ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ელია : ” ზამთარში იუვენტუსში ჩარიცხვა შემეძლო ”

” ჰამბურგის ” ჰოლანდიელმა გარემარბმა ელჯერო ელიამ პრესასთან საუბარში , განაცხადა რომ მისმა კლუბმა არაერთი წინადადება უარყო იანვრის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში . შეგახსენებთ , რომ ელიას , ზამთრის პერიოდში სერიოზული უთანხმოება ჰქონდა ჰამბურგის მთავარ მწვრთნელ არმინიომ ფე – სთან : ” იმ პერიოდში ჩემი აგენტი კლუბის ხელმძღვანელობას შეხვდა სიტუაციის გასარკვევად , მათი პოზიცია ნათელი იყო , სურდათ გუნდში დავრჩენილიყავი და ძირითად შემადგენლობაში მეასპარეზა  . მაგრამ , მთავარ მწვრთნელს იგივე სურვილი არ ამოძრავებდა . ციტირებას მოვახდენ მისი სიტყვებისას ჩემ მიმართ ერთ-ერთი ვარჯიშის დროს : ” თავი ვინ გეგონა როდესაც ავსტრიასთან შეხვედრაში ფინტებს აკეთებდი ? ის ნაკრები იმდენად დაბალი დონის არის , რომ ბუნდეს ლიგის მეოთხე დივიზიონში უნდა ასპარეზობდეს . საერთო ჯამში შენ არაფრისთვის არ მიგიღწევია “ ამ სიტყვების შემდეგ მივხვდი , რომ ჰამბურგი უნდა დამეტოვებინა … ” ( გაგრძელება სრულიადში )

” საკმაოდ ბევრი კლუბი დაინტერესდა ჩემით , გამოვყოფდი ლივერპულს , ევერტონს და რათქმაუნდა იუვენტუსს – მათ არენდით სურდათ ჩემი აყვანა , გამოსყიდვის პრესპექტივით . თუმცა ყველაზე კონკრეტული მაინც ვოლფსბურგი იყო , ისინი 20 მილიონს სთავაზობდნენ ჰამბურგს . ამასთან ერთად მგლებში ჩემთვის კარგად ნაცნობი სტივ მაკლარენი მუშაობდა , მაგრამ გარკვეულმა გარემოებებმა დამიფარა ვოლფსბუგრში გადასვლისგან ” .

დარჩენილი იყო ლივერპულის და იტალიის ყველაზე გამორჩეული კლუბის , იუვენტუსის ვარიანტები . სწორედ ბიანკონერია იტალიაში ნომერ პირველი კლუბი და არა მილანი ან ინტერი , მაგრამ ჰამბურგმა არ ისურვა ჩემთან განშორება ” .

წყარო : Goal.com

12 thoughts on “ელია : ” ზამთარში იუვენტუსში ჩარიცხვა შემეძლო ”

  1. კარგი ფეხბურთელია, ნამდვილად გამოგვადგება, მაგრამ ბასტოსი იუვეშია ცალი ფეხით და რავი :S

  2. ეხლა იუვენტუს ისეთი ფეხბურთელები ჭირდება რომლებიც უკვე ვარსკვლავები არიან და არა ამომავალი ვარსკვლავები

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.