ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მაროტა : ” დღეისათვის გუნდს შეუძლია დიდი ტრანსფერების განხორციელება ”

მან ისაუზმა სერ ალექს ფერგიუსონთან , შემდგომ შეხვდა კარლოს ტევესის საფეხბურთო აგენტს – ჯუზეპე მაროტა 24 საათიან რეჟიმში მუშაობს . მშენებლობა ახალი გუნდისთვის უკვე დაწყებულია , სახეზეა პირველი შენაძენები : პაციენცა , პირლო და ციგლერი . თუმცა მთავარი მოვლენები ჯერ კიდევ წინ არის : ” მიუხედავად იმისა , რომ მიმდინარე სეზონში გუნდი ევრო ტურნირების მიღმა დარჩა , იუვენტუსი არ კარგავს იმ ავტორიტეტს რისი დამსახურებითაც უმაღლესი დონის ფეხბურთელებს კვლავინდებურად სურთ ჩვენთან ასპარეზობა . მათ განაცხადეს თანხმობა მიიღონ მონაწილეობა გრანდიოზულ პროექტში . მოლაპარაკებების წარმოება არ იქნება ადვილი , რადგან კლუბები საკმაოდ დიდ თანხებს ითხოვენ საკუთარი ვარსკვლავების სანაცვლოდ , მაგრამ მაღალი კლასი ითხოვს დიდ ინვესტიციებს . სამწუხაროდ გასულ სეზონში , გუნდს არ ჰქონდა გამოყოფილი დიდი სახსრები ტრანფერებისთვის , მაგრამ დღეისათვის სიტუაცია რადიკალურად არის შეცვლილი . რაც მთავარია ჩვენ მოვახერხეთ რამდენიმე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მიღება სატრანსფერო ფანჯრის გახსნამდე  “ .

წყარო : Tuttosport

23 thoughts on “მაროტა : ” დღეისათვის გუნდს შეუძლია დიდი ტრანსფერების განხორციელება ”

  1. მოკლედ ახალ სტადიონზე აღარ შევირცხვენთ თავს : )) დიდებულ სტადიონზე დიდი გუნდი ითამაშებს

  2. პაციენცა უკვე იუვენტუსელია თან რა კარგი ნომერი აუღია 5 ამ ნომრებს ლეგენდები ატარებენ და არა ვიღაც პაციენცები იმედია გუნდს გამოადგება.

    1. პაციენცა სხვათაშორის ნორმალური ფეხბურთელია…ნაპოლიში ეს სეზონი კარგად ითამაშა…ერთი მითხარი სად ნახე პაციენცას 5 ნომერი რომ მისცეს?

      1. ერთი საათის წინ ვნახე იყო ეხლა რომ შევედი აღარ იყო და ისევ ნაპოლი უწერია ასე იყო პასტორეზეც 3-4 დღის წინ ვნახე და იუვე ეწერა მერე რამოდენიმე საათში უკვე შეცვლილი იყო.

  3. ციგლერი ერთ ერთი საუკეთესო მარცხენა მცველია კალჩოში

    პაციენცა სკამისთვის მოჰყავთ – ნახევარმცველია ცენტრალური ზონის

  4. ესენი ყველაფერს გამოასწორებენ მარა დაცვა რა ნაგავიც იყო ისევ ის ნაგავი იქნება ციგლერი არა ის კიდე ფუუუუუუუ :-(
    ნეტა ვცდებოდე

  5. ციგლერზე და პაციენცაზე თქვენი აზრი მითხარით ბიჭებო, დიდად არ ვიცნობ მაგ იგროკებს, რა პოზიციის აიან და ძიითადისთვის თუ მოიაზებიან… წინასწა მადლობა…

  6. რას გადაეკიდა ამ ლიხტშტაინერს : D ბეკი ან ეგ მოვა , ორივე შანსი არა და არც გვჭირდება

    ნანიზე საერთოდ არ მიდის საუბარი , ჭორი იყო და არც გვჭირდება

  7. იცის ამან თავისს საქმე და აცავდეთ !!!

    ციგლერი, ბეკი, ლიხშტაინერი, პაციენცა, პირლო, ბასტოსი, ნანი, აგუერო

    იმეიდა წელს ეს ტრანსფერები დაიდება აქედან 4 კაცი ნაყიდი გვაქ

    ნანი – კონტეს სურს და ალბათ უყიდიან
    აგუერო – როგორც იცით, მან უარი განაცხადა რეალში გადასვლაზე, შესაბამისად თამაში სურს და არც ბარსაში წავა ყველაზე რეალური კანდიდატი ჩვენ ვართ

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.