ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

“ყველაზე ცუდებში” მესამე

ბოლო 35 წლის განმავლობაში, სტატისტიკურად ლუიჯი დელ ნერის შედეგობრივი მაჩვენებელი სერია ა-ში მოპოვებული ქულების მიხედვით, “იუვენტუსის” მწვრთნელებს შორის, ბოლოდან მესამე ადგილს იკავებს. ბიანკონერიმ იტალიის ჩემპიონატის ბოლო ტურში “ნაპოლისთან” 2-2 ითამაშა და ქულები გაიყო. ამ მატჩის ჩათვლით, დელ ნერის ყოველ სერია ა-ს თითო შეხვედრაში მოპოვებული ქულების რაოდენობა საშუალოდ, 1.52 ქულას შეადგენს. გაგრძელება სრულიადში…

თუ ამ მაჩვენებელს შევადარებთ “იუვენტუსის” ყველა სხვა მწვრთნელის შედეგებს ბოლო 35 წლის განმვლობაში, მივიღებთ იმას, რომ ლუიჯი დელ ნერიმ მხოლოდ ჯიჯი მაიფრედის და ალებრტო ძაკერონის აჯობა.

ძაკერონი, რომელიც საშუალოდ 1.2 ქულას იღებდა კალჩოში, “ბებერ ქალბატონს” 2009-2010 წლების სეზონში წვრთნიდა, როცა ჩირო ფერარას მაჩვენებელი 1.6 ქულას უტოლდება. მაიფრედი ტურინული გრანდის თავკაცი 1990-1991 წლების სეზონში იყო, როცა “იუენტუსი” ევროთასების მიღმა დარჩა.

დელ ნერის რამდენიმე დღეში დღესდღეობით “სიენას” მთავარი მწვრთნელი და “იუვენტუსის” ლეგენდა, ანტონიო კონტე ჩაანაცვლებს.

სტატისტიკა აჩვენებს, რომ ყველაზე დიდი ქულების დამგროვებელი მწვრთნელი ფაბიო კაპელო იყო. მისი მაჩვენებელი ყოველ მატჩში საშუალოდ 2.3 ქულას შეადგენს. ინგლისის ეროვნული ნაკრების ამჟამინდელმა თავკაცმა კარლო ანჩელოტის და მარჩელო ლიპის (!) აჯობა. ასეთივე მაჩვენებელი (2.3 ქულა საშუალოდ ) ჰქონდა დიდიე დეშამს (2006-2007), მაგრამ იგი ბიანკონერის სერია ბ-ში ყოფნის დროს ედგა სათავეში და ამიტომ ამ მონაცემებში მისი სტატისტიკური მაჩვენებელი არ შედის.

სერია ა-ში მოპოვებული ქულების საშუალო რაოდენობა ყოველ მატჩში ( ყველა მათგანი 3-ქულიანი სისტემითაა შეფასებული ):

ფაბიო კაპელო – 2.3

კარლო ანჩელოტი – 2.08

მარჩელო ლიპი – 2

ჯოვანი ტრაპატონი – 1.9

კლაუდიო რანიერი – 1.8

დინო ძოფი – 1.7

ჩირო ფერარა – 1.6

რინო მარკეზი – 1.58

ლუიჯი დელ ნერი – 1.52

ჯიჯი მაიფრედი – 1.4

ალბერტო ძაკერონი – 1.2

წყარო: Footabll-Italia

8 thoughts on ““ყველაზე ცუდებში” მესამე

  1. კაი ეხლა მაინც ნუ იცავთ დელ ნერის.. რაც არ უნდა ცუდი შემადგენლობა ყავდეს იუვენტუსს ჯერ მარტო სახელის გაგონებაზე უნდა კანკალებდნენ სხვები.. მინიმუმ ოთხეულში როგორ ვერ უნდა გავსულვიყავით.. საოცრებაა რა

  2. სულ ამ კაცის ბრალი არააა ყველაფერი…ბანძი ხემძღვანელობა რომ გვყავს მაგის ბრალიააა,,,ანიელი და მორატა უცოდინარიიი უნიჭოოები არიან

  3. კაპელოს იუვე ეგრე იყო… ორი სეზონი დაახლოებით 70 ტური გუნდი პირველ ადგილზე იყო ერთპიროვნულად… და შემადგენლობაც უძლიერესი ყავდა და მწვრთნელიც ძლიერი იყო, რაც არ უნდა არ მოგწონდეთ კაპელოს სტილი, მთავარია შედეგი

  4. აუ ისე ძაკერონი,მაიფერდი და დელნერი ვინ შთააგონა მწვრთნელი ხარ მაგარიო უნდა ვცემო რააა :mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.