ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლუიჯი დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფერენცია

“მომავალ სეზონში ტურინის “იუვენტუსს” ახალი მწვრთნელი ეყოლება.კლუბმა ამის შესახებ ოთხშაბათს შემატყობინა.” – გუნდიდან წასვლის შესახებ ლუიჯი დელ ნერიმ “ნაპოლისთან” მატჩამდე გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

იტალიელმა სპეციალისტმა ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე მხოლოდ 1 წელი დაჰყო.”ნაპოლისთან” მატჩი დელ ნერისთვის ბოლო იქნება.ბიანკონერები ევროპის ლიგაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხვდებიან, თუ “სამპდორია” რომში ჯილიაროსის დაამარცხებს.ლუიჯი დელ ნერის სავარაუდოდ “სიენას” თავკაცი, ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს.

“მომავალ სეზონში იუვენტუსს ახალი მწვრთნელი ეყოლება.კლუბმა ამ გადაწყვეტილების შესახებ ოთხშაბათს მაცნობა.ლოგიკურია, ერთი კარის დახურვისას მეორე ამავდროულად იხსნება.ამაყი ვარ, რომ ბებერ ქალბატონში ვმუშაობდი.სამპდორიასთან ერთად ჩემპიონთა ლიგის საგზური მოვიპოვე, ამის შემდეგ, უმაღლესი დონის გუნდმა გამომიცხადა ნდობა.ზაფხულში ჩემთან ერთად გუნდში ფაბიო კვალიარელა და ალბერტო აკვილანი მოვიდნენ, შესანიშნავ ფორმაში იმყოფებოდნე ვინჩენცო იაკინტა და პაოლო დე ჩელიე, მაგრამ იანვარში მძიმე ტრავმებმა ჩვენს პროგრესირებას ხელი შეუშალა.გუნდმა ნდობა გამომიცხადა, დიდი ცვლილებების შემდეგ სკუდეტოს მოპოვება რთულია, თუმცა შესანიშნავად მესმის, რომ იუვეს დონის გუნდი მუდმივად გამარჯვებისთვის იბრძვის.”

“ბუნებრივია, იუვეში კიდევ ერთი წელი სიამოვნებით ვიმუშავებდი, მითუმეტეს კონტრაქტს ვადა კიდევ აქვს.თავს დამარცხებულად არ ვთვლი, გასულმა წელმა დიდი გამოცდილება შემმატა.იუვეში შესანიშნავი გარემოა, ბიჭები გამარჯვებისთვის იბრძვიან და ყოველთვის გვერდით უდგანან ერთმანეთს.დასამტკიცებელი არავისთვის არაფერი მაქვს, უბრალოდ, ცხოვრება გრძელდება.”

წყარო : Football Italia

106 thoughts on “ლუიჯი დელ ნერის წინასამატჩო პრესკონფერენცია

  1. აუ, შემეცოდა მართლა ლუიჯი… მაგრამ გული არ უნდა დაწყდეს… თვითონაც ხომ იცი რომ იუვესთვის მე-7 მე-8 ადგილი კატასტროფაა…
    წარმატებები…
    ზოგადად კი ეხლა ვისაც მოიყვანენ და იმედია კონტე იქნება, უნდა მიცენ დრო, ერთ წელში რთულია ასეთი დაშლილი გუნდის აწყობა…
    დელნერის სწავლას იუვეში, ჯობს კონტე ისწავლოს,იუვენტინოა

  2. ჩელსიმ თავის ფერნანდო ტორესს მიხედოს და აგუეროს თავი დაანებოს … როდის დამთავრდება ამ მაყუთის ტომარების და ბანდიტურ-მაფიოზური მაჯლაჯუნების თარეში თანამედროვე ფეხბურთში

  3. ეს ხელაღებითაც ვერ დააბრალებ მაროტას

    10 საუკეთესო ტრანსფერში წელს , მაროტას სამი ტრანსფერი ფიგურირებს

  4. რაც შეეხება დელ ნერი !

    წარმატებები ლუიჯის , მან ცადა და სამწუხაროდ არ გამოუვიდა , ვერ ვიტყვით გადაჭრით რომ ეს მისი ბრალი იყო … ტრავმებმა , რიგ ეპიზოდებში მაინც არ გარისკვამ , ეს შედეგი მიგვაღებინა . პირველ რიგში ფეხბურთელების ბრალია , რამდენიმესი განსაკუთრებით …

    მომავალ სეზონში იმედი მაქვს მივაღწევთ ახალ კადრებთან ერთად წარმატებას !

