის” მალელი ნახევარმცველის მომო სისოკოს გაფორმებას აპირებს. “მარსელის” ხელმძღვანელობა მზადაა “ბიანკონერისთან” მოლაპარაკებები დაიწყოს და ფეხბურთელი სატრანსფერო პერიოდის გახსნისთანავე გაიფორმოს. სისოკოს “იუვედან” წასვლა ძალიან რეალურია, რადგან ფეხბურთელი ღრმა რეზერვშია და მოედანზე იშვიათად თუ გამოჩნდება და ისიც ცვლილებაზე. “იუვენტუსის” ხელმძღვანელობას მალელის გამოყენება აგუეროს ტრანსფერში სურს, იტალიელები “მადრიდელებს” ტიაგო მენდეშს და მომო სისოკოს დაუთმობენ და ზედ თანხას დაამატებენ, რათა “ატლეტიკოს” ლიდერი გაიფორმონ. “მარსელის” გარდა, სისოკოს შეძენა “ფიორენტინას” , “შალკე 04_ს” და  “ვოლფსბურგს” სურს.

წყარო:goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

13 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

არადა მე არ მინდა რომ სისოკო წავიდეს…

13 years ago

nicolas – სწორედ ბენზემა და აგუერო გვიშველიან.. როცა წინ ასეთი ხალხი გვეყოლება ასე თავისუფლად აღარ გადმოვლენ შეტევაზე კეჩე და კიევოები.. თუ გადმოვლენ და სადაც გადმოვლენ იქვე გამოვტენით :smile:

juventino black&white forever
Reply to 

კიევო და კატანია არ გადმოვა მარა მილანი და ინტერი ხო გადმოვა იმათ რას უშვები ? :D

13 years ago

მილანს და ინტერს ამ შემადგენლობითაც ვუშვრებით და… :mrgreen: :mrgreen:

13 years ago

nicolas – ბენზემა მეც ძალიან მინდა.. ბენზემა და აგერო ვიყიდოთ და მომავალ წელს სკუდეტო დაიდება!!!

juventino black&white forever
Reply to 

ეჰ მაგდენი სადაა თორე კი : ) სკუდეტო რო მოიგო დაცვაშიც კარგად უნდა თამაშობდე თუ დაცვა არ გამოსწორდა ვერ გვიშველის ვერც ბენზემა ვერც სერხიო : D

13 years ago

აგერო მოვიდეს და თუ უნდათ იუვედან ხუთი კაცის გარდა ნებისმიერი წაიყვანონ ( ბუფონი, დელ პიერო, კიელინი, მელო, მარკიზიო – ამათ გარდა, ერთი ორ კაცს კიდე მივამატებდი ამათ

juventino black&white forever
Reply to 

რამ გადაგრიათ ეგრე აგუეროზე ? :)) კვალია და მატრი დაგავიწყდათ? მაგას ჯობია ბენზემა მოვიდეს სერიააში უფრო “გაქაჩავს” ვიდრე აგუერო.

13 years ago

აგერო პლანეტის ალბად ყველაზე დიდი ტალანტის და გაქანების ფორვარდია.. რა მატრი რა კუალიარელა.. იტალიაში არ მოდის თაობა და ვერ დამაჯერებთ რო აგუერო თუ გადმოვა არ გაგიხარდებათ :-D მატრის შეუძლია ალბად რაღაც დონეზე ჩაანაცვლოს ტრეზეგე.. მაგრამ აგუეროს დელ პიეროს ჩანაცვლება შეუძლია ; )

13 years ago

დროა ამ ათწლეულის პირველი მეგა ტრანსფერი განვახორციელოთ აგეროში 45 მილიონი ტყუილად არ წავა დამერწმუნეთ

sandro ivaneishvili
13 years ago

არა ეს კაცი თუ წავა მხოლოდ აგუეროს ტრანსფერში

Lasha chachava
13 years ago

არ გაუშვათ ეს კაცი!!!!

mishka gogrichiani
13 years ago
Reply to  Lasha chachava

რად გვინდა?

| Newsphere by AF themes.
13
0
Would love your thoughts, please comment.x