რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?
საიტი რამოდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგს აკვილანის იმედი აქვს და მისი დარჩენა სურს, ზოგიც მიიჩნევს, რომ იგი ვერაფერს გააკეთებს მომავალ სეზონში და მის დარჩენას სისულელედ მიიჩნევს, ანალოგიური შემთხვევაა პეპესთან დაკავშირებით. საიტის გარკვეულ ნაწილს ორივეს გაშვება სურს ანდაც ორივეს დატოვება.
შევაჯეროთ პეპეს და აკვილანის ასპარეზი ტურინის „ იუვენტუსის „ რიგებში…
მოდით დავიწყოთ ალბერტო აკვილანით …
როდესაც, ალბერტო გუნდში მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ცენტრს დაამშვიდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მელო ასე ითამაშებდა, ამიტომ გულშემატკივრების 90%-ი აკვილანის იმედზე იყო, თავდაპირველად მან ეს იმედები გაამართლა, ალბათ ყველას გახსოვთ მატჩი ლეჩესთან, აკვილანის ყუმბარისებული დარტყმა, ამით მან ტურინული „ გიგანტი „ დააწინაურა, მართალია ის მატჩი ბიანკონერიმ გამანდგურებელი ანგარიშით 4-0 მოიგო, მაგრამ იტალიელმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა ამ გამარჯვებაში. მან რომასთან პირველ მატჩიც მშვენივრად იასპარეზა ალბათ ყველას გახსოვთ ” ბადის მოსატანად ” წასული დე როსი და შესანიშნავი პასი, რომელიც იაკინტამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. პირველი 10 თამაში ალბერტომ მშვენივრად ასპარეზობდა, აკეთებდა ზუსტ გადაცემებს, არიგებდა მშვენიერ საგოლე პასებს, ურტყავდა შორიდან, გაქონდა გოლები ერთი სიტყვით, ისე თამაშობდა როგორც მაღალი დონის ნახევარმცველს შეეფერებოდა, მაგრამ დაიწყო „ საშინელება „ . როგორც მას ასევე იუვენტუსს ძალიან ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, ( უფრო სწორედ ცუდი პერიოდი პირველად იტალიელს დაეწყო, ხოლო შემდეგ იუვეს. ამიტომ ბიანკონერის ცუდი თამაშით მისი გამართლება არასწორი იქნება ).
ალბათ, არავის არ დაგავიწყდებათ ბარისთან ის „ საოცარი „ მატჩი, რომელიც იუვემ ძლივს მოიგო 2-1, გამარჯვების გოლი სწორედ იტალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა, მაგრამ ეს ის ერთადერთი „ გავარდნა „ იყო, რომელიც ალბერტომ იმ თამაში გააკეთა.
ამრიგად ალბერტოს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, იგი არც საგოლე პასებით დაიკვეხნის.
შევაჯეროთ ეს ყველაფერი – ალბერტო აკვილანიმ სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო შემდეგ ძალიან ცუდად გააგრძელა ასპარეზობა, ის სათანადო ფორმაში არ არის, რადგან ყველას გვახსოვს მისი ასპარეზი „ რომაში „ , როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას….
ასე, რომ ვინ იფიქრებდა თუ აკვილანის გამოსყიდვა არ გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა… მას მარტო სურვილი აქვს იუვეში დარჩენისა, რაზეც პეპეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, სიტყვები არაფრის მთქმელია. ყველაფერი თამაში უნდა დაამტკიცო, რასაც აკვილანი ნამდვილად ვერ აკეთებს !
