ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?

საიტი რამოდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგს აკვილანის იმედი აქვს და მისი დარჩენა სურს, ზოგიც მიიჩნევს, რომ იგი ვერაფერს გააკეთებს მომავალ სეზონში და მის დარჩენას სისულელედ მიიჩნევს, ანალოგიური შემთხვევაა პეპესთან დაკავშირებით. საიტის გარკვეულ ნაწილს ორივეს გაშვება სურს ანდაც ორივეს დატოვება.

შევაჯეროთ პეპეს და აკვილანის ასპარეზი ტურინის „ იუვენტუსის „ რიგებში…

მოდით დავიწყოთ ალბერტო აკვილანით …

როდესაც, ალბერტო გუნდში მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ცენტრს დაამშვიდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მელო ასე ითამაშებდა, ამიტომ გულშემატკივრების 90%-ი აკვილანის იმედზე იყო, თავდაპირველად მან ეს იმედები გაამართლა, ალბათ ყველას გახსოვთ მატჩი ლეჩესთან, აკვილანის ყუმბარისებული დარტყმა, ამით მან ტურინული „ გიგანტი „ დააწინაურა, მართალია ის მატჩი ბიანკონერიმ გამანდგურებელი ანგარიშით 4-0 მოიგო, მაგრამ იტალიელმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა ამ გამარჯვებაში. მან რომასთან პირველ მატჩიც მშვენივრად იასპარეზა ალბათ ყველას გახსოვთ ” ბადის მოსატანად ” წასული დე როსი და შესანიშნავი პასი, რომელიც იაკინტამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. პირველი 10 თამაში ალბერტომ მშვენივრად ასპარეზობდა, აკეთებდა ზუსტ გადაცემებს, არიგებდა მშვენიერ საგოლე პასებს, ურტყავდა შორიდან, გაქონდა გოლები ერთი სიტყვით, ისე თამაშობდა როგორც მაღალი დონის ნახევარმცველს შეეფერებოდა, მაგრამ დაიწყო „ საშინელება „ . როგორც მას ასევე იუვენტუსს ძალიან ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, ( უფრო სწორედ ცუდი პერიოდი პირველად იტალიელს დაეწყო, ხოლო შემდეგ იუვეს. ამიტომ ბიანკონერის ცუდი თამაშით მისი გამართლება არასწორი იქნება ).

ალბათ, არავის არ დაგავიწყდებათ ბარისთან ის „ საოცარი „ მატჩი, რომელიც იუვემ ძლივს მოიგო 2-1, გამარჯვების გოლი სწორედ იტალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა, მაგრამ ეს ის ერთადერთი „ გავარდნა „ იყო, რომელიც ალბერტომ იმ თამაში გააკეთა.

ამრიგად ალბერტოს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, იგი არც საგოლე პასებით დაიკვეხნის.

შევაჯეროთ ეს ყველაფერი – ალბერტო აკვილანიმ სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო შემდეგ ძალიან ცუდად გააგრძელა ასპარეზობა, ის სათანადო ფორმაში არ არის, რადგან ყველას გვახსოვს მისი ასპარეზი „ რომაში „ , როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას….

ასე, რომ ვინ იფიქრებდა თუ აკვილანის გამოსყიდვა არ გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა… მას მარტო სურვილი აქვს იუვეში დარჩენისა, რაზეც პეპეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, სიტყვები არაფრის მთქმელია. ყველაფერი თამაში უნდა დაამტკიცო, რასაც აკვილანი ნამდვილად ვერ აკეთებს !

გადავიდეთ სიმონე პეპეზე

ო, აქ საქმე უფრო რთულადაა. სიმონეზე არც არავინ ამყარებდა იმედებს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ამის მიზეზი ტრავმაა, სწორედ ის ფეხბურთის „ საშინელება“ რომელის იუვეს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს. ამ ტრავმებმა პეპეზე დადებითად იმოქმედა, მან მოახერხა და 20 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა, 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, მემგონი არც მაყურებელი დარჩა მისით უკმაყოფილო, რადგან მის დონეზე  მან 2-ჯერ კარგად ითამაშა.  ყოველ მატჩში იგი ბოლომდე იხარჯება, დარბის – წინ და უკან. არის დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, სადაც გუნდს სჭირდება. ერთი სიტყვით უნივერსალი პეპეა – უმეტეს წილად ამ სირბილს არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ მის აქტიურობას მოყვება, ხოლმე პენალტი, ჯარიმა – წითელი, ყვითელი …

ვთქვათ : მან მარტომ რამოდენიმეჯერ მოახერხა გუნდისთვის ქულების გადარჩენა, საგულისხმოა ფიორენტინასთან შეხვედრა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი საჯარიმო შეაგდო, ასევე გავიხსენოთ ლაციოსთან მატჩი სადაც დაახლოებით 86 წუთზე, მან ბიანკონერის გამარჯვების მოუტანა.

