რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?
საიტი რამოდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგს აკვილანის იმედი აქვს და მისი დარჩენა სურს, ზოგიც მიიჩნევს, რომ იგი ვერაფერს გააკეთებს მომავალ სეზონში და მის დარჩენას სისულელედ მიიჩნევს, ანალოგიური შემთხვევაა პეპესთან დაკავშირებით. საიტის გარკვეულ ნაწილს ორივეს გაშვება სურს ანდაც ორივეს დატოვება.
შევაჯეროთ პეპეს და აკვილანის ასპარეზი ტურინის „ იუვენტუსის „ რიგებში…
მოდით დავიწყოთ ალბერტო აკვილანით …
როდესაც, ალბერტო გუნდში მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ცენტრს დაამშვიდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მელო ასე ითამაშებდა, ამიტომ გულშემატკივრების 90%-ი აკვილანის იმედზე იყო, თავდაპირველად მან ეს იმედები გაამართლა, ალბათ ყველას გახსოვთ მატჩი ლეჩესთან, აკვილანის ყუმბარისებული დარტყმა, ამით მან ტურინული „ გიგანტი „ დააწინაურა, მართალია ის მატჩი ბიანკონერიმ გამანდგურებელი ანგარიშით 4-0 მოიგო, მაგრამ იტალიელმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა ამ გამარჯვებაში. მან რომასთან პირველ მატჩიც მშვენივრად იასპარეზა ალბათ ყველას გახსოვთ ” ბადის მოსატანად ” წასული დე როსი და შესანიშნავი პასი, რომელიც იაკინტამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. პირველი 10 თამაში ალბერტომ მშვენივრად ასპარეზობდა, აკეთებდა ზუსტ გადაცემებს, არიგებდა მშვენიერ საგოლე პასებს, ურტყავდა შორიდან, გაქონდა გოლები ერთი სიტყვით, ისე თამაშობდა როგორც მაღალი დონის ნახევარმცველს შეეფერებოდა, მაგრამ დაიწყო „ საშინელება „ . როგორც მას ასევე იუვენტუსს ძალიან ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, ( უფრო სწორედ ცუდი პერიოდი პირველად იტალიელს დაეწყო, ხოლო შემდეგ იუვეს. ამიტომ ბიანკონერის ცუდი თამაშით მისი გამართლება არასწორი იქნება ).
ალბათ, არავის არ დაგავიწყდებათ ბარისთან ის „ საოცარი „ მატჩი, რომელიც იუვემ ძლივს მოიგო 2-1, გამარჯვების გოლი სწორედ იტალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა, მაგრამ ეს ის ერთადერთი „ გავარდნა „ იყო, რომელიც ალბერტომ იმ თამაში გააკეთა.
ამრიგად ალბერტოს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, იგი არც საგოლე პასებით დაიკვეხნის.
შევაჯეროთ ეს ყველაფერი – ალბერტო აკვილანიმ სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო შემდეგ ძალიან ცუდად გააგრძელა ასპარეზობა, ის სათანადო ფორმაში არ არის, რადგან ყველას გვახსოვს მისი ასპარეზი „ რომაში „ , როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას….
ასე, რომ ვინ იფიქრებდა თუ აკვილანის გამოსყიდვა არ გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა… მას მარტო სურვილი აქვს იუვეში დარჩენისა, რაზეც პეპეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, სიტყვები არაფრის მთქმელია. ყველაფერი თამაში უნდა დაამტკიცო, რასაც აკვილანი ნამდვილად ვერ აკეთებს !
გადავიდეთ სიმონე პეპეზე
ო, აქ საქმე უფრო რთულადაა. სიმონეზე არც არავინ ამყარებდა იმედებს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ამის მიზეზი ტრავმაა, სწორედ ის ფეხბურთის „ საშინელება“ რომელის იუვეს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს. ამ ტრავმებმა პეპეზე დადებითად იმოქმედა, მან მოახერხა და 20 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა, 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, მემგონი არც მაყურებელი დარჩა მისით უკმაყოფილო, რადგან მის დონეზე მან 2-ჯერ კარგად ითამაშა. ყოველ მატჩში იგი ბოლომდე იხარჯება, დარბის – წინ და უკან. არის დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, სადაც გუნდს სჭირდება. ერთი სიტყვით უნივერსალი პეპეა – უმეტეს წილად ამ სირბილს არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ მის აქტიურობას მოყვება, ხოლმე პენალტი, ჯარიმა – წითელი, ყვითელი …
ვთქვათ : მან მარტომ რამოდენიმეჯერ მოახერხა გუნდისთვის ქულების გადარჩენა, საგულისხმოა ფიორენტინასთან შეხვედრა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი საჯარიმო შეაგდო, ასევე გავიხსენოთ ლაციოსთან მატჩი სადაც დაახლოებით 86 წუთზე, მან ბიანკონერის გამარჯვების მოუტანა.
