ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

რომელი იმსახურებს გუნდში დარჩენას ?

საიტი რამოდენიმე ნაწილად გაიყო, ზოგს აკვილანის იმედი აქვს და მისი დარჩენა სურს, ზოგიც მიიჩნევს, რომ იგი ვერაფერს გააკეთებს მომავალ სეზონში და მის დარჩენას სისულელედ მიიჩნევს, ანალოგიური შემთხვევაა პეპესთან დაკავშირებით. საიტის გარკვეულ ნაწილს ორივეს გაშვება სურს ანდაც ორივეს დატოვება.

შევაჯეროთ პეპეს და აკვილანის ასპარეზი ტურინის „ იუვენტუსის „ რიგებში…

მოდით დავიწყოთ ალბერტო აკვილანით …

როდესაც, ალბერტო გუნდში მოვიდა ყველას ეგონა, რომ იგი ცენტრს დაამშვიდებდა, ვერავინ წარმოიდგენდა, რომ მელო ასე ითამაშებდა, ამიტომ გულშემატკივრების 90%-ი აკვილანის იმედზე იყო, თავდაპირველად მან ეს იმედები გაამართლა, ალბათ ყველას გახსოვთ მატჩი ლეჩესთან, აკვილანის ყუმბარისებული დარტყმა, ამით მან ტურინული „ გიგანტი „ დააწინაურა, მართალია ის მატჩი ბიანკონერიმ გამანდგურებელი ანგარიშით 4-0 მოიგო, მაგრამ იტალიელმა თავისი წვლილი ნამდვილად შეიტანა ამ გამარჯვებაში. მან რომასთან პირველ მატჩიც მშვენივრად იასპარეზა ალბათ ყველას გახსოვთ ” ბადის მოსატანად ” წასული დე როსი და შესანიშნავი პასი, რომელიც იაკინტამ ლოგიკურ დასასრულამდე მიიყვანა. პირველი 10 თამაში ალბერტომ მშვენივრად ასპარეზობდა, აკეთებდა ზუსტ გადაცემებს, არიგებდა მშვენიერ საგოლე პასებს, ურტყავდა შორიდან, გაქონდა გოლები ერთი სიტყვით, ისე თამაშობდა როგორც მაღალი დონის ნახევარმცველს შეეფერებოდა, მაგრამ დაიწყო „ საშინელება „ . როგორც მას ასევე იუვენტუსს ძალიან ძალიან ცუდი პერიოდი დაუდგა, ( უფრო სწორედ ცუდი პერიოდი პირველად იტალიელს დაეწყო, ხოლო შემდეგ იუვეს. ამიტომ ბიანკონერის ცუდი თამაშით მისი გამართლება არასწორი იქნება ).

ალბათ, არავის არ დაგავიწყდებათ ბარისთან ის „ საოცარი „ მატჩი, რომელიც იუვემ ძლივს მოიგო 2-1, გამარჯვების გოლი სწორედ იტალიელმა ნახევარმცველმა გაიტანა, მაგრამ ეს ის ერთადერთი „ გავარდნა „ იყო, რომელიც ალბერტომ იმ თამაში გააკეთა.

ამრიგად ალბერტოს 32 მატჩში 2 გოლი აქვს გატანილი, იგი არც საგოლე პასებით დაიკვეხნის.

შევაჯეროთ ეს ყველაფერი – ალბერტო აკვილანიმ სეზონი კარგად დაიწყო, ხოლო შემდეგ ძალიან ცუდად გააგრძელა ასპარეზობა, ის სათანადო ფორმაში არ არის, რადგან ყველას გვახსოვს მისი ასპარეზი „ რომაში „ , როგორ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ მას….

ასე, რომ ვინ იფიქრებდა თუ აკვილანის გამოსყიდვა არ გამოსყიდვა კითხვის ნიშნის ქვეშ იქნებოდა… მას მარტო სურვილი აქვს იუვეში დარჩენისა, რაზეც პეპეზე ნამდვილად ვერ ვიტყვით, სიტყვები არაფრის მთქმელია. ყველაფერი თამაში უნდა დაამტკიცო, რასაც აკვილანი ნამდვილად ვერ აკეთებს !

გადავიდეთ სიმონე პეპეზე

ო, აქ საქმე უფრო რთულადაა. სიმონეზე არც არავინ ამყარებდა იმედებს, რადგან ყველამ იცოდა, რომ იგი ძირითად შემადგენლობაში არ ითამაშებდა, მაგრამ ყველაფერი სხვაგვარად მოხდა, ამის მიზეზი ტრავმაა, სწორედ ის ფეხბურთის „ საშინელება“ რომელის იუვეს კიდევ ერთხელ დაატყდა თავს. ამ ტრავმებმა პეპეზე დადებითად იმოქმედა, მან მოახერხა და 20 შეხვედრაზე მეტი ჩაატარა, 21 მატჩში 5 გოლის გატანა მოახერხა, მემგონი არც მაყურებელი დარჩა მისით უკმაყოფილო, რადგან მის დონეზე  მან 2-ჯერ კარგად ითამაშა.  ყოველ მატჩში იგი ბოლომდე იხარჯება, დარბის – წინ და უკან. არის დაცვაში, ნახევარდაცვაში, თავდასხმაში, სადაც გუნდს სჭირდება. ერთი სიტყვით უნივერსალი პეპეა – უმეტეს წილად ამ სირბილს არაფერი არ მოაქვს, მაგრამ ზოგჯერ მის აქტიურობას მოყვება, ხოლმე პენალტი, ჯარიმა – წითელი, ყვითელი …