გადავიდეთ სიმონე პეპეზე
ო, აქ საქმე უფრო რთულადაა. სიმონეზე არც არავინ ამყარებდა იმედებს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ამის მიზეზი ტრავმაა, სწორედ ის ფეხბურთის „ საშინელება“ რომელის იუვეს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს. ამ ტრავმებმა პეპეზე დადებითად იმოქმედა, მან მოახერხა და 20 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა, 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, მემგონი არც მაყურებელი დარჩა მისით უკმაყოფილო, რადგან მის დონეზე მან 2-ჯერ კარგად ითამაშა. ყოველ მატჩში იგი ბოლომდე იხარჯება, დარბის – წინ და უკან. არის დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, სადაც გუნდს სჭირდება. ერთი სიტყვით უნივერსალი პეპეა – უმეტეს წილად ამ სირბილს არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ მის აქტიურობას მოყვება, ხოლმე პენალტი, ჯარიმა – წითელი, ყვითელი …
ვთქვათ : მან მარტომ რამოდენიმეჯერ მოახერხა გუნდისთვის ქულების გადარჩენა, საგულისხმოა ფიორენტინასთან შეხვედრა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი საჯარიმო შეაგდო, ასევე გავიხსენოთ ლაციოსთან მატჩი სადაც დაახლოებით 86 წუთზე, მან ბიანკონერის გამარჯვების მოუტანა.
შევაჯეროთ მისი თამაში :
სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა. გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, ატანინებს თანაგუნდელებს …
შეგახსენებთ,რომ მაროტას აკვილანის გამოსასყიდად 16 მილიონი ევრო დასჭირდება, ხოლო პეპე მასზე 2-ჯერ და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი დაჯდეს
ძალაინ გთხოვთ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი აზრი შემდეგ გაგვანდეთ …
სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში..ატანინებს თანაგუნდელებს
აი ამ წინადადებებს ვინ ეთანხმება მითხარით პროსტა რაა :-| რომელი პეპეა ხალხო სტაბილური ნუ გადამრიეთ :evil: როგორ უნდა ეწეროს ეს სიტყვები სტატიააშიი ????????????????????
Juvent1no
მარტო 6 მილიონზე არ არის საუბარი , ლივერპული ადგებოდა და არ გაუშვებდა აკუილანის
თუმცა ეს მხოლოდ ჩემი ვარაუდია
აკუილანის მეორე სეზონის მანძილზე იმდენს ვაგინებდი , რომ ბოლოს უკვე თავი მეტკინა მეც : D მაგრამ იუვენტუსის ასეთი დაუფარავი სურვილი რომ გამოისყიდოს , მაინც რაღაც ეჭვებს აჩენს
TURIN_JUVENTUS
ეგ თუ გამოისყიდეს და ჩემი ვარაუდი არ გამართლდა მაშინ უნდა გამასწრო საქართველოდან
ეგ კაცი თუ არ გამოისყიდეს შენი ფეხი არ ვნახო ზესტაფონში :D
ან შენ რა გინდა ზესტიკოში ან მე
Darja
ერთი შეხედვით ლოგიკურია მაგრამ მეორე მხრიდან შეხედე მაგ საქმეს. თუ მაროტა მივიდა ფეხბურთელთან რომელიც გუნდის იმედია მასზე დგას გუნდი და უთხრა რო არ ითამაშოო მხოლოდ 6 მილიონის გამო მოსაკლავი ყოფილა ეგ მაროტა ამიტომ არამგონია ეგრე იყოს არამგონია 6 მილიონის გულიზე ეგ საქმე ექნა და მთელი სეზონი ჩაეგდებინებინა მე ვფიქრობ რომ თვითონ აკვილანიშია პრობლემა.
პეპეს დარჩენა ფაქტიურად კი არა გადაწყვეტილია, აკვილანის გამოსყიდვა-არ გამოსყიდვაა ეხლა მთავარი..პეპეში უეჭველია მაროტა გადაიხდის იმ თანხას..
“სიმონე” პეპე! დარწმუნებული ვარ ამ სიტყვებს არ ვინანებ! ელემენტარულად მარტო ერთი ფაქტორით _ ყოველთვის ბოლომდე იბრძვის! ორი აზრი არაა “აკვილანიც” ნიჭიერი ფეღბურთელია, მაგრამ ფაქტია თავისი შესაძლებლობები “JUVE_ში” ბოლომდე ვერ წარმოაჩინა, (ადაბტაცია გაუჭირდა) სადრაც 100%_დან 35%_ი. ……………………….. ეგეთ პონტში “სიმონეს” დარჩენა მაგრად გამისწორდება!
