ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიპი კონტეს აქებს

მარჩელო ლიპი კმაყოფილია ტურინული კლუბის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებით , რომლის თანახმადაც მომავალ სეზონში ბიანკონერის ,  მისი ყოფილი კაპიტანი ანტონიო კონტე გაწვრთნის : ” იმ შემთხვევაში თუ დელ ნერის ანტონიო შეცვლის , ეს იქნება წინ გადადგმული ნაბიჯი . პირველ რიგში ის არაჩვეულბრივი სპეციალისტია და ყურმოკვრით არ იცის თუ რას ნიშნავს იუვენტუსის მაისური . პირლო ? განუმეორებელი ფეხბურთელია . ანდრეა ბევრ რამეს შესძენს ბიანკონერის . ჩემი სამწვრთნელო კარიერა ? სიმართლე გითხრათ დავიღალე სახლში ჯდომით , დროა ისევ მოედანზე დავბრუნდე და ის ატმოსფერო გავიზიარო რაც საფეხბურთო მატჩის დროს ჩნდება . მაქვს რამდენიმე წინადადება და უახლოეს მომავალში მათ განხილვას დავიწყებ “ .

წყარო : Football Italia

14 thoughts on “ლიპი კონტეს აქებს

    1. კონტე კონტეა :-D .. რამდენი წლის ხარ?? მეც დიდი ხანი არ მიყურებია კონტეს თამაშისთვის მაგრამ 2003 წელს ლიგის ფინალში ძელს გარტყმული მახსოვს.. სულით ჩემპიონი ადამიანია

  1. აუუუუუუ ლიპიმ იტალიაში არ დაიწყოს მუშაობა რა:( თორე რა ნამუსით უნდა მოგვიგოს თამაშები? არა მარჩელო წადი ლონდონში… აბრამოვიჩთან , ბევრ ფულს მოგცემს და მოიგე ლიგა

  2. ფერარაზეც ეგრე ამბობდა! სასტავია შესაქმნელი რომ მწვნელმა ივარგოს, კონტეს ხელი უნდა შეუწყონ

  3. ჩვენთან მოსულიყავი, თუ აპირებ რამეს… მაგრამ კონტე მე მაინც კაი ვარიანტი მგონია…
    ესეიგი დელ ნერიმ ყურმოკრით იცოდა იუვეო ეგ თქვა :-)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.