კონტე : “იუვენტუსის გაწვრთნაზე დაბადებიდან თანახმა ვიყავი”
ოფიციალური განცხადება ანტონიო კონტეს ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელის პოსტზე დანიშვნის შესახებ ჯერ არ გაკეთებულა, მაგრამ ყველაფერი ფაქტიურად გადაწყვეტილია.ტურინის “იუვენტუსის” ყოფილი კაპიტანი მშობლიურ გუნდში ბრუნდება.Sport Mediaset – მა იტალიელ სპეციალისტს საკმაოდ საინტერესო ინტერვიუ ჩამოართვა.
– როგორია დღეისთვის ანტონიო კონტე, როგორც მწვრთნელი ?
“ნებისმიერ შემთხვევაში, გამარჯვების მოყვარული.მწვრთნელად 4 წელია ვმუშაობ და ამაყი ვარ, რომ მწვრთნელ-გამარჯვებულს მიწოდებენ.სერია A – დან ორი წინადადება მივიღე, ისინი ჩემი კარიერისთვის ძალიან მნიშვნელოვანია.წინ დიდი გზაა გასავლელი, ნებისმიერ თამაშზე კონცენტრირება, ჩემს გუნდს უნდა ეტყობოდეს, რომ ეს გუნდი საკუთარ ფეხბურთს თამაშობს.ლოგიკურია, მუშაობისას არსებობენ როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მომენტები.ბიანკონერების მაისურით მე ფაქტიურად ყველაფერი მოვიგე, მაგრამ მეორეს მხრივ, ბევრი რამ დავკარგე.შესაძლოა, სწორედ ამ მარცხებმა შემმატა გამარჯვების მუდმივი სურვილი და ახალი მიზნებისთვის ბრძოლა.”
– როგორი იყო მიმდინარე სეზონი ?
“დადებითად შევაფასებ, მნიშვნელოვანი სეზონი ჩავატარეთ.სერია A – ში 7 წლიანი ასპარეზობის შემდეგ მეორე დივიზიონში გავარდნა ნებისმიერი გუნდისთვის რთულია.ჩვენი მიზნების შესახებ ფიქრი წუთითაც არ შეგვიწყვიტავს, საერთო ჯამში შედეგი მივიღეთ.”
– როგორ ფიქრობთ, მზად ხართ “იუვენტუსის” მთავარი მწვრთნელი გახდეთ ?
“ასე ვიტყოდი : ამისთვის დაბადებიდან მზად ვარ.როგორც ფეხბურთელმა მიზნებისკენ სწრაფვა და მათი მიღწევა ვისწავლე, ახლა ამ ყველაფრის მოედანზე გადატანას ვცდილობ.არავის არაფერს არ ვპირდები, ფაქტებით ვისაუბრებ.”
– “სიენაში” არავინ გაიძულებთ, კონტრაქტის ბოლომდე გუნდში დარჩეთ.ამაზე რა აზრის ხართ ?
“ამისთვის კლუბის პრეზიდენტისა და სპონსორის მადლიერი ვარ.ყოველთვის დარწმუნებული ვიყავი, რომ შესანიშნავ ხალხთან ვმუშაობდი.”
– კაპელო, ნედვედი და “იუვენტუსის” სხვა ფეხბურთელები თქვენს მისვლას მიესალმებიან.რას იტყვით ?
“ისეთი გენიალური მწვრთნელისგან, როგორიც კაპელოა და საოცარი თვისებების მქონე ნედვედისგან ამ სიტყვების მოსმენა ჩემთვის ჯილდოა.ყველაფერს გავაკეთებ, რომ დავამტკიცო, ეს სიტყვები სიმართლეს შეესაბამება.”
ვენაცვალე შენ დაბადებას ანტონიო :) ფეხბურთელობის დროს ბევრი მიეცი იუვეს ეხლა მწვრთნელობის დროა… კაცი ხარ კაციიიიიიი
მეც ვარ თანახმა :D:D:D
ფიორეს რო გაუტანა .|. ამაზე რო მიიდო ხელი რა კაცია
ისე მე დეშამის მომხრე ვიყავი მარა ასე მგონია კონტე კარგი ტაქტიკოსი უნდა იყოს
genacvale anieli. dnalian didi madloba ro chveni capitani dagvibrune. ANTONIO CONTE mikvarxar. kidev kai mazari gvidolini da egetebi isev del neris nairi menagveebi ar moikvanes. ANTONIO CONTE jirdeba exla juves tan gamocdilebac daagrova ragac doneze. sulit gulit juventino aris kaci da gamoricxulia shedegi ar kondes. dzaan kai ro momaval wels marto chempionati gvekneba satamasho. MIKVARXAR ANIELI RO CHEVENI CAPITANI DAGVIBRUNE
კეთილი იყოს შენი დაბრუნება კაპიტანო……..რა დამავიწყებს შენს გატანილ გამათანაბრებელ გოლს 99-ში ნახევარფინალში ოლტრაფორდზე 95-ე წუთზე, ეხლაც მბურძგლავს რომ მახსენდება ეგ თამაში 100 ლარი მედო მაგ თამაშის ფრეზე და შენ მიხსენი. ასე რომ აწი სულ რომ ვერაფერი გააწყო იუვეს მწვრთნელის პოსტზე მე მაინც შენ გვეგრდზე ვიქნები:-D
ბოლოს გიგსმა გაიტანა ბოლო წამებზე … 1-1 რო დამთავრდა
მართალი ხარ აურიე დასაწაყისშივე შეაგდო კონტემ , თამაშის ბოლო წამებამდე ვიჯექი კრიჭაშეკრული და 95-ზე რაღაც გაურკვეველს ვხაოდი
წადი რა კონტე დაიკარგე გთხოვ
და ვინ მოვიდეს?
მაცარი თუ გვიდოლინი?
დეშამი ;)
martalia misi tamashi ar minaxia magram vnaxav rogorc mwvrtnels da imedia amastan ertad vnaxav dzvel didebul iuves romelic mrisxane iyo yvelasatvis midi conte shen ici mteli iuve shen imedzea exla
ყველაფერს აქვს სასასრული!
UNA GRANDE JUVENTUS!
FORZA BIANCONERI!!!
ვნახოდ რას იზავს კონტე იმედია ლიგაზე მაინც გაგვიყვანს
იმედია გაამართლებს მე ცოტა სკეპტიკურად ვარ განწყობილი მარა მიდი კონტე შენს გვერდით ვართ და იმედია ვცდები
FORZAAAAAAAAAAAA
AAAAAAAAAAAAAAAA !!!
genacvale kontee.aba shen ici warmatebebs gisurveb.dagvibrune ra chveni mrisxane juve
დაბადებიდან :-D საღოლ მაგას
მაგარი კაცი ხვალ ჩვენი new coach ი
ძალიან მაგრად მიყვარს როგორც იუვენტინო და იმედია როგორც მწვრთნელი ისეც შემიყვარდება!
Forza Juve, Forza Conte!
დაბადებიდან მზად ვიყავიო, რა გადააჭარბაააა:D