  5. ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ დღეს ევროპა ლიგისკენ გზა სამუდამოდ დაგვეკეტება

    რომა გავიდეს მაგ უბედურ ტურნირზე

    1. ხო მეც ეგ მინდა თან რომამ მინდა მოიგოს რამე რამდენი ხანია არაფერი მოუგია ბოაში თუ რომაში წავა და ერთი ორ კაი ფეხბურთელს დაითრევენ მაშინ შეიძლება ბოაშმა კიდე მოიგოს ევროპა ლიგა

      1. :mrgreen:

        იმედი მაქვს ბოაში ამ ეტაპზე იტალიაში არ მოვა … რომას აღმასვლა ნამდვილად არ მინდა … :mrgreen:

        1. რატო კაი იქნება რაც უფრო გაიძლერდებიან იტალიური კლუბები რადგან ჩემპიონატი უნდა იყოს ისეთი როგორცი პრემიერ ლიგააა

          1. ჯერ იუვე წამოიმართოს და მერე დანარჩენები გაძლიერდნენ, რა პრობლემაა :mrgreen:

          2. :mrgreen:

            პრემიერ ლიგა ჩემთვის საზომი არ არის … კუნძული ყოველთვის მეზიზღებოდა : D შეიხების სათამაშო ჩემპიონატია :mrgreen:

          1. :mrgreen:

            სტადიონები რა შუაშია … ინფრასტრუქტურით კი გასაგებია , რომ სტადიონები გასაკეთებელია , მაგრამ უშუაალოდ თამაშის ხარისხით პლ-ი პირადად მე მეზიზღება … სანახაობრივად ბუნდეს ლიგა მირჩევნია :mrgreen:

  6. AKO

    რა ვაიმე … ბასტოსი მარცხენა მცველი არ არის ? ლიონში რო თამაშობს ნახევარდაცვაში გგონია სულ მანდ თამაშობდა კარიერის მანძილზე ?

    გეტყობა რა დონეზეც ხარ ჩახედული

    1. ბასტოსი მარცხენა მცველად კი თამაშOბს მარა უბრალოდ ცოდვაა ეგ კაცი მცველობისთვის კაცი დაბადებულია ტექნიკისთვის და შეტევისთვის

    2. bevrs laparakob :)bastosi nominaluri mcveli araris sheudzlia mcvelad tmashi da mcvelze uketesad sheteva ro gamozdis xo ici ra komentarebs micer me magrad ar mainteresebs : ) piradad ro gnaxo da pexburtze visaubrot gagaoceb da agar ityvi magas ra doneze xar chaxedulio chemi naxevari sicocxle pexburteli viyavi shen me ras mascavli to :d kdie getyvi bastoss vargas i mirchevnai yvelaperishi ai gijia yvelanairad da italiiis sauketeso marcxena plangelia : ) dzaan gijia bastosi ara shvanti shen me ar vici ranairad ici fexburti mara kargad ro ar gesmis paqtia : ) juveshi iseti pexburtelebis xilva gsurs sasaciloa :d

  7. arseni – მომავალი ათწლეულის ფეხბურთი აგუეროს და კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის ხელშია.. ადრე სულელური შედარება გააკეთეს მესისი და აგეროსი.. იქ უბრალოდ ატლეტიკო იყო ბარსაზე გაცილებით სუსტი.. აი იუვეში რომ გადმოვა მერე შეადარონ.. – დარწმუნებული ვარ ბევრით არც არაფერით ჩამოუვარდება მესის

  8. universalia vargasi da aravin shemedavos exla magashi 2 grosos jobia ertad : ) darbis chkviania texnikuria magari mcvelia dzaan jarimebsac magrad urtyavs da udaric aqvs ;D sizustec )))) aravin shemedavos tore avtomatiurad realis baeshiki gaxdeba vinc vargasze cuddds ityvis :D

  9. vaime ra dro movida napolize amboben vitom juves baleshikebi kdie kai kavani ar yavto :D tqve madridelebo dapiqrdit da reals ubaleshikettqo meramdened vidzaxi :d transferebsa shevexebi ra agero aranairad ar ginvda arc benzema 2 mcveli gvidna cesieri marcxniv idealuri iqnebdoa bastosi an axalgazrda raian gigs :d shua pirlo tu gadmovida giji iqneba kualiarela aucileblad 5 seriozuli transperi ro moxdes chatvaletro skudetos aigeben imito ro cels milani interi dzalian sustebi iyvnen totenhemebma da shalkeebma gamoagdes :d ubraldo iuve usustesi iyo : ) napolim rogor gadagvascro to texavsakavanim samjer dagvityya da samive gavida :D damijeret agero araris sachiro benzema arc gadmova da italiurs verc itamashebs ise medzalian gamixardeboda fiorentiaas mcveli vargasi ro gaichitos chemtvis sauketeso amrcxena mcvelia msoplioshi : ) magisi golebi naxet youtubeze karlosi 2 ia cvetshi :D

  10. ako – ბასტოსი რო მცველად დავაყენო შენ გგონია მაგით შემოიფარგლება მაგის პოზიცია ))?? კველამ იცის რო ეს ისეთივე მცველი იქნება როგორც კარლოსი იყო რეალში ან ალვეშია ბარსაში.. ხო და ჩავაბაროთ ფლანგი და იგრიალოს რას ერჩი..

    1. ბასტოსი რო ნომინალურად მარცხენა მცველია ეს ეხლა გაიგე ? და დუნგამდე რო თამაშობდა მარცხენა მცველად არ გინახავს ?

      :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.