ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?

საიტი რამოდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგს აკვილანის იმედი აქვს და მისი დარჩენა სურს, ზოგიც მიიჩნევს, რომ იგი ვერაფერს გააკეთებს მომავალ სეზონში და მის დარჩენას სისულელედ მიიჩნევს, ანალოგიური შემთხვევაა პეპესთან დაკავშირებით. საიტის გარკვეულ ნაწილს ორივეს გაშვება სურს ანდაც ორივეს დატოვება.

შევაჯეროთ პეპეს და აკვილანის ასპარეზი ტურინის „ იუვენტუსის „ რიგებში…

მოდით დავიწყოთ ალბერტო აკვილანით …

როდესაც, ალბერტო გუნდში მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ცენტრს დაამშვიდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მელო ასე ითამაშებდა, ამიტომ გულშემატკივრების 90%-ი აკვილანის იმედზე იყო, თავდაპირველად მან ეს იმედები გაამართლა, ალბათ ყველას გახსოვთ მატჩი ლეჩესთან, აკვილანის ყუმბარისებული დარტყმა, ამით მან ტურინული „ გიგანტი „ დააწინაურა, მართალია ის მატჩი ბიანკონერიმ გამანდგურებელი ანგარიშით 4-0 მოიგო, მაგრამ იტალიელმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა ამ გამარჯვებაში. მან რომასთან პირველ მატჩიც მშვენივრად იასპარეზა ალბათ ყველას გახსოვთ ” ბადის მოსატანად ” წასული დე როსი და შესანიშნავი პასი, რომელიც იაკინტამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. პირველი 10 თამაში ალბერტომ მშვენივრად ასპარეზობდა, აკეთებდა ზუსტ გადაცემებს, არიგებდა მშვენიერ საგოლე პასებს, ურტყავდა შორიდან, გაქონდა გოლები ერთი სიტყვით, ისე თამაშობდა როგორც მაღალი დონის ნახევარმცველს შეეფერებოდა, მაგრამ დაიწყო „ საშინელება „ . როგორც მას ასევე იუვენტუსს ძალიან ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, ( უფრო სწორედ ცუდი პერიოდი პირველად იტალიელს დაეწყო, ხოლო შემდეგ იუვეს. ამიტომ ბიანკონერის ცუდი თამაშით მისი გამართლება არასწორი იქნება ).

ალბათ, არავის არ დაგავიწყდებათ ბარისთან ის „ საოცარი „ მატჩი, რომელიც იუვემ ძლივს მოიგო 2-1, გამარჯვების გოლი სწორედ იტალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა, მაგრამ ეს ის ერთადერთი „ გავარდნა „ იყო, რომელიც ალბერტომ იმ თამაში გააკეთა.

ამრიგად ალბერტოს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, იგი არც საგოლე პასებით დაიკვეხნის.

შევაჯეროთ ეს ყველაფერი – ალბერტო აკვილანიმ სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო შემდეგ ძალიან ცუდად გააგრძელა ასპარეზობა, ის სათანადო ფორმაში არ არის, რადგან ყველას გვახსოვს მისი ასპარეზი „ რომაში „ , როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას….

ასე, რომ ვინ იფიქრებდა თუ აკვილანის გამოსყიდვა არ გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა… მას მარტო სურვილი აქვს იუვეში დარჩენისა, რაზეც პეპეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, სიტყვები არაფრის მთქმელია. ყველაფერი თამაში უნდა დაამტკიცო, რასაც აკვილანი ნამდვილად ვერ აკეთებს !

გადავიდეთ სიმონე პეპეზე

ო, აქ საქმე უფრო რთულადაა. სიმონეზე არც არავინ ამყარებდა იმედებს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ამის მიზეზი ტრავმაა, სწორედ ის ფეხბურთის „ საშინელება“ რომელის იუვეს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს. ამ ტრავმებმა პეპეზე დადებითად იმოქმედა, მან მოახერხა და 20 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა, 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, მემგონი არც მაყურებელი დარჩა მისით უკმაყოფილო, რადგან მის დონეზე  მან 2-ჯერ კარგად ითამაშა.  ყოველ მატჩში იგი ბოლომდე იხარჯება, დარბის – წინ და უკან. არის დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, სადაც გუნდს სჭირდება. ერთი სიტყვით უნივერსალი პეპეა – უმეტეს წილად ამ სირბილს არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ მის აქტიურობას მოყვება, ხოლმე პენალტი, ჯარიმა – წითელი, ყვითელი …

ვთქვათ : მან მარტომ რამოდენიმეჯერ მოახერხა გუნდისთვის ქულების გადარჩენა, საგულისხმოა ფიორენტინასთან შეხვედრა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი საჯარიმო შეაგდო, ასევე გავიხსენოთ ლაციოსთან მატჩი სადაც დაახლოებით 86 წუთზე, მან ბიანკონერის გამარჯვების მოუტანა.

