ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

დელ ნერი “იუვენტუსს” ემშვიდობება

ლუიჯი დელ ნერიმ კლუბის გადაწყვეტილება, რომელიც გუნდიდან მის წასვლას გულისხმობს, ჯერ კიდევ “ნაპოლისთან” მატჩამდე გაახმაურა. “ევროპის ლიგის” საგზურის მოსაპოვებლად “ბებერ ქალბატონს” ნეაპოლელთა დამარცხება და გენუური “სამპდორიას” დახმარება სჭირდებოდათ, თუმცა “რომამ” გამარჯვება იზეიმა, “იუვე” კი სეზონის დასკვნით მატჩში ქულას დასჯერდა…
ძალიან ჩახლართული წელი გამოდგა, კონკრეტული მიზნებისა და ამოცანების ჩათვლით, რომლებიც დასაწყისში დაგვისახეს. სტარტი კარგი გვქონდა, რითმი დავიჭირეთ და შედეგიც იყო. ყველაფერი იანვარში შეიცვალა. მაგრამ მიუხედავად ამდენი პრობლემისა, მიუხედავად მიჯრით სამი მარცხისა გამარჯვების გზაზე დაბრუნების შანსი გაგვიჩნდა. ასეა თუ ისე, ვერც ეს შანსი გამოვიყენეთ. იყო საშინელი მომენტებიც, “კატანიასთან” ბოლო წამს დათმობილი ქულები ძნელი გადასატანია. საუკეთესო, რაც აქ გადამხდა ტურინში მიღებული შეუფასებელი გამოცდილებაა. შანსი ახალგაზრდებსაც მივეცი და ზოგადად რომ ვთქვა, ანდრეა ანიელის სიტყვებს ვეთანხმები, ამ პირობებში შეიძლება ითქვას კარგი სამუშაო შევასრულე. როცა გუნდის ნელ-ნელა შენება გინდა, მაშინ ჩვენი შემადგენლობა ამისთვის გამოდგება, მაგრამ ამ გუნდით “ბაიერნს” და მადრიდის “რეალს” ვერ დაუპირისპირდები. შეიძლება ზედმეტად ბევრს ელოდნენ ჩემგან. ცვლილებები და გამარჯვება ერთად ძნელია, ეს ორი ცნება ერთმანეთს ვერ უდგება. ბევრ ჩემს ფეხბურთელს ამ დონეზე არასოდეს უთამაშია, შემადგენლობის ნაწილი ნაკლებად ძლიერი კლუბიდან გადმობარგდა. მათ გამოცდილების დაგროვება, გუნდთან შეჩვევა სჭირდებათ, ეს კი დროს მოითხოვს, რაც მშვენივრად მესმის, რომ “იუვეს” აღარ აქვს. ჩემს სამუშაოს არასოდეს დავზარებივარ, მაგრამ ეს წინსვლისთვის საკმარისი არ აღმოჩნდა. ვამაყობ, რომ ამ გუნდს ვედექი სათავეში. ფეხბურთელებთან კარგი ურთიერთობა მაქვს და იმედია ეს არც მომავალში შეიცვლება. ” -შეგახსენებთ, რომ “უდინეზემ” “ჩემპიონთა ლიგის” საგზური მოიპოვა და მომავალ წელს ფრიულელები იტალიას კონტინენტის ყველაზე პრესტიჟულ ტურნირზე წარმოადგენენ.

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი ; goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

14 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

ჩაო ბატონო ლუიჯი.. შენ გამოცდილება მაინც მიიღე.. აიმ ჩვენ ვიკითხოთ – კი დაგვღუპე და.. მაგრამ ვინც დაგნიშნა იმის ბრალია ყველაფერი

eric jagaryan
13 years ago

მიყვარს :-D

goga bezhanidze
13 years ago

მხოლოდ და მხოლოდ ადამიანურად მწყდება გული… კარგი მწვრთნელი ჩანდა ოღონდ არა იუვენტუსისთვის… წარამტებები მაინც დელ ნეროოოო…

BESO BARAMIA
13 years ago

აუ შავებს ჩავიცვამთ ახლა-რომ მოდიოდი უნდა გცოდნოდა სად მოდიოდი-იუვე სხვა დონეა -სულ სხვა!!!!;
4-4-2 გარდა სხვა ტაქტიკაც უნდა შეისწავლო ჯიჯიკო, თორემ შორს ვერ იფრენ:-)

ადიოს!!

lasha naxucrishvili
13 years ago

ჩემი თხოვნა იქნება ასეთ სტატიებს ნუღა დადებთ ძალიან შემეცოდა დელ ნერი და რა ვიცი ძალიან გული დამწყდა რო მიდის :mrgreen: :mrgreen: :mrgreen: :mrgreen:

აკაკი მეტრეველი

ძმებო ხვალ ხო იცით მანჩესტერში თამაშობენ ჩვენი ბიჭები ოლდ ტრაფორდზე გარი ნევილის გაცილებაა

Gurami Tkebuchava
13 years ago

რომელზეა თამაში? :?:

აკაკი მეტრეველი

22:30

PINTURICHIO10
13 years ago

შენ ჩვენს გულებში მაინც დარჩები დონ ჯიჯი კორლეონე :D:D:D:D:D

gocha khalvashi
13 years ago

ამ სეზონში რაღაც კაი მაინც მოხდა ბოლოს, ეს რო წავიდა თავისთავად მაგრამ უფრო მნიშვნელოვანიცაა, გუშინ დი ნატალე-სანჩესმა გოლი ვერ გაიტანა და რეკორდი ისევ ჩვენებისაა

13 years ago

:-) რა დრო გვიდგას, რა გვიხარია :-)

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to 

ხო სეზონის დამთავრებას ვზეიმობთ! :mrgreen:

NEDVEDA11..
13 years ago

ადიოს!

PAVEL NEDVED
13 years ago

ჩაო სენიორ ტაქტიკოსო მწვრთნელო ძალიან მოგვენატრებით!… :mrgreen: :roll: :lol: :lol: :lol: :lol: :mrgreen: :twisted: :smile:

არ გამოგრჩეთ

14
0
Would love your thoughts, please comment.x