ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?

საიტი რამოდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგს აკვილანის იმედი აქვს და მისი დარჩენა სურს, ზოგიც მიიჩნევს, რომ იგი ვერაფერს გააკეთებს მომავალ სეზონში და მის დარჩენას სისულელედ მიიჩნევს, ანალოგიური შემთხვევაა პეპესთან დაკავშირებით. საიტის გარკვეულ ნაწილს ორივეს გაშვება სურს ანდაც ორივეს დატოვება.

შევაჯეროთ პეპეს და აკვილანის ასპარეზი ტურინის „ იუვენტუსის „ რიგებში…

მოდით დავიწყოთ ალბერტო აკვილანით …

როდესაც, ალბერტო გუნდში მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ცენტრს დაამშვიდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მელო ასე ითამაშებდა, ამიტომ გულშემატკივრების 90%-ი აკვილანის იმედზე იყო, თავდაპირველად მან ეს იმედები გაამართლა, ალბათ ყველას გახსოვთ მატჩი ლეჩესთან, აკვილანის ყუმბარისებული დარტყმა, ამით მან ტურინული „ გიგანტი „ დააწინაურა, მართალია ის მატჩი ბიანკონერიმ გამანდგურებელი ანგარიშით 4-0 მოიგო, მაგრამ იტალიელმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა ამ გამარჯვებაში. მან რომასთან პირველ მატჩიც მშვენივრად იასპარეზა ალბათ ყველას გახსოვთ ” ბადის მოსატანად ” წასული დე როსი და შესანიშნავი პასი, რომელიც იაკინტამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. პირველი 10 თამაში ალბერტომ მშვენივრად ასპარეზობდა, აკეთებდა ზუსტ გადაცემებს, არიგებდა მშვენიერ საგოლე პასებს, ურტყავდა შორიდან, გაქონდა გოლები ერთი სიტყვით, ისე თამაშობდა როგორც მაღალი დონის ნახევარმცველს შეეფერებოდა, მაგრამ დაიწყო „ საშინელება „ . როგორც მას ასევე იუვენტუსს ძალიან ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, ( უფრო სწორედ ცუდი პერიოდი პირველად იტალიელს დაეწყო, ხოლო შემდეგ იუვეს. ამიტომ ბიანკონერის ცუდი თამაშით მისი გამართლება არასწორი იქნება ).

ალბათ, არავის არ დაგავიწყდებათ ბარისთან ის „ საოცარი „ მატჩი, რომელიც იუვემ ძლივს მოიგო 2-1, გამარჯვების გოლი სწორედ იტალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა, მაგრამ ეს ის ერთადერთი „ გავარდნა „ იყო, რომელიც ალბერტომ იმ თამაში გააკეთა.

ამრიგად ალბერტოს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, იგი არც საგოლე პასებით დაიკვეხნის.

შევაჯეროთ ეს ყველაფერი – ალბერტო აკვილანიმ სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო შემდეგ ძალიან ცუდად გააგრძელა ასპარეზობა, ის სათანადო ფორმაში არ არის, რადგან ყველას გვახსოვს მისი ასპარეზი „ რომაში „ , როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას….

ასე, რომ ვინ იფიქრებდა თუ აკვილანის გამოსყიდვა არ გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა… მას მარტო სურვილი აქვს იუვეში დარჩენისა, რაზეც პეპეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, სიტყვები არაფრის მთქმელია. ყველაფერი თამაში უნდა დაამტკიცო, რასაც აკვილანი ნამდვილად ვერ აკეთებს !

გადავიდეთ სიმონე პეპეზე

ო, აქ საქმე უფრო რთულადაა. სიმონეზე არც არავინ ამყარებდა იმედებს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ამის მიზეზი ტრავმაა, სწორედ ის ფეხბურთის „ საშინელება“ რომელის იუვეს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს. ამ ტრავმებმა პეპეზე დადებითად იმოქმედა, მან მოახერხა და 20 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა, 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, მემგონი არც მაყურებელი დარჩა მისით უკმაყოფილო, რადგან მის დონეზე  მან 2-ჯერ კარგად ითამაშა.  ყოველ მატჩში იგი ბოლომდე იხარჯება, დარბის – წინ და უკან. არის დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, სადაც გუნდს სჭირდება. ერთი სიტყვით უნივერსალი პეპეა – უმეტეს წილად ამ სირბილს არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ მის აქტიურობას მოყვება, ხოლმე პენალტი, ჯარიმა – წითელი, ყვითელი …

ვთქვათ : მან მარტომ რამოდენიმეჯერ მოახერხა გუნდისთვის ქულების გადარჩენა, საგულისხმოა ფიორენტინასთან შეხვედრა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი საჯარიმო შეაგდო, ასევე გავიხსენოთ ლაციოსთან მატჩი სადაც დაახლოებით 86 წუთზე, მან ბიანკონერის გამარჯვების მოუტანა.