შევაჯეროთ მისი თამაში :

სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა. გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, ატანინებს თანაგუნდელებს …

შეგახსენებთ,რომ მაროტას აკვილანის გამოსასყიდად 16 მილიონი ევრო დასჭირდება, ხოლო პეპე მასზე 2-ჯერ და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი დაჯდეს

ძალაინ გთხოვთ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი აზრი შემდეგ გაგვანდეთ …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

239 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Di Francesco # 1
13 years ago

მელოს თუ აცალეს გაამართლა ვითომ?

ოქრო ჩხიკვაძე

ანუ მე იმას ვამბობ რომ არ არიან ისეთი იუვეს დონის ფეხბურთელები როგორიც გვინდა რომ იყოს, თუ არა ამ იუვეში ბაზარი არაა
უბრალოდ დავიდსის, დეშამის, ზიდანის, ცამორანეზის მერე აკვილანი, კრასიჩი და მარტინესი ნაგავად ჩანს
და ინძაგის და ტრეზეგეს მერე კუალიარელა და მატრი?
კანავაროს, ტურამის და ფერარას მერე ბარძალი?
მე ამას ვამბობ

13 years ago

შენ და გახსოვს ეგ ფეხბურთელები საიდან გადმოვიდნენ იუვეში?
ეგენი იუვეში გახდნენ ეგენი და საამაყო სახელ გვარი, თორე მანამდე თუნდაც ბარძალივით მსოფლიო ჩემპიონი არცერთი არ იყო

Gio Darja
13 years ago

და რა ვქნათ ძმა 40-45 წლამდე ტურამი, დავიდსი და ტრეზეგე ვათამაშოთ ? ჩაბარდა ეგ დრო წარსულს, გვაფარჩაკებს პალერმოც და ნაპოლიც..ახლა ახალი ფეხბურთელებით უნდა დავიწყოთ გუნდის კეთება, მატრი კი ერთ-ერთი გამოკვეთილი ფეხბურთელი იყო ამ სეზონში, ვერავინ დამაჯერებს, რომ ვთქვათ ბენზემა მატრის 100 თავით ჯობია..რა შეუძლია ისეთი ბენზემას რომ მატრი დაჯაბნოს..ის რომ რეალშია და 13 გოლი აქვს გატანილი ? არა მგონი

ოქრო ჩხიკვაძე
Reply to  Gio Darja

pintu-ricchio და Darja გიპასუხებთ
ჩემი ჩამოთვლილი ფეხბურთელები ამგენისაგან იმით განსხვავდებიან რომ ისინი ახალგაზრდები იყვნენ და ვარსკვლავებად ჩამოყალიბდნენ
და ახლა არავინ მიტხრათ რომ 27–29 წლის კრასიჩი, კუალიარელა, მატრი და აკვილანი ოდესმე მათ მესამედს მაინც მიაგწევენ,
ამათმა მატარებელმა უკვე ჩაიარა
დარცნენ სასუალო დონეზე და მორჩა წინ ვეგარ წავლენ

giorgi kipshidze
13 years ago

აცალონ რა აკვილანის ერთი წელი, თუ მელოს აცალეს აკვილანის რატო არ უნდა ენდონ.

Gio Darja
13 years ago

ოქრო

კაი რაა, თვალი ცოტა გააღე(თ) რაა..

მელომ წელს ცუდად ითამაშა ? ამ ბარძალი ცუდი იყო ? მატრი-კვალიარელას თამაშით ხარ დღეს მეშვიდე ადგილზე რომ ხარ და B – ში არ ვარდებით, ეგენი არიან 9-9 გოლი რომ შეაგდეს ნახევარ სეზონში..შეიძლება იუვეს დონის არცერთი არაა, მაგრამ რომ გადმოვიდნენ რა ვერ ითამაშეს ? იმან მილანს გაუდო იმან ინტერს, ვენაცვალე ორივეს..

