ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მიგელ ანხელი : “აგუეროს თაობაზე მაროტას ვესაუბრე”

მადრიდის “ატლეტიკოს” გენერალური დირექტორი, მიგელ ანხელ ლილი Radio Marca – თან საუბარში ტურინის “იუვენტუსის” სერხიო აგუეროსადმი ინტერესს ადასტურებს : “არ გვინდა მადრიდის რეალთან რაიმე საერთო გვქონდეს.აგუეროს ბლანკოსში ტრანსფერი შეუძლებელია, ამით ჩვენი გულშემატკივრები უკმაყოფილონი დარჩებიან.სხვა კლუბების ინტერესი ? – დიახ, იუვენტუსის მიერ გამოჩენილ ყურადღებას ვადასტურებ.მათთან კონტაქტი მქონდა, მაროტას ვესაუბრე.არა მგონია, აგუეროს წასვლის სურვილი იმით იყოს გამოწვეული, რომ არგენტინელს ჩემპიონთა ლიგაზე სურს ასპარეზობა, ატლეტიკოში კი ამის შესაძლებლობა არ მიეცემა.არც იუვენტუსი მონაწილეობს ევროთასებზე, მაგრამ ეს სერხიოს გადაწყვეტილებას ხელს არ შეუშლის.”

წყარო : Tuttosport

40 thoughts on “მიგელ ანხელი : “აგუეროს თაობაზე მაროტას ვესაუბრე”

  1. ვორლდსპორტზე წერია რო დაკარგად ატლეტიკომ აგუეროს შენარჩუნების იმედიო და რონალდინიოზე და პასტორეს რომელიმეს გადაიყვანს კუნის წასვლის შემთხვევაში ! შემთხვევაში კიარა 90 % ჩვენია !!

  2. ციგლერი ზუსტად გროსოს სტილის მარცხენა მცვველია აი როგორიც გროსო იყო თავის საუკეთესო წლებში ვისაც არ გაქვთ ნაყურები მის თამაშს შეგიძლიათ იუთუბზე ადევნოთ თვალყური ))) დიდად მოხარული ვარ ციგლერის ტრანსფერით მნიშვნელოვნად გააძიერებს მარცხენა დაცვას ))) წუნ დიდი ტრანსფერები გველის !!

  3. იმედის მომცემი კომენტარია ატლეტიკოს პრეზიდენტიდან მემგონი ის 9 მილიონი ჭორია რადგან თუ კარგად დავაკვირდებით კარგი შეთავაზების შემთხვევაში არც ატლეტიკო იქნება უარზე აგუეროს გაშვების

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.