შევაჯეროთ მისი თამაში :

სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა. გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, ატანინებს თანაგუნდელებს …

შეგახსენებთ,რომ მაროტას აკვილანის გამოსასყიდად 16 მილიონი ევრო დასჭირდება, ხოლო პეპე მასზე 2-ჯერ და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი დაჯდეს

ძალაინ გთხოვთ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი აზრი შემდეგ გაგვანდეთ …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

239 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
Gio Darja
13 years ago

ოქრო

ვერონადან კამორანეზი რო მოვიდა 8 მილიონ ევროდ იცოდი რომ ლეგენდა გახდებოდა ?

არ იცოდი და მატრიზეც არ ვიიიცით რა იქნება მომავალში, ასე რომ არ იიცი რომ არაა იუვეს დონის..

dito ziraqadze
13 years ago

ოქრო……….)))ნედვედზე ცუდი არაფერი მითქვამს მე ის მაინტერესებს რამდენის იყო ნედვედი როცა იუვეში გადმოვიდა ლაციოდან????? 2002 წლიდან ნედვედის გიჯი ფანი ვარ მაგ ადამიანმა შემაყვარა იუვენტუსი!!!!!!!!! ის იყო ერთი და განუმეორებელი არც პეპეს შევადარებ არც აქვილანს და არც მელოს…სასაცილო იქნება შედარება….ფეხის ბრჩხილადაც არ გირს არცერთი ნედვედთან…აქვვილანი ვინ არის ისეთი შთაბეჯდილება მრჩება მაგის თამაშს რო უყურებ რო მგონია თამაში ეზარება ახალ გაგვიზებულივით დაბოდიალობს მოედანზე უგზო-უკლოდ :D

mishka berianidze
13 years ago
Reply to  dito ziraqadze

ნედვედი იუვეში 2001 წელს მივიდა ასე 28-29 წლის იყო რადგან 1972 წელს არის დაბადებული.

ოქრო ჩხიკვაძე

ეს ჩემი აზრია
მოდი ასე ვიტყვი იუვე ძველ დონეს დაუბრუნდეს გინდ მატრი იყოს და გინდ კარაჩიოლო წამოიყვანონ ბრეშადან

13 years ago

ხო ყველა ყველას აკრიტიკებს! ყველა ყველაფერში გენიოსია თავისი საქმის გარდა!!! მიტოა ჩვენი ქვეყანა კარგად

13 years ago

ოქრო
ამათ ლაციოში ყოფნის დროსაც ჯობდა ნედვედი, მაგრამ ნედვედი ლაციოში არაფერს არ ანგრევდა, უფრო მეტად ჩაშლით იყო დაკავებული ვიდრე შეტევით… ნედვედი იუვეში გახდა ის ნედვედი რაც ყველას დაამახსოვრდება…
მატრი ძალიან კარგი თავდამსხმელია და იუვესაც გამოადგება თუ გამოისყიდეს და იტალიის ნაკრებასაც… იტალიის ნაკრების ეგ თაობა იმსახურებდა ცემპიონობას, ფაქტიურად ბირთვი უცვლელი იყო და სანამ გამოცდილება არ მიირეს და ა.შ. მანამდე ვერ გახდნენ ჩემპიონები… ასე რომ ასაკს თავის დანუიშნულება აქვს გუნდში გამოცდილების კუთხით…

Gio Darja
13 years ago

ოქრო

შეგახსენებ, რომ ტრეზეგე მონაკოდან მოვიდა, კამორანეზი ვერონადან, ტურამი პარმადან, ტაკინარდი ატალანტადან, ბუფონი პარმადან ბოლო ბოლო და დელ პიერო პადოვადან..