ვთქვათ : მან მარტომ რამოდენიმეჯერ მოახერხა გუნდისთვის ქულების გადარჩენა, საგულისხმოა ფიორენტინასთან შეხვედრა, სადაც შეცვლაზე შემოსულმა ულამაზესი საჯარიმო შეაგდო, ასევე გავიხსენოთ ლაციოსთან მატჩი სადაც დაახლოებით 86 წუთზე, მან ბიანკონერის გამარჯვების მოუტანა.

შევაჯეროთ მისი თამაში :

სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა. გააქვს ძალიან მნიშვნელოვანი გოლები, ატანინებს თანაგუნდელებს …

შეგახსენებთ,რომ მაროტას აკვილანის გამოსასყიდად 16 მილიონი ევრო დასჭირდება, ხოლო პეპე მასზე 2-ჯერ და შეიძლება უფრო ნაკლებიც კი დაჯდეს

ძალაინ გთხოვთ სტატია თავიდან ბოლომდე წაიკითხეთ და თქვენი აზრი შემდეგ გაგვანდეთ …

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

239 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
dito ziraqadze
13 years ago

:D

Giorgi kasrashvili
13 years ago

სტაბილურია რასაც გუნდის დანარჩენ წევრებზე ვერ ვიტყვით, ბოლომდე იხარჯება ყოველივე მატჩში, ეტყობა რომ ტურინი უყვარს და ნამდვილ ტურინელად სურს შერაცხვა.

ეს სიტყვები მართლაც ეკუთვის პეპეს

Giorgi kasrashvili
13 years ago

არავის ვედავები, ალბერტო იმსახურებს დარჩენას და პეპეც კარგი ზამენა იქნება…

NILSON
13 years ago

გადაშენეთ ორივე : ) იმ ქეთინოს პეპე ჯობია არჩევაზე რო იყოს …

PAVEL NEDVED
13 years ago

მე მგონია რო დასატოვებელია აქუილანი რა, 16 მილიონი არ გირს? მარტინესზე თუ შეეძლოთ ამდენი თანხის გადახდა ამაზე რატო არ შეიძლება აი ნახავთ კარგ ტრენერთან რა მაგრა ათამაშდეს. ეს პეპე კი მოსაშორებელია სუფთა ვირია რა ხის თავიანი

13 years ago

რომელი იმსაურებს გუნდში დარჩენასო სტატიას ქვია და ფოტოზე დეროსი, მსაჯი და პეპე რატოა?

13 years ago

პირლო იმიტოა საჭირო თუნდაც რამდენიმე წელი, ფეხბურთელებს და სხვა ნახევარმცველებს (მათ შორის აკვილანის) ასწავლის თამაშს, მიბაძავენ და ა.შ. რათქმაუნდა ის პირლო აღარაა,რაც იყო, მაგრამ არაფერს გააფუჭებს გუნდში…

juventino black&white forever

მაინც მგონია რომ პეპე უნდა დარჩეს, აკვოს საკმარისი დრო ქონდა იმისთვის რომ დაემტკიცებინა რო ღირსია იუვეში თამაშის. იუვე გამოირჩეოდა სტაბილური დაცვით და ეხლა ნახეთ აბა 2 წუთში 2 გოლს უშვებენ,თავდასხმა კი არა პირველ რიგში დაცვას უნდა მიხედონ. პირლოსნაირი მოთამაშე საჭიროა უდაოდ მაგრამ პირლო 32 წლისაა და ამ ასაკში ცოტა მოხშირებულია ტრამვიანობა ამიტომ შემცვლელი უნდა ყავდეს. თავდასხმას სისწრაფე და დრიბლინგი აკლია აგუეროს თუ იყიდიან ალბათ გამოსწორდება. აუ ისე რიბერი რო გადმოსულიყო ფლანგზე მოიხსენბოდა პრობლემა :shock:

soso oragvelidze
13 years ago

ორივე უნდა დარჩეს

del gia
13 years ago

მოტა, გროსო, გრიგერა, სისოკო, მარტინესი, აკვილანი, იაკვინტ, ტონი- ამათ გავუშვებდი სასწრაფოდ და ორი კაი ფეხბურთელი რაფერ არ მოგვივა ამ ფასში