შევაჯეროთ მისი თამაში :
სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა. გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, ატანინებს თანაგუნდელებს …
შეგახსენებთ,რომ მაროტას აკვილანის გამოსასყიდად 16 მილიონი ევრო დასჭირდება, ხოლო პეპე მასზე 2-ჯერ და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი დაჯდეს
ძალაინ გთხოვთ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი აზრი შემდეგ გაგვანდეთ …
ჩემი გადმოსახედით აკვილანი დიარას მირჩევნია ამიტომ აქვილანი უნდა იკოს გუნდში და არა დიარა! პეპე კი მეორე სასტავია მე ტუ მკითხავთ! მარტინეზი სალიჰამიდიჩი არმანდ ტრაორე მოტა სისოკო და არ ვიცი ან გროსო ან დე ჩელია აგენიდან ერთ ერთმა უნდა გატოვოს გუნდი ზემოტ ჩამოტვლილიდან კი ყველას დავატოვებინებ! დანარჩენი ტრანსფერზეა დამოკიდებული ტუ ბენზემა და აგუერო შევიძინეტ მაშინ იაკინტაც ზედმეტია დიარას შეძენა არამგონია კარგი იყოს ბასტოსი კი კარგია მარჯვენა კნაინზე ბეკი და სორენსენი უნდა იყვნენ დანარჩენი ფეხბურტელები იმ კრაინზე ზედმეტი არიან შუაში ბონუჩი კიელინი და ბარძალი მარცხნივ კი ან დე ჩელია ან გროსო ან ტრანსფეწრის დროს კარგს ვიყიდდი და ამ ორიდან ერტ ერტს გავუშვებდი… Read more »
პეპე დასატოვებელია ზამენებისთვის-აკვილანი კი პანღურით გასაგდები-ეს ქეთინო ესა….
ძირითადათ ერცერთი:) მაგრამ საქმესაქმეზე რომ მიდგეს ბოლო თამაშებია პეპე დასატოვ შთაბეჭდილებას ტოვს რავი :(არადა ალბერტო უფრო მესიმპატიურება და ვიცი მეტი შეუძლია
orive unda darches aucileblad… pepe saTadarigoze iqneba, akvilani kide darcmunebuli var moumatebs da ZiriTadSi iqneba… tuarada dajdeba egec savardzelshi… :)
აკვილანი უნდა დარჩეს აუცილებლად..პირლო კარგია მაგრამ ერთ წელიწადში ეს უკვე ვეგარ შეძლებს უმაღლეს დონეზე თამაშს, ალბერტო კი უფრო მოუმატებს…
პეპე და არ უნდა ბევრი ლაპარაკი კაროჩე გავარია მართალია მაღალი დონის არაა მარა არ აკვილანია მაგარი და პეპე ყოველ თამაშზე დარბის გიჯივით და მაგიტომ სირბილის გამო უნდა გამოვისყიდოთ ზამენაზე იქნება იდეალური
იუვეს ვარსკვლავი არასოდეს უყიდია ძირთადად რამოდენიმეს გარდა 3-4 ვინც მოვიდა იუვეში გახდა ვარსკლავი ასე რომ ყოველთვის ნაყიდი ვარკვლავებიდან არ გადიოდა ფონს გუნდში გაზდილები იყვნენ ასე რომ ისეთები მოიყვანონ რომელიც შსეუძლია დიდ გუნდში თამაშის მარა ჯერჯერობით არაა ვარსკვლავი ასეთი ერთი იყო კასერესი მაგის გაშვება უდიდესი შეცდომა იყო!!!
ეხლა ვნახე რამდენი ასე რომ მიწერია:D
პეპე მართლა დასატოვებელია ზამენისთვის! მომკალი და აკვილანი მაგრა მევასება
ako
ადვილია არა კომპიუტერთან ჯდომა და მაქედან საუბარი ? შენი ბიჭო არა ვარ და მითუმეტეს ბავშვი , სიტყვებს დაუკვირდი
დათკას ვინ მიბრაზეეებს?:) აქ ჩვენ იუვე ვართ…
ბავშვოო ???? :D :D :D :D
აკო სტატია მაინც არ წაიკითხე ??? კაცს მემგონი შენხელლა შვილი ყავს
ar mgonia juve chemze magrad evasebodes gmertma gaumarjos tu yavs shvili amati statiebi sul ar mainteresebs arician pexburti da imitom ar minda ise gamomivides me vici da amatma ara tqo mara komentarebs vkitxulob xandaxan da davcinivar xolme :D
ორივე უნდა დარჩეს ერთი ძირითადის ერთი ზამენის ნუ უფრო კაი თუ არ იყიდეს
ძირითადის რომელია?
მოკლედ როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთელმა ძაან მაგრა ითამაშოს!!! 1 წელი მიეცი იუვეს 10 მილიონად, მერე ის ცუდად ითამაშებს იყიდე 2 მილიონად და რო გადმოვა დახევს ყველაფერს!
აკვილანი წავა და დალგლიში მაგრად აათამაშებს :D