26 წლისაა მატრი, მილანის აკადემიის აღზრდილია და კალიარიში მართლაც გამოიჩინა თავი, გოლებიც გაჰქონდა, შემტევი და აგრესიული ფორვარდი როა მაგას თამაშებს თუ უყურებ შეამჩნევ..

ყველაფერზე სლეურად უარყოფითი მხარით ყურება უაზრობააა მგონი ხო ?

ოქრო ჩხიკვაძე
Reply to  Gio Darja

უბრალოდ იმ იუვეს დონის არცერთი არ არის რომელი იუვეც ჩვენ გვინდა

Nachke
13 years ago
Reply to  Gio Darja

მომწონხართ მაესტრო 8-)

Di Francesco # 1
13 years ago

ნედვედი 28 ის

gag100
13 years ago

პეპე!

ოქრო ჩხიკვაძე

dito მიპასუხე ამაზე
და ნედვედი ახლაც ბევრს აჯობებს
ნედვედი ლაციოში ანგრევდა უკვე ყველაფერს და მიტო წამოვიდა
აკვილანი ლივერპულის სკამს ხეხავდა და წამოვიყვანეთ
კუალიარელა ნაპოლიმ გამოაგდო
მატრიმ კატანიაში გოლები გაიტან და გაიგიჯეს თავი და წამოიყვანეს
მელომ კი რა ქნა ისეთი ფიორეში 25 მილიონი რომ მისჩეს
არის ამთ და ნედვედს შორის განსვავება?
არის თუ არა?
მიპასუხე ძალიან გთხოვ ვინც ნედვედზე დაწერა

ლაშა ცხვარაძე

ორივე მარა უფრო პეპე უფრო იაფია და მებრძოლი ზამენაზეც არაფერს ამბობს აკუილანი კი უფრო ხასიათობრივი ფეხბურთელია ხან კაია და ხან კიდე ვერ თამაშობს ამიტომ უფრო პეპე

david david
13 years ago

ცჰემის აზრით პეპე მხოლოდ სწრაფია დ ამაგის ხარჯზე შეძლო წელს რაღაცის ჩვენება, პიორენტინასთან გოლს არ შევეხები იმიტომ რომ წელიწადში ერთხელ პოლის ჯოხიც ისვრის, არანაირი კრეატიულობა მის თამაშში არ არის გაიქცა ჩააწოდა და ეგ არის, აკვილანის კი უპრო სიზარმაცე ჰქონდა აკიდული არ ვიცი რატო მაგრამ სეზონის პირველ ნახევარში სხვანაირი იყო მეორეში სხვანაირი, მე მიმაჩნია რომ ორივე უნდა დარჩეს, პეპე კარგი იქნება ზამენაზე, აკვილანის კი კონტე კარგად დაამუშავებს დ ანახავთ რაც დადგება, მითუმეტეს არც თუ დიდი არჩევანი გვაქვს მის პოზიციაზე. თუ მიანცდამაინც ერთ-ერთის დაოვებაზე წავიდა საქმე, მე აკვილანი მირჩევნია

mishka berianidze
13 years ago

პეპე უფრო მომწონს მაგრამ თუ ორივეს დატოვება უნდათ
მე ამათ ფასში ანუ დაახლოებით 20 მილიონ ევროდ ერთ კარგ შენაძენს გავაკეთებდი და ამ პოზიციაზე 4-5 წელი აგარ დაგვჭირდებოდა ფიქრი თუ ვინ უნდა გვეყიდა ასე რომ მე კოენტრაოს(მარცხენა მცველად) ვიყიდიდი ამ ფასში ან კიდევ 3 მილიონს დავამატებდი და ჰამშიკს(ცენტრალურ ნახევარ მცველად) მოვიყვანდი.

Di Francesco # 1
13 years ago

მელო რო კარგი ყოფილიყო ამ იუვეში დარჩებოდა მაგრამ არც : რეალისგან , ბარსასგან ,მაჩესტერიდან, ჩელსისგან, ბავარიიდან,მილანიდან დაინტერესება არ მახსოვს

ოქრო ჩხიკვაძე

და ნედვედი ახლაც ბევრს აჯობებს
ნედვედი ლაციოში ანგრევდა უკვე ყველაფერს და მიტო წამოვიდა
აკვილანი ლივერპულის სკამს ხეხავდა და წამოვიყვანეთ
კუალიარელა ნაპოლიმ გამოაგდო
მატრიმ კატანიაში გოლები გაიტან და გაიგიჯეს თავი და წამოიყვანეს
მელომ კი რა ქნა ისეთი ფიორეში 25 მილიონი რომ მისჩეს
არის ამთ და ნედვედს შორის განსვავება?
არის თუ არა?
მიპასუხე ძალიან გთხოვ ვინც ნედვედზე დაწერა