შევაჯეროთ მისი თამაში :

სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა. გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, ატანინებს თანაგუნდელებს …

შეგახსენებთ,რომ მაროტას აკვილანის გამოსასყიდად 16 მილიონი ევრო დასჭირდება, ხოლო პეპე მასზე 2-ჯერ და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი დაჯდეს

ძალაინ გთხოვთ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი აზრი შემდეგ გაგვანდეთ …

239 thoughts on “რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?

  1. მელო არ ეხმარებოდა დაცვასო :D არადა კაცი ბოლო მცველის პოზიციაზე იყო ხოლმე აქვილანის საქმესაც მაგ აკეთებდა..მაგ და პეპე ბოლომდე იხარჯებოდნენ მოედანზე მაგენზე ცუდი რა ითქმის : (((

      1. არაუშავს კაცი სეცდომებზე სწავლობს შემდეგ წელს უფრო მეტ თამაშს უყურებს და მერე დასკვნებსაც უფრო კარგად გამოიტანს მტავარია ამ შეცდომებზე ისწავლოს მაროტასაც ვურჩევდი ამას.

  2. ბუფონი კიელინი ბონუჩი კრიშიტო ბალძარეტი პირლო დიარა კრასიჩი პეპე მატრი კვალიარელა. ზამენაზე ტონი დელ პიერო მელო სორენსენი მონტოლივო

  3. ………………………….ბუფონი…………………………….ბეკი……….ბარძალი………….კიელინი…….დე ჩელიე..
    პირლი……………მელო
    კრასიჩი………………………………….ბასტოსი
    აგუერო………..კვალიარელა(მატრი)

  4. ისე რაღაც პონტში უკვე ძნელია იმ მიდგმით დღევანდელ ფეხბურთში რო მეგა ვარსკვლავი არ დაიმატო იმიტო რო ადრე არ იყო ძალიან დიდი ტრაგედია თუ გუნდი ლიგაზე ვერ გავიდოდა როგორც ეხლაა , და ის რო თუნდაც რო ერთი სეზონი ვიღაც ჭ ები დაიმატო , რომლებიც მერე ვარსკვლავეი გახდებიან გარისკვაც ძნელია და არც აღარავინ გარისკავს ეგრე ძალიან დიდია ეხლა ლიგაზე გასვლის ფასი . 21 საუკუნის და ინფორმაციული ერის ბრალია

    1. ტრაგედია არ იყო? ადრე ჩემპიონტა ლიგაზე და მანამდე ჩამპიონთა თასზე მხოლოდ ჩემპიონი გუნდი გადიოდა, უეფას თასზე მეორე ადგილოსანი… ეხლა უფრო დიდი შანსია მოხვედრის ლიგაზე ვიდრე მაშინ…

      1. მეც მაგ პონტში ვთქვი რა , ანუ ეხლა ზე პრესტიჟულია ჩამპიონთა ლიგა მაშინ თასების თასი იყო გინდ უეფა და მოკლედ რა

  5. აი ლიპის გუნდები სანამ იუვეში პირველად მოვიდა 90-იანებში:
    სამპდორიას ახალგაზრდული
    პონტედერა
    სიენა
    პისტოიზე
    კარარეზე
    ჩეზენა
    ლუკეზე
    ატალანტა
    ნაპოლი

    კონტე ვერ გაქაჩავსო, რა ტიტულები მოუგიაო? რა ტურნირშიც თამაშობდა მისი გუნდი ბარი ის ტიტული მოიგო, დასახული მიზანი შეასრულა სიენაში და სერია ა-ში გადმოიყვანა. ატალანტაში 6 თვე იყო სულ…არეცო პირველი გუნდი იყო მისი…
    სიენათი და ბარით ლიგაზე არ მონაწილეობენ რომ ლიგის მოგება თხოვო…

    1. და დაახლოებით ამნაირი გუნდებიდან ყავთ მოყვანილი თავის დროზე ის ფეხბურთელები ვისი ვარსკვლავებიც ახალ სტადიონს დაამშვენებენ…

  6. ოქრო

    აი შენი ყველა პოსტი წავიკითხე და იცი რას გეტყვი ? ..