წლევანდელი სეზონის მერე იუვეს ფანი რო იტყვის მელო საერთოდ ფეხბურთელიაო, მაგას არ ესმის ან ფეხბურთი და ან წლევანდელ სეზონზე თვალიც არ მოუკრავს ;)

Juvent1no
13 years ago

ოქრო
გეთანხმები მაგრამ ეგრევე სუპერ გუნდი ვერ გახდება რა სიტი რო სიტია იმასაც კი წლები დასჭირდება რომ სუპერ გუნდი გახდეს და იუვენტუს მაგდენი სახსრები არ აქვს რომ 1 სეზონიში ყველა ვარსკვლავი იყიდოს განვითარების ყველა ეტაპი თავიდან უნდა გაიაროს იყო დრო როცა ძალიან ცუდი გუნდი გვყავდა მაგრამ ნელ-ნელა საშაშვალო დონის გუნდად ყალიბდება და მალე ალბათ ის იუვე იქნება რომელიც ჩვენ ყველას გვინდა

13 years ago

ოქრო – პირლოზე და მატრიზე ვერ დაგეთანხმები.. პირლო ნებისმიერ შემთხვევაში ვარსკვლავია, მატრის რაც შეეხება არ ვიცი რატომ მაგრამ მაგ ფეხბურთელის მჯერა მაგრად!!!

ოქრო ჩხიკვაძე

ერთ რამეს რატომ არავინ არ აქცევთ ყურადგებას?
გვინდა რომ ისევ ძველი დიდება დავიბრუნოთ თუ საშუალო დონეზე გვინდა ისევ თამაში?
თუ ძველი იუვენტუსი გვინდა მაშინ საშუალო და საშუალოზე დაბალი დონის ფეხბურთელები რა ჯანდაბად გვინდა
კრასიჩი ქაჯია
მატრი და კუალიარელა ნაპოლის და უდინეზეს დონეა
აკვილანი კი ვთქვი წეხან, ან ჩიტადელა ან პიაჩენცა
ბარძალი, პირლო სანაგვეზე გადაყრილი ბებრები
მელო საერთოდ ფეხბურთელია? აზრზე არ არის ფეხბურთის
რათ გვინდა ასეთი ფეხბურთელები?

13 years ago

კრასიჩს და მელოს პირში მთქმელი და გაქეაელი მწვრთნელი ჭირდება და აატამაშებს მაგათ.. კონტე მაგ მხრივ ვოლკი იყო და მაგის იმედი მაქვს

Di Francesco # 1
13 years ago

პეპე თუ სასტავში არა საუკეთესო ზამენაა

Di Francesco # 1
13 years ago

რომაშიც 102 თამაშში მაღალი დონის ნახევარმცველმა12 გოლზე მეტი წესით უნდა გაიტანოს

Gio Darja
13 years ago

ფეხბურთელებს რამდენი შედეგიანი პასი აქვთ გაკეთებული სად ვნახო ხო არ იცით ?

13 years ago

Datka – ვერ დაგეთანხმები დათკა.. თუ იდეაში აკვილანის ძალით უნდა ჩაეგდო მეორე წრე უფრო მარტივ რამეს მოიფიქრებდნენ – ხშირად დასვამდნენ სკამზე!!! ნუ ეხლა თუ მარტო მაროტამ და აკილანიმ მოილაპარაკეს ეგ ამბავი დაუღუპიათ გუნდი და ეგ იყო.. ყველამ იცის რო აკილანის პოზიცია ყველაზე საპასუხისმგებლა გუნდში.. გუნდის ტვინის როლი უნდა ეკისრა

13 years ago
Reply to 

ეგ იდეაა მხოლოდ, მაგას ვერასოდეს გავიგებთ… მაგრამ გამოთქვა ეგ იდეა აქ ჩემმა ძმამ და დათკასაც ღრღნის ეგ ამაბავი, რაც საფუძველს მოკლებული არაა… პეპესაც მაგას ეუბნებოდა მაროტა, ეგებ შენზეც დაგვიკლონო და არ ირბინოო, მარა ვერ გააგებინა, მაინც დარბის წინ და უკან… :-)

ოქრო ჩხიკვაძე

პირლო რა საყიდელია, როდემდე უნდა მოგვყავდეს სანაგვიდან ფეხბურთელები?
ამ კაცმა დაამთავრა თამაში, მაქსიმუმ სეზონში 5 თამაში ითამაშოს მაგალ დონეზე
მილანმა გადააგდო და ჩვენ ისევ სანაგვეზე ვიქექებით

13 years ago

ჩემი ხმა ანდრეა ბარძალის და ალესანდრო მატრის, რომლებიც აუცილებლად უნდა გამოვისყიდოთ… :-)

iosi shalolashvili
13 years ago
Reply to 

ბარძალი არ ვიყიდეთ

iosi shalolashvili
13 years ago

ხოოოო

13 years ago

ბოლომდე არ გვიყიდია ბარძალია, ნაწილია ჯერ გადახდილი მემგონი… სიტყვა დატოვა გერმანიაში მაროტამ :-)

Lasha chachava
13 years ago

ერთს გეტყვი აკვილანის ვერ მოიგეს მარა გერმანიასთან საოცარი პასო როსიზე 1-1 რო გახდა