რა თქმა უნდა პეპეს დარჩენა ჯობს, ბევრს არ მოსწონს და ვერ ვხვდები რატომ!
აქ მხოლოდ ერთს ვიტყვი: პეპეს მონდომება რომ აკვილანის ჰქონდეს, ან აკვილანისნაირი თამაშის უნარი პეპეს ჰქონდეს, სულერთია რომელს დავიტოვებდით… ეხლა კი 16 მილიონი ძვირია აკვილანისთვის. პეპე კი მხოლოდ დარბის ფაქტიურად, მაგრამ მარტო მორბენალი არ უშველის იუვეს მომდევნო სეზონში. თუმცა 5 მილიონი არაა ძვირი ფეხბურთელი დღევანდელი ფასებით…
Juvent1no
აი დათკამ რაც თქვა, არ არის გამორიცხული ეგრეც იყოს, უბრალოდ ლოგიკურად რომ ვიაზროვნოთ რაა..
სეზონის მეორე ნახევარში კაცს არაფერი არ უქნია, ფაქტიურად მართლა არაფერი და იუვენტუსი მაინც ჯიუტად ცდილობს მის ყიდვას და ლივერპულთან ახლაც მოლაპარაკებებს აწარმოებს..მერსესაიდელებთან მაროტას საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვს, გაუარესებული თამაში კი რამოდენიმე მილიონის ჩამოკლებას ხელს შეუწყობდა..
Darja
კაი ეხა მე მასეთი შეცდომა პეპესი მეტი არ მახსენდება, მასეთთან მიახლოებულიც კი. მაგ თამაშშიც ახალი შემოსული იყო და პირველად შეეხო ბურთს. ყვითლები კიდე ტაქტიკურად იყო გამართლებული, ძმაა სიმონე, გუნდის ინტერესებში მოქმედებს 8-)
ფაქტიურად შორიდან დამრტყმელი იუვეს არავინ ყავს აკვილანის ნაირი თუ მოაჯდა მინიმუმ კუთხურია
ეგრე ძებინასაც მოაჯდა ფულჰემთან
იაკინტა და მან სიტი? იუფ, მწუა გოლი იყო…
ძებინა ყოველ დარტყმაზე ერთ ღერ თმას კარგავს და მანდ იმენა გამელოტდა ისე მოაჯდა :D
აუ ერთს ვიტყვი რო არც დელ ნერის ბრალი არაა და არც ფეხბურთელების ყველას შეუძლია თამაში ყველაფ აბსოლიტურად გრიგერას გარდა :D
ხოდა ვერ გადაწყვეტ არც აკვილანია არც პეპე ან არცერთი ან ორივე!!!
არც დელ ნერის ბრალია , არც ფეხბურთელების
აბა ჩემი ბრალი ყოფილა მაშინ
ღირსი ხარ დაგსვას კაცმა და სასოწარკვეთილ დიასახლისებს გაყურებინოს 24 საათი
არა იცი რისი ღისია ?? ფეხბურთელების ცოლებს აყუებინოს კაცმა :D :D
ეგრე წლევანდელი იუვეს ყურებას წადი და მორენას ვნებას უყურე :D ან სად არის ელისა :D
TURIN_JUVENTUS
კი თანხის ხელოვნურად დასაკლებად მშვენიერი ხერხია და არამარტო დასაკლებად … ლივერპული ადგებოდა მერე და არ გაუშვებდა
საღოლ დავით მაგრად აზროვნებ ;) იმიტომ კი არ არო მევასება აკვილანი და ჩემ მხარეზე ხარ ვიცი რო მეტი შეუძლია და მოილაპარაკეს თუ გინდა დარჩენა ცოტა მოეშვიო
Datka
შენ რისი თქმა გინდა რომ მაროტა შეუთანხმდა აკვილანის რომ არ ეთამაშა კარგად მთელი ნახევარი სეზონი იმისთვის რომ ლივერპულს დაეკლო 6 მილიონი ?
