ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე : ” პირლო განუმეორებელია ”

სიენას მთავარმა მწვრთნელმა ანტონიო კონტემ , მონაწილეობა მიიღო ტელეარხ Sky – ზე გაკეთებულ გადაცემაში , რომელიც მოახლოებულ ტრანსფერებს შეეხო  …

” ამ ეტაპზე კვლავინდებურად სიენას მთავარი მწვრთნელი ვარ და ჯერ ჯერობით მეტს ვერაფერს დავამატებ . როდესაც მოვა შესაფერისი დრო , თქვენ გაიგებთ სიმართლეს ” .

” ორი აზრი არაა , ძალიან მსიამოვნებს ტიფოზების თბილი დამოკიდებულება ჩემდამი და დასაფასებელია ის სიყვარული რასაც იჩენენ  , მაგრამ იუვენტუსის დაინტერესება ამის გამო არ დამიმსახურებია ” .

შემდეგ ანტონიო გუნდის შიგნით შესაძლო ცვლილებებსაც შეეხო …

” ჩემეული ხედვა გამაჩნია გარკვეულ ასპექტებზე , არიან ადამიანები რომლებიც ამბობენ თითქოს დაბალანსებულ ფეხბურთს არ ვათამაშებ გუნდს , მაგრამ შედეგები რადიკალურად სხვა სურათს ასახევენ , გვაქვს საუკეთესო დაცვა და სწორედ ამ პოზიციიდან უნდა დაიწყოს გუნდის წარმატებული შენება .  დღეისათვის კონცენტრირებული ვარ ალბინოლეფესთან გასამართ მატჩზე . ვიტყვი ერთს – სიენას მიმდინარე სეზონის ბოლოს გრანდის გამო დავტოვებ ” .

რამდენიმე სიტყვით შესაძლო შენაძენებზე – პირლო და ნანი : ” პირველ მათგანს არაჩვეულებრივად შეუძლია ცენტრში ორ ნახევარმცველს შორის ასპარეზობა  .  ვგიჟდები ასეთი ტიპის მოთამაშეებზე , რადგან გუნდს რომელსაც ვწვრთნი უნდა აკონტროლებდეს ბურთს 90 წუთის მანძილზე  , პირლო კი ასეთ სიტუაციაში გააიოლებს დასახულ მიზანს . ნანიზე რა შეიძლება ითქვას , ბრწყინვალე მოთამაშეა , მაგრამ მანჩესტერში არაერთი დიდებული ფეხბურთელი ირიცხება . სტრატეგიას ოდნავ მოგვიანებით შევათანახმებთ მაროტასთან , პარატიჩისთან და ანიელისთან ” .

წყარო : Tuttosport

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

10 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
valeri tokhadze
13 years ago

ნანი არ გვინდა ვერ ითამაშებს ეგ იუვეში

13 years ago

მანჩესტერში თამაშობს და აქ რატომ ვერ ითამაშებს???

13 years ago

დელ ნერის რო კითხო ლკეჩესთან და კიევოსთან აუცილებელია მეორე ნომრად თამაში თორე გადაგახევენ ბურთს თავზე.. ძლივს არ მოდის ჩემპიონი ადამიანი.. და იმაშიც დარწმუნებული ვარ რო თუ მაროტა ვიGაც ნაგვის მოყვანას გადაწყვეტს დარწმუნებული ვარ კონტე მაგარს გაუტრაკებს

khurtso
13 years ago

ამას ბასტოსი არ უნდა

NEDVEDA11..
13 years ago

4–4–2

4–3–3

13 years ago

]აქ ისიც კითხეს დელნერის 4-4-2-ზე რას იტყვი და თუ შეცვლი იუვეშიო? და კოლეგის საქმიანობაზე მე არ ვისაუბრებო, მე ჩემი იდეები მაქვს გუნდის ხასიათთან დაკავშირებითო და ვინც აკვირდებოდა ჩემს ყოფილ გუნდებს მიხვდება რა სტილის ფეხბურთის მიმდევარი ვარო…

giorgi nadiradze
13 years ago

რაც მალე გადმოვა უკეთესია

13 years ago

შენ შენსას მიაწექი და ანიელისთან გადი კონტაქტზე ჩერეზ დელპიერო… მაროტას მთლად ნუ დაუჯერებ, დაიღუპავ კარიერას ანტონიო თუარ “გაახურე” ცოტა…

13 years ago

მაგარი გეგმები აქ რა გინდა აბა დელნერი ბურთის კონტროლის ხსენებაზე კანკალებდა მეორე გუნდად თამაშობდა ყველგან

13 years ago

აბა შენ მოსულხარ ბიძია უკვე და რარას მალავ ;-)
მე მაქვს კონტეს იმედი… ოღონდ უნდა აცალონ…

| Newsphere by AF themes.
10
0
Would love your thoughts, please comment.x