ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგუერო : ” 5 წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა ”

” ვფიქრობ მოვიდა დრო , როდესაც აუცილებელია კარიერის ახალ ეტაპზე გადასვლა . არ ვაპირებ არავის მოტყუებას და პირველ რიგში საკუთარ თავთან უნდა ვიყო მართალი . ატლეტიკოში 5 წლიანი ასპარეზობის შემდეგ , დადგა პერიოდი როცა პროფესიონალური ზრდისთვის ატმოსფეროს გამოცვლაა საჭირო  ” – განაცხადა საკუთარ ვებ გვერდზე კუნ აგუერომ , რითაც ფაქტიურად წერტილი დაუსვა ყველანაირ ინფორმაციას , თითქოს ის ატლეტიკოში აპირებდეს დარჩენას . არგენტინელ ფეხბურთელს მადრიდელებთან კონტრაქტი 2014 წლამდე აქვს გაფორმებული და როგორც ესპანური პრესა იუწყება დაინტერესებულ კლუბებს მისი შეძენა 45 მილიონ ევროდ შეეძლებათ . თქვენ კარგად მოგეხსენებათ , რომ იუვენტუსის უმთავრესი სატრანსფერო მიზანი სწორედ აგუერო იყო , რომლისთვისაც ბრძოლაში  , ბოლო ინფორმაციით მადრიდის რეალიც ჩაერთო .  მაგრამ რამდენად ისურვებს , ატლეტიკოს მოსისხლე ბანაკში გადასვლას დიეგო არმანდო მარადონას სიძე ჯერ კიდევ  საკითხავია …

წყარო : Tuttosport

32 thoughts on “აგუერო : ” 5 წლიანი ეპოქა დასასრულს მიუახლოვდა ”

  1. Goal Italy_ზე რაღაც სტატია დევს “Su Tevez e Sanchez c’è anche il Real! E allora l’Inter sfida la Juventus per Aguero…” ამ სახელწოდებით და იქნებ მითხრათ ვინმემ რა წერია (( ვერ ვისვენებ რა… რეალმა, როგორ უნდა აგვახიოს ?! თან ინტერიცაა ნახსენები და ინტერს რაღა უნდა? 8)

    1. მოდი ეხა გეტყვი
      1) ეს ყველაფერი არ არის ოფიციალური ინფო
      2) რეალს ტევესი უნდა და აგერო
      3)ინტერს ტევესიც უნდა და სანჩესიც
      4)იუვეს აგერო და სანჩესი უნდა

      ანუ იუვეს რეალთან და ინტერთან უწევს ბრძოლა აგერო სანჩესისთვის
      რეალს უწევს ბრძოლა ინტერი იუვესთან ტევესი აგეროსთვის
      ინტერს კი უწევს ამ ორ კლუბთან ბღძოლა ტევესი სანჩესისთვის

  2. სორენსენი არ გამოიყვანონ დღეს თორე ფერგიუსონი აგვახევს თან მისი თანამემამულეა :D

        1. ფერგიუსონი დანიელია? ლოოოოოოოოოოოლ :D შოტლანდიელი როა მაგის არ ცოდნა არ გეპატიება გიო : )

          1. იზვინი ბრატ :mrgreen: ამათ ისეთი გვარები აქვთ რა ეროვნებისაა ვერ გაარჩევ

  3. ისე მაგარი კი გაგვიმართლა მანიუს ფინალი რო აქ სათამაშო თუარა გადაგვივლიდნენ :mrgreen:

    1. არაა! ამ ორ გუნდს მაგარი ურთიერთობა აქვთ და ამხანაგურ მატჩებში შანსი არრააა რო 3-0 და ასე შემდეგ ანგარიშები დაფიქსირდეს (იუვეს და მანჩეს თამაშებში)

    1. რას ამბობ ბენზემა დაბმული ყავთ… იუვეში თამაში მინდაო და მაგიტო დაააბეს რო არ გამოექცეთ… ეხლა ეგეთი ფეხბურთელები ძააან ცოტტააა (გუნდის ერთგული ბოლომდე) ყველას ტიტულები უნდა… გუნდის ერთგულები თითზე ჩამოსათვლელები არიან.

  4. Datka

    თავიანთი საქმიანობით მაროტას და დელნერის უნდა გაეყვანათ გუნდი ლიგაზე და არ იქნებოდა ეხლა უძლური :-)

  5. სადაც 5 წელი ითმინა ერთიც მოითმინოს მანამდე სკუდეტოსაც მოვიგებთ უტიტულოდ არ დარჩება არ ინერვიულოს

  6. ჯერ ჯერობით არანაირი ინფორმაცია ოფიციალურ დონეზე არ გახმაურებულა რომ აგუერო რეალშია … მაგრამ ამ კაცს ლიგაზე უნდა თამაში და რომ არ გადმოვიდეს აქ არც გამიკვირდება …

    1. ერთი წელიც რო გაააცდინოს არაფერი არ მოუვა :D თან იტალიის ჩემპიონობა არ უნდა :) და მერე გავალთ კიდევაც ლიგაზე და … :D

  7. ისე შარშან ზაფხულში რას ამბობდნენ? ჩესიში გადავიდაო მაშინაც მთელი ინტერნეტ სივრცე ამაზე წერდა და იმედია ეხლაც იგივე და ტყუილია… ეჰ მაროტა რა რა ხარ ასეთი დებილი?!….

      1. თავიანთი საქმიანობით მაროტას და დელნერის უნდა გაეყვანათ გუნდი ლიგაზე და არ იქნებოდა უძლური :-)

  8. ეს რეალში არ გადავა ტყუილია თან ატლეტიკოსთან კაი ურთიერტობები გვაქ
    და განვადებით რო გამოვიტანოთ არ შეიძლება??? ან ჩავდოთ სისოკო და ტიაგო ბოლობოლო ოლიმპიკო დი ტორინო გაყიდონ და ეს იყიდონ რაააა :mrgreen::mrgreen:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.