    იტოკში ან შენ წელს არ გიყრებია იუვეს თამაშებისთვის და წინა წლით საზღვრავ ფეხბურთელებს, გინდ მელოს.. კრასიჩს კიდე რას ერჩი ? ვერ ხედავ რა შეუძლია ? უბრალოდ დაიღალა მიდი ითამაშე მთელი სეზონი ისე რო დღე არ დაისვენო ??? მატრი – კვალო-ზე რო თქვი აი მაგას უკომენტაროდ დავტოვებ, მაგგ პოსტების მერე ხმას აღარ ამოვიღებ :X მიკვირს იუეს ფანი ესეტ რაღაცეებს რო ამბობს :X

    მელო, კიელინი, ბარძალი, კვალო, მატრი, დელ პიერო ( რაღაც პერიოდი),კრასიჩი ( ასევე პირვლეი ნახევარი ) სტორარი, იყვნენ საუკეთესოები და შენ ამბობ რომ ესენი უნდა გავაგდოთ ?? :D აბა ვინ დავტოვოთ მოტა? თუ ზდენეკი .. :

    რო ამბობ წურამისნაირი, ნედვედისნაირი, კამონაირი, ტრეზეგოლისნაირი ფეხბურთელები უნდა გვყავდეს გუნდშიო .. ერთი მითხარი დღეს – დღეობით მაგათნაირი ფეხბურთელი ვინ არი ? მესი? რონალდო? ხავი? ინიესტა? და შენ გინდა რომ ესენი იუვეში თამაშობდნენ … :X ჰმ… საქმეც მაგაშია ჩემო ძმაო რო დღეს დღეობით არ არსებობს ისეთი ფებხბურთელები, როგორებიც იყვნენ, კამო, პავლიკა, ტურამი, დელ პიერო, პიპო და ა.შ

    ეხლა პირლოზე … ვინ არ არის მოსაყნაი პირლო ?? ნედვედი რამდენი წლის იყო ჩვენთან რო მოვიდა 31 არ იყო ??? მაგაზეც ეგრე იყოდი ალბათ შენ რათ გვინდა ეგ დედა ნატირებიო ნაგავსაყრელი ხო არ ვართო … :X მაგრამ შედეგს ხედავ?? ვინ იყო ნედვედი იუვეში ???

    იტოკში რა 4 ვარიანტია : ან პატარა ხარ ( რაც მეეჭვება იმიტო რო დიდი მახსოვხარ)… ან ფეხბურთი არ იცი … ან წლევანდელ თამაშებს არ გიყურებია : ))) ანდაც მესამე მსოფლიო ომის დაწყება გინდა :D :D

  7. აქ უმეტესობა უკვე შექმნილი იმ დიდი იუვეს გულშემატკივარი გახდით და იმიტომ საუბრობთ მასე…
    არასოდეს არცერთი მეგა ტრანსფერი იუვეს არ განუხორციელებია… ყოველთვის თვითონ ყიდდა დიდ ფასად მერე, ყიდულობა იაფად აყალიბებდა ვარსკვლავად და უშვებდა მერე… ანუ ის ფეხბურთელები ვისაც ასახელებთ იუვეში გახდნენ ვარსკვლავები… და ძალიან სუსტი გუნდებიდან მოდიოდნენ…და მაგ ყველაფერს დრო ჭირდებოდა… პლატინიც კი იუვეში გახდა პლატინი, ზიდანიც და ნედვედიც და ტრეზეგეც ა.შ. ლეგიონერები…

  8. ეეე აქ ასე ვერ ჩამოყალიბდებით თქვენ : DDD ზოგს სისოკოზე აფანატებს და სოგს მელოზე.. ზოგს კუალიარელაზე.. ამ დროს უსუსური გუნდი გამოდგა.. ესეიგი მწვრთნელის ბრალია ხო?? მაგრამ არა ისეთებიც გამოჩნდებიან რო იტყვიან მოდით დელ ნერი დავტოვოთ მაგის იმედი გვაქვსო :-?

