პირლო “იუვენტუსს” უახლოვდება
ანდრეა პირლოს აგენტმა, ტულიო ტინტიმ დაამტკიცა, რომ მისი კლიენტი უახლოეს დღეებში ტურინში გადაბარგდება. “ბებერ ქალბატონი” მას უფასოდ გაიფორმებს, რადგანაც ზაფხულში ის თავისუფალი აგენტი იქნება.
” დარჩენილია რამდენიმე დეტალი, ვფიქრობ რომ, საბოოლოო ჯამში პირლო “შავ-თეთრ” მაისურს მოირგებს. უახლოეს დღეებში ამ ტრანსფერის პრობლემა გადაწყდება. “მილანი” ? ჩვენ ფინანსურ საკითხში არასდროს არ გვქონია პრობლემა. პირლოს ძალიან სურს ახალ გუნდში გამოსცადოს თავისი თავი და დაანახოს თავისი მაღალი დონე”.
წყარო:tuttosport
მოჯის კომენტარები წავიკითხე ტარანსფერებთან დაკავშირებით და სავსებით ვეთანხმები-იმასზედ, რომ პირლოს ტრანსფერი-არაეფექტური იქნება, მიუხედავად მისი დიდი ნიჭისა;
აკვილანი და მელო გუნდიდან გასაგდებები არიან;
არც ბენზემას ტრანსფერი იქნება სწორი გადაწყვეტილება;
ახლა მთავარი სამიზნედ უნდა იქცეს აგუერო და ტევესი!!
არა რაა მომავალ წელს უეჭველი გვეშველება… ყველა იმას ამბობდა მწვრთნელი ვერაფერს იზამს თუ ფეხბურთელები არ უყიდესო და აჰა დაიწყო უკვე კაი ხალხის მოყვანა… პირლო უკვე ჩვენია ბასტოსი ფაქტიურად გავიფორმეთ ბეკი ალბათ პირველი ძენაძენი იქნება რადგან ყველაფერი მოლაპარაკებულია… პაციენცა,ციგლერსაც უფასოდ ვთრეულობთ მატრი,პეპე,კვალიარელაც უეჭველი რჩებიანაკვილანისაც დატოვებენ ალბათ… ერთი ისღა გვინდა აგერო დაითანხმონ და მერე მართლა მოვიგებთ კონტესთან ერთად სკუდეტოს… და მართლა ანიელიმ რომ გაიგიჟოს თავი და პასტორეც დაითანხმოს ხომ საერთოდ უკვე გარანტირებული გვექნება სკუდეტო… ვნახოთ ესე წლევანდელ წელს არ ველოდებოდი როგორც ეხლა შემდეგ სეზონს ველოდები და ვნახოთ რა იქნება…
აჰაა – უკვე 100 პროცენტით გილოცავთ პირლოს ტრანსფერს!!! ასეთი ტრანსფერები აღარ იშლებიან : )))
ამას რო გაუშვებს კაცი თავში ჭკუა აქ იმას? ვაი გალიანი:D:D:D
თან კიდევ ერთი რატომ შეიძლება გადმოვიდეს, პირლო არ განეკუთვნება ერთ გუნდზე და გულშემატკივრებზე მიჯაჭვულ ფეხბურთელთა კატეგორიას… გავიხსენოთ რომ პირლო 2001-ში მილანში მათი და ჩვენიც და მთელი იტალიური ფეხბურთის დაუძუნებელი მტრის მილანის “ინტერიდან” გადავიდა
ეგრე დელპოჩ გადმოსულია :)მაგრამ ჩვენია შენ არ გგონოა რომ პირლო გაამართლებს?
პირლო პირლოა და თან ბოლო ინტერვიუში აღნიშნა, რომ მილანი ინანებს იმას, რომ გამიშვაო და ეს სიტყვები იმიტომ გამიხარდა, რომ ბოლომდე მოინდომებს რათა მილანს დაუმტკიცოს რომ შეცდომა დაუშვეს და ეს კიდე ჩვენ წისქვილზე ასხამს წყალს…
ოღონდ ჩვენთან უნდა მოვიდეს… თორე ჩელსითი თუ ანანებს მილანს გამიტყდება :-)
ხოდა აი ეგაა რა, ჩელსიში რაც არ უნდა ქნას მილანისთვის იმდენად მტკივნეული არ იქნება თუ მაინცადამაინც ლიგის ფინალში პირლოს გოლით არ მოუგო… ხოდა რაც შეეხება იუვენტუსში მაინც იტალიაა და ყოველ ტურში პირლოს კაი თამაში პატარა დამტკიცება იქნება რა… ამიტომ მიხარია :))))))
ძველ ფორმაში რო ყოფილიყო, დებილია ბერლუსკონი რო გაეშვა?
რა თქმა უნდა გეთანხმები რომ პირლომ თავისი საუკეთესო წლები მილანში გაატარა და ყველაფერი მისცა მილანს რაც შეიძლებოდა მაგრამ ალბათ იცი რომ იუვენტუსის გულშემატკივრების 99% (100% თუ არა) არის იტალიის ნაკრების გულშემატკივრები და შესაბამისად პირლო ყველას უყვარს და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონატი არავის დაავიწყდება…
ამიტომ გვიხარია ეს კაცი იუვენტუსში და თავის 2-3 წელიწადში რასაც იუვეში ითამაშებს (თუ გადმოვა) ბევრ გამოცდილებას შესძენს დანარჩენ ნახევარმცველებს…
კაროჩე ტრამვებმა თუ არ შეაწუხეს თავის საუკეთესო ზ\სეზონს ითამაშებს თან ევროპის ჩემპიონატზეა წასაყვანი და უნდა მოინდომოს
თუ ათამაშდა ორსაც გაქაჩავს და 5 საც
ამ ფეხბურთელისგან ისწავლიან სხვა ნახევარმცველები ჩვენი ვინც გვყავს ან ვინც მოვა… ასე რომ პირლო არაფერს გააფუჭებს მოედანზე…
ყველაფერს რო თავი დააანებო პირლოა!!! და მეორეც უფასოდ ღმერთმა გადახედა იუვეს
მთავარია ფეხზე წამოვდგეთ..
იმედია 2 სეზონს გაქაჩავს…
შესანიშნავია …….