ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ პიერო : “იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა”

ხვალ საღამოს “მანჩესტერ იუნაიტედი” “ოლდ ტრაფორდზე” ტურინის “იუვენტუსს” უმასპინძლებს.გუნდები მეგობრულ მატჩს გარი ნევილის ფეხბურთიდან წასვლასთან დაკავშირებით გამართავენ.

ალესანდრო დელ პიეროსთვის ეშმაკებთან დაპირისპირება ემოციითა და მოგონებებით დატვირთულია.ოფიციალურ ვებ-გვერდთან საუბარში ბიანკონერების ათიანი აცხადებს : “იუნაიტედთან თამაში ყოველთვის სიამოვნებაა.ეს ერთ-ერთი უძლიერესი გუნდია მსოფლიოში, რომლის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია.96 წლის 20 ნოემბერი ახალი ეპოქის საწყისი აღმოჩნდა, როცა ჩვენ სტუმრად დავამარცხეთ მანჩესტერელები, შემდეგ კი მსოფლიო საკლუბო ჩემპიონატის გამარჯვებულები გავხდით.იმ მატჩში გამარჯვება საოცარ სიხარულს უკავშირდება.მოედანზე გამოვედი და ოლდ ტრაფორდის პუბლიკამ აპლოდისმენტები მიძღვნა, დღემდე მადლიერი ვარ.ჩემთვის ეს ყველაზე მეტს ნიშნავს.მათ იქვე გადავუხადე მადლობა, შემდეგ ინტერვიუში, ახლა კი კიდევ ერთხელ ვიმეორებ.გარიმ იუვენტუსი თავად აირჩია, რადგან იუვე და მანჩესტერი ბოლო ათწლეულის გამორჩეული გუნდები არიან.ინგლისში და იტალიაში არიან გუნდები, რომლებიც ზოგადად ფეხბურთისთვის ბევრს ნიშნავენ.მოუთმენლად ველი წუთს, როცა ხელს ჩამოვართმევ გარის როგორც  კაპიტანს და ვეტყვი, რომ მანჩესტერისა და მის წინააღმდეგ თამაში – დიდი პატივია.”

წყარო : Tuttojuve

17 thoughts on “დელ პიერო : “იუნაიტედის წინააღმდეგ თამაში დიდი სიამოვნებაა”

  1. ლეგენდებს რატო არ ათამაშებენ,ტრეზეგეს ნედვედს,ტურამს ზამბროტას ფერარასა,ცამონარეზის დაა სხვაააააააააა

  2. რა გოლი… ამ თამაშს სულ სხვა დატვირთვაა აქვს, რომელიც გარი ნევილის დამსახურებით ხელს შეუწყობს მომავალ იუვეს… როგორც ბოლო ტურინულმა დერბმა იმოქმედა ერთი პერიოდი დადებითად გუნდზე, ისე იქნება ეს მატჩიც… კონტე მინდა იყოს და გაიხსენოს…

  3. 2008-ში ზაფხულში რო ითამაშეს 0:0 , მაგ თამაშში დელ პიერომ რა მაგარი ფინტი გააკეთ, და მერე კარში დარტყმული ფერდინანდმა მოიგერია.მარა ის მაინც ვერ გავარკვიე,თუ რა თამაში იყო ეგ ამხანაგური თუ როგორი :D

    1. გააჩნია ვინ ითამაშებს ჩვენს წინააღმდეგ :-D ფაქტია პირველი შემადგენლობა არ ითამაშებს

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.