    1. იკაიუვე1011
      სადრაც შენც მართალი ხარ ყველას თავისი თავი მოსწონს და გემოვნებაზე არ დაობენ მაგრამ აქ სულ სხვა რამე დევს სასწორზე ჩემზე რომ იყოს დამოკიდებული ამ იუვედან 10 კაცზე მეტს არ დავტოვებდი რადგან იუვეს ფორმის ტარების გემო არ იციან და ვერ გაუგიათრა გუნდის ფეხბურთელები არიან განა ამნაირმა ხალხმა მოიგეს 29 სკუდეტო, 9 იტალიის თასი, 2 ლიგა და კიდევ ბევრი აი ცემი 10 ბუფონი, კიელინი, ბონუჩი, სორენსენი, მარკიზიო, მელო, დელ პიერო, კვალიარელა, მატრი, კრასიჩი.
      აქედან ერთ შანს ბონუჩი, სორენსენი, კვალიარელა, მატრი, კრასიჩი იმსახურებენ.
      ხოლო ამ 10 გარეთ ვინც დარჩა განდონატოს, ბონიპერტის გარდა ყველას გავყრიდი და თუ რეალმა 250 მილიონად 4 ფეხბურთელი იყიდა მე ამ თანხად 15-18 ვიყიდი რომლებიც გუნდს გამოადგებიან და თან ძალიან მაღალი დონის იქნებიან.

  9. ისევ ბებერი დელპო მიგვათრევს მაგრამ აგარ შეუძლია მეტი
    უმაგრესი კაპიტანი გვყავს
    მიყვარს ეგ კაცი
    დელპო და იუვე უკვე ერთია, ამათ ვეგარაფერი დააშორებს

  10. კრასიჩი კი 26-ის ხო..ჩვენთან გახდა მგონი 27-ის…მე მომწონს კრაშიჩი იმიტომ რო ნედვედს მაგონებს თორე თამაშით დიდი ვერეფერი ნედვედთან შედარებით…და ისე კი კარგად თამაშობს დახვეწა უნდა და მართლა კარგი ფეხბურთელი არის ბურთის ხამია მაგარი ფეტიანი ხდება ბურთს რო იგებს ეს რო დახვეწოს უფრო კარგი იქნება მისთვისაც და იუვესთვისაც :)

  11. …….bufoni……………..
    beki….bonuchi….kielini….bastosi
    ………………melo…………….
    ……….pirlo……..markizio……
    krasichi…………………….matri(kvaliarera)
    ……………aguero……………

    1. 1 კლასი თუ ქონდათ მეორეში წაერთვათ? კი გვყავს ერთ-ერთი ძლიერი წინახაზი ? ალბათ პირველი ნახევარი სეზონის ყველაზე მეტი გოლით დავასრულეთ. ფაქტია მეორე ნახევარში რაგაც მოხდა უკლასობა ნაკლებად ეჭვი მეპარება ნახევარი სეზონით მაგარი კლასის იყო და მეორე ნახევარი ბანძი ;)

  12. გამაგიჟებთ რა

    მელო არ გინდათ

    კრასიჩი ნაგავიაო

    აქვილანი პიაჩენცას დონის ყოფილა

    რავი და კიდე რამდენი კომენტარი მათთანი, მითხარით კრასიჩზე ცუდს რო წერთ
    სეზონის პირველი ნახევარი მისნაირად რომელმა გარემარბმა ჩაატარა ევროპაში?
    მელოს დამსახურებაა იუვენტუსი რო მეორე ადგილზე იყო პირველი ნახევრის დამთავრების შემდეგ დიდ წილად და ქვალიარელასი და კრასიჩის და აქვილანის და თურმე ნაგვები არიან.

    მეორე ნაწილი სეზონი კი ბატონო ქუალიარელა ტრამვა კრასიჩი ისეთი ვეღარ იყო , აქვილანიც გაზარმაცდა მარა მელო? ერთართია დელ პიეროსთან ერთად ვინც რა ნოტაზეც დაიწყო იმ ნოტაზე დაამთავრა, მატრიც ნაგავია თურმე 7 ზე რო ვართ მატრის დამსახურებაა მემგონი.

    რა გინდათ ვერ გავიგე ? კრისტიანო რონალდოები , მესსი , ხავი , ინიესტა , ფაბრეგასი თუ რა ვერ გავიგე ეგენი ყველას უნდა მარა არ არი
    და რაც გვყავს ნორმალურია ერთ ერთი ძლიერი ნახევარდაცვა და წინა ხაზი გვყავდა იტალიაში დაცვას რო არ ჩაეკუკა. ერტი მარჯვენა გარემარბი გვიტეხავდა. ;)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.