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

ako

ეს ცინიკურ ლაპარაკს რო შეეშვა არ შეიძლება ? ყველა ერთნაირად ხო არ იაზროვნებს , ზოგი ასე ფიქრობს ზოგი ისე და ეხლა მემგონი არ არის ლამაზი ინტერნეტში ადამიანს მიწერო რა სასაცილოები ხართ და რაღაც ფრაზები , შენ ფეხბურთი არ გესმის , მე შენზე მეტი ვარ … კარგი რა

მაგისთვის შეიძლება მიწერო ადამიანს , დაელაპარაკო აუხსნა , მოისმინო ოპონენტის აზრი და მერე შეაჯამო … ყოველ მეორე პოსტში იმას ამბობ ფეხბურთი არ გესმითო , მე ყოფილი ფეხბურთელი ვარო … გაგიმარჯოს ღმერთმა მაგრამ შენც მაგარ მარგალიტებს აძრობ ხოლმე

NEDVEDA11..
13 years ago

ჩემი აზრით ორივე გასაშვებია …

dito ziraqadze
13 years ago

აუ ეს ნახეთ რა ცხარე კომენტარი დატოვა :D ვის აკერია იუვე პირზე და ვინ არის იუვეს ტრუხა ფანი უნდა დავცინო სასაიუზნი მაშტაბებით :D 2006 წლის მერე არაფერი მიუგწევია გუნდს და გულით რო არ ვბალეშიკობდე ეხლა იუვეს უბალეშიკებდი და მის “სვარკა” თამაშებს უყურებდი? მცველებსაც ვიყიდით ნახევარმველებსაც და თავდამსხმელებსაც აპა :D

ako mamulashvili
13 years ago

au masa gagijda cvetshi imena tqven ra ari ver gavige pexburti aricit ? ra realis baleshikebivit pirqobt sul tavdamxsmelebi ro iyidon shen gognia moigeb rames ? : ) aq ro milageben sqemebs ukve eg yvelaperi modis pexburtis ucodinrobit minimum 2 mcveli gvinda ra jer erti aguero italiashi an itamashebs da an ara meore kide aguero gadmodis cvetshi icit ? au ra sasaciloebi xart sqemebi da sastavi daalages bichebma :d ar gagitydet bicho mara martals geubnebit zogi arari juves gulshematkivari prosto enaze akeria juventusi da vso cota tu ar erkvevit iseti komentari daceret ro sasacilo ar iyos ra tqven juve kiara… Read more »

dito ziraqadze
13 years ago

მგაიხარე ძმა შენც ასევე წარმატებები ცხოვრებაში : )))))) “აზიმზავებული”როგორ აგიხსნა :D აჯაბსანდალი ხო იცი? :D :D აი ეგ პონტია თბილილი რა :D ყველა რჯულის,ჯიშის ხალხია :D

dito ziraqadze
13 years ago

ვიცი ერთხელ ვარ ბანოჯაში ნამყოფი:D ზირაქაძეები არიან გვარად : ) ქუთაისი ყველას უყვარს და თბილისის რა მოგახსენო ძმაო ნამეტანი აზაიმზავებული ხალხია არადა ჩაბარებას ქე ვაპირებ თბილიში :D იუვეს ფანები ქუთაიშიც ზალიან ბევრნია მარა ყველა ზროსლები :D მე ყვალაზე პატარა ვარ : ( :D:D:

khurtso
13 years ago
Reply to  dito ziraqadze

“აზიამზავებული” რა სიტყვაა :D :D :D :D :D ოღონდ მართლა მაინტერესებს ყვეალნაირი ცინიზმის და ა.შ ს გარეშე

zuka kbiladze
13 years ago

პეპე ჯობია დავტოვოთ აკვილანის დატოვებას თან უკვე პირლო გვყავს და :)

dito ziraqadze
13 years ago

ბანოჯა როგორ არ ვიცი ჩემი ბიძაშვილები ცხოვრობენ ბანოჯაში : ))) გაიხარე ძმა შენ სადაური ხარ?

dito ziraqadze
13 years ago

კი ძმა ქუთაისელი ვარ :D შემატყვე ხო საუბარში :D

dito ziraqadze
13 years ago

40 მილიონი პასტორეში და 45 აგუეროში? კაი რა აგუერო ასი თავით ჯობია პასტორეს მაგ ზლოზინა 40 მილიონი არ ღირს მართლა..30 მილიონიც მწუთხეთ მეჩვენება :D

13 years ago

40 მილიონი პასტორე ღირს?

13 years ago

Palermo believe Pastore is worth in excess of €40m on the transfer market.

dito ziraqadze
13 years ago

მე? : )

vako-10
13 years ago

pepe უნდა დარჩეს იმიტო რო არ ეთაკილება სკამზე ჯდომა რიცაა ეტყვიან მაშინ შემოვა აი აკვილანის ადგილს მარტლა ვერ ვხედავ პირლო თუ მოვიდა

| Newsphere by AF themes.
239
0
Would love your thoughts, please comment.x