6 მილიონიც და შესაძლოა მეტიც , თუ გავითვალისწინებთ იმას რომ ლივერპული საერთოდ არ მოისურვებდა მისი გუნდიდან გაშვებას
თუ აკვილანი იყო უაზრობა, იყო 0, იყო საშინელება..მასზე დიდით უკეთესი არც პეპე იყო..
გავიხსენოთ რა გვიქნა ინტერთან, როცა ეტო’ომ გოლი ვერ გაგვიტანა, როგორ დღემდე მიკვირს :D რამდენჯერ იუხეშა ელემენტარულ სიტუაციებში და აიკიდა ყვითლები..
მაროტას ვინც დასცინის, იმას ვეტყვი რომ ცოტა ფართოდ გააღორს თვალი, საკუთარი საქმის კარგი სპეციალისტია ეგ კაცი..
ნუ ეხლა ნახევარი სეზონი ვის არ ჩაუგდია
უბრალოდ ასე იავნი სპადი იწვევს კითხვებს … 16 მილიონიდან 12-ზე ჩამოვიდნენ და კიდე დაკლებაზე თანხმდება ლივერპული … იუვენტუს რომ არ ჭირდებოდეს საერთოდ ეგრევე უკან გაუშვებდა და არც დაიწყებდა მოლაპარაკებებს
მაროტას კიდე ტყუილად დასცინიხართ …
რათქმაუნდა პეპეეე და ამაზე არ გრის დავა, უეცჰველად პეეპეე
აკვილანიმ ჩააგდო ნამდბილად სეზონი და თან ძალიან ძვირიც ღირს პეპე კი იაფია და ზამენისთვის კარგი ვარიანტია.
სიმონე პეპე
პეპე
რათქმაუნდა პეპეე !!! და ამაზე ნუ ვიდავებთ. პეპეე !!!
აქ პოზიციური შედარება არ მიდის ფეხბურთელების … აქ საქმე იმაზეა რომელი იმსახურებს კლუბში დარჩენას და რატომ
პეპეს არაერთხელ უთქვამს რომ სკამზეც დაჯდებოდა კლუბის გამო ,ეს დასაფასებელია … თუ უდინეზე ფას 5 მილიონზე ჩამოუშვებს მაშინ ვფიქრობ ღირს დატოვება
ბოლო ბოლო ვინმე შეატენონ მაგის მაგივრად და ეგაა
ხო აკუილანის რაც შეეხება , ერთი ეჭვი მღრნის რომელიც უკვე დავწერე კიდევაც … მაროტას გათვლა ხომ არ იყო მისი ამაზრზენი თამაში სეზონის მეორე ნახევარში ?
სად შეუძლია მაროტას ეგეთები :D მაგრამ რომც შეეძლოს მაინც სისულელე მგონია მე
მაგას აკუილანია არ დათანხმდებოდა, ჩობანი ხო არაა ტო კარიერული პრესტიჟი დაიკიდოს, თან პირველ ანხევარშიც არ ყოფილა საოცრება….
ანუ რისი თქმა გინდა 16 მილიონი ეძვირა და გააფუჩა რო გასამართლებელი ქონოდა არ გირს ამდენიო დასაკლებად?
ორივე ითამასჰებს უკეთესად უკეთეს კრაის მცველებთან ერთად. მე ორივე მომწონს
იუვენტუსში წინ და უკან სირბილი ბევრს არ ნიშნავს, აზრი უნდა მაგ სირბილს..თუ აკვილანი 0 იყო ამ სეზონში, პეპე 1 – ზე მეტი არ იყო რაა..თუ წაუვა წაუვა ამ ფეხბურთელს, არავინ იდაოს, რომ პეპე აკვილანიზე მაღალი დონის ფეხბურთელია..
პეპე უნდა დარჩეს, იგი სკამზე დაჯდომაზეც თანახმაა ამ გუნდის თანახმად, მაგრამ ჩემი აზრით აკვილანიც უნდა დარჩეს..
მე აკვილანი მირჩევნია რო დარჩეს
სიმონე პეპე – იმიტომ რომ ჩვენ ვხედავთ, თუ როგორ პროგრესირებს იგი და აკვილანი ის არის რომელიც ლივერპულში იყო :X :X აიმტომ სიმონე პეპე !