ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

პაციენცა ფაქტიურად იუვენტუსის ფეხბურთელია

ანდრეა პირლოსა და რეტო ციგლერის გაფორმების შემდეგ , მესამე ფეხბურთელი რომელიც მოირგებს ახალ სეზონში იუვენტუსის მაისურს იქნება მიკელე პაციენცა . საგულისხმოა , რომ ბეპე მაროტა ერთ ცენტსაც  კი არ ხარჯავს ჯერ ჯერობით , რადგან ყველა ეს მოთამაშე თავისუფალი აგენტის სტატუსით უერთდება ბებერ ქალბატონს . პაციენცამ თავის მხრივ ვერ მიაღწია შეთანხმებას ნეაპოლიტანური კლუბის ხელმძღვანელობასთან კონტრაქტის გახანგრძლივების თაობაზე . 1982 წელს დაბადებული ფეხბურთელი , ამპლუით ცენტრალური ნახევარმცველია , რომელიც ნაპოლიში გადასვლამდე ფოჯაში , უდინეზეში და ფიორენტინაში ასპარეზობდა . იტალიური მასმედიის საშუალებების მტკიცებით , მისი ტრანსფერი ოფიციალურ სახეს მიმდინარე კვირის ბოლოს მიიღებს .

წყარო : football-italia

64 thoughts on “პაციენცა ფაქტიურად იუვენტუსის ფეხბურთელია

  1. ჯერ გაურკვეველია უნდა გვიხაროდეს თუ არა ამის ყიდვა.. მერე ისე არ დაგვიდგეს საქმე რო მოსაშორებელი გაგვიხდეს.. პაციენცაზე მაქვს საუბარი

  2. pintu10

    ანუ უდინეზეს დაეხმარება საკვალიფიკაციოზე ჩემპიონთა ლიგაზე… და მერე გადმოვა ჩვენთან… ჩვენ მაინც არ ვართ ევრო ტურნირებზე მომდევნო სეზონში… იგივე ვარიანტი შესთავაზეს სანჩესზეც საკვალიფიკაციოზე თამაშის უფლება… და სექტემბრიდან ჩვენთან დაწყება… რო უდინეზე არ დასუსტდეს და გავიდეს ლიგაზე საკვალიფიკაციოთი

  3. მერე რა რომ ნაპოლიში თამაშობდა ? დღესდღეისობით იუვენტუსს ნაპოლის დასაწუნი არაფერი სჭირს..

    ასე გადაჭრით ნუ აგინებთ ფეხბურთელს რომლის თამაში ნანახიც არ გაქვთ, ცუდი შემცვლელი ნამდვილად არ არის..

    ნაპოლის ძირითადი კაცი იყო რომ იცოდეთ, კონტრაქტზე ვერ გაურიგდა უბრალოდ..

  4. ბენზემა აცხადებს, რომ რეალში მინდა ვითამაშო და არ მგონია, რომ ჩემი გაყიდვა უნდოდეს კლუბსო… შემდეგ წელს სულ სხვა ბენზემას ნახავთო…

  5. ინლერის სანაცვლოდ, მაროტა თანახმაა, რომ მიცეს უდინეზეს სორენსენი ან ეკდალი ან ჯონდონატო და პლიუს ლიგის საკვალიფიკაციოზე თამაშის უფლება დაუტოვო ინლერს

  6. აუუუ ტან 29წლისაა ტიპი ტფუიიი… თავშესაფარია იუვენტუსი ა ხომ ვამბობ, წარმოიდგინეთ ნაპოლის დონეს ვე აკმაყოფილებდა და იუვემ შეიფარა.

  7. merke

    რა ვქნა მერკე არამიშავს, სკოლა, კალათბურთი და ვარ რაა : ))

    რავი ძალიან მინდა აგუერო, არა მგონია ატლეტიკომ რეალში გაყიდოს, ასე რომ შანსი გვაქვს..

    1. ხო მეც მაგის იმედი მაქვს, იმიტომ რომ ტევესი და ბენზემა გამოირიცხა უკვე და მარტო აგუერო დარჩა…

  8. მეებრძოლია როგორც ყველა ნაპოლის ფეხბურთელი, სკამიდან აქტიურად ჩაერთვება ხოლმე..მშვენიერია..

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.