13 years ago

nedvedze me araferi damiweria mara kvaliarelaze egeTebs რო lapარაკობ არ გრცხვენია მაინც??? პირველ ნახევარს არ უყურებდი? ან მსოფლიოს? შეიძლება გამოაგდეს მარა მაინც ძალიან ძლიერია!!

dito ziraqadze
13 years ago

ნედვედის ფეხის ბრჩხილადაც არ გირს არცერთი რაც ჩამოთვალე ძმა…მე ნედვედის ლაციოში თამაშები არ მახსოვს პატარა ვიყავი 2002 წლიდან ვუყურებდი ნედვედის თამაშს მაგ ადამიანმა შემაყვარა ფეხბურთი და შემდგომ იუვენტუსი….რამდენიც იყო ნედვედი რო იუვეში მოვიდა?

levan burduli
13 years ago

გვიან ვნახე ბრატ სჰენი მოწერილი დაგიწერე დამამატე :)

Gio Darja
13 years ago

jiji buffon

თუ გინდა მომე ძმა სკაიპი და დაგამატებ, სხვა როგორ ვთქვა ჰა ?

Nachke
13 years ago

ტონის რა ექნა ახლა კარგი რა : D აწყობილ გუნდში მოამარაგებ პასებით და შეაგდებს მარა წელიწადში ერთხელ მკვდარ ბურთს რო გადაუგდებენ ფინტები ატაროს? : D ერთხელ ქუსლით საგოლე პასიც გააძრო, გოლი შეაგდო და უნდა დარჩეს, ძმაა ეგეც 8-)

Gio Darja
13 years ago

1juve

რა მნიშვნელობა რო აქ ძმა, იმიტომაა საუბარში გეტყობა შარშანდელი სეზონით საუბრობ მელოს თამაშზე, წელს სრულიად განსხვავებულია ფელიპე, დაცვასაც მაგრად ეხმარება, მცველია ფაქტიურად ( მოჯიმაც დაცვაში ვათამაშებდი მეო ) და შეტევაშიც მშვენივერა ერთვება..

eric jagaryan
13 years ago

უპრო პეპე აკვილანი უაზო პადაცჰებს სჰვება უაზრო პასებს ადზლებს უპრო სწორეტ არაზუსტ პასებს

dito ziraqadze
13 years ago

ნედვედი რამდენი წლის იყო იუვესში რო მოვიდა?25 თუ 26?

levan burduli
13 years ago

დარჯაა, სკაიპი მომეცი რაა იქ მოგწერ

giorgi kipshidze
13 years ago

ხოდა იმის მერე არ აკეთებს რაც ერთი ორი თამაში ჩააგდო და მაშინვე ატეხეს ამბავი არ გამოვისყიდითო

dito ziraqadze
13 years ago

მელოც კარგია და პეპეც ძალიან კარგია..მართლა კარგი ზამენა გვეყოლება პეპეს სახით…და მელო არ ეხმარებოდა დაცვას :D :D :D ნუ მაცინებთ რა და აჩკებიტ ნუ უყურებთ თამაშებს :D

13 years ago

ისე ჩვენს შორის დარჩეს და სისოკოშიც იყო პოტენციალი.. ოღონდ იყო!!! მაგას რაღაცა მოუვიდა – უბრალოდ ფეხბურთზე გული აიცრუა, არ ვიცი რატომ. მაგას ერთი წელია ფეხბურთი გულით არ უთამაშია

ოქრო ჩხიკვაძე

თუ ბავშვები არ უნდოდათ ტრეზეგე და კამორანეზი რატო გაყარეს და მაგაზე ბებერი ტონი და დებილი მარტინესი რატო მოიყვანეს?
ამაში რა ლოგიკაა?

13 years ago

მარტინესი ჩემი ტკივილია, ტონიც!!! მაგას ჯობდა პრიმავერადან გადმოეყვანათ ვინმე და შანსი მიეცათ

| Newsphere by AF themes.
239
0
Would love your thoughts, please comment.x