ოქრო ჩხიკვაძე

მე ყოველთვის აკვილანის წინააგმდეგი ვიყავი და პეპეს თამაში ყოველთვის უფრო მომწონდა
აკვილანი ლივერპულმა რომც გვაჩუქოს მე მაინც არ დავიტოვებდი, მასში გადახდილი ხელფასი წყალში გადაყრილი ფულია
წავიდეს და ტრევიზოში ან ჩიტადელაში ითამაშოს
პეპე ფლანგზე ცუდი ნამდვილად არ არის, ყოველ შემთხვევაში ამ იუვენტუსში
პეპს დავიტოვებდი აუცილებლად, სკამზე საიმედო ზამენა იქნება

Juvent1no
13 years ago

აკვილანის გამოსყიდვას არ ჯობია მონტოლივო ვიყიდოთ თან 12 მილიონი ღირს მგონი ეგრე ჯობია

iosi shalolashvili
13 years ago

სკამზე პაციენცა პირლოც გეყოლება მეტი რა გინდა :-D

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ხო ეხლა დავაკვირდი ბოლო აბზაცს … სიმონეს ფასი 8 მილიონი ევროა … ესეა კონტრაქტი გათვალისწინებული და არა 4

Di Francesco # 1
13 years ago

აკვილანის კარიერაში თუ გახსოვთ თამაში სადაც მისმა თამაშმა გადაწყვიტა თამაშის ბედი ( დადებითად )

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

შეკითხვა მილიონ დოლარად :mrgreen:

Nachke
13 years ago

ბარი მიამყნო 8-) დაიდოს მილიონი : D

Gio Darja
13 years ago
Reply to  Nachke

ლეჩეს განადგურება დაიწყო..

Lasha chachava
13 years ago

რომაში უყურე აკვილანის და ნახავ 1GEL -იანი შეკითხვაა :D

Gio Darja
13 years ago

მიშელ ბასტოსი მოვა, მილოშ კრასიჩი იქნება და იქ Fuck პეპე :D სკამზე კი ბატონო, უნდა გამოისყიდონ..

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ღმერთმა დაგვიფაროს რა ლიდერი კაცო : D პეპე და ლიდერი :mrgreen: უბრალოდ ნუ რომ იხარჯება 101 % – ით მაგას ვერ დაუკარგავთქო , მე არ ვამბობ შედეგიანობით გამოირჩევათქო

13 years ago

მე მაგლითად უფრო დიდ უპირატესობას პეპს ვანიჭებ, მაგრამ ვფიქრობ რომ აკვილანი უნდა დარჩეს იუვეში. მომავალ სეზონში დარწმუნებული ვარ უკეთესად ათამაშდება.

13 years ago
Reply to 

ანუ შენი პასუხია ორივე, რადგან პეპე გირჩევნია, მაგრამ აკვილანი უნდა დარჩესო :-)

13 years ago
Reply to 

კი ძმაო, ორივე მინდა რომ დარჩეს. :)

Gio Darja
13 years ago

Datka

კაი დათკა მებრძოლი და სტაბილური ერთიდაიგივეა ტოო ? ნუ გადამრიეთ ეხლა, პეპე გავხადეთ გუნდის ლიდერი და სული-გული..სტაბილური გარკვეული ხნის მანძილზე დამაჯერებლად მოთამაშეს ნიშნავს და არა სულ მებრძოლს..რა სტაბილურია პეპე, ზოგჯერ ვაგინებდით ზოგჯერ მოგვწონდა..

13 years ago

ანუ სტაბილურად ბოლომდე იხარჯება? :-)

Juvent1no
13 years ago

Datka
არ გაუშვებდა და ნუ გაუშვებდა კაცო ამის გამო მთელი სეზონი უნდა ჩაეგდოო

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago
Reply to  Juvent1no

:mrgreen:

იტალიაა მაინც : D

შენ რა გგონია იუვენტუსმა წელს ევროპა ლიგაზე ტოტალიზატორი არ ითამაშა ? ისევე როგორც სერია ა-ში … :mrgreen:

13 years ago

12-ით? 4 მილიონზე ცამოვიდა პეპეს ფასი უკვე?
ორივეს დაიტოვებენ მაქსიმუმ მხოლოდ აკვილანის ამჯამინდელ ფასად.

13 years ago

მე ეგ არ მიგულისხმია, წეღან 5 მილიონი გამოდიოდა პეპეს ფასი და ეხლა 4 გამოდის სტატიის მიხედვით… აკვილანის მოამატეს 1 მილიონი თუ პეპეს დააკლეს? :-)

| Newsphere by AF themes.
239
0
Would love your thoughts, please comment.x