ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”იუვესთან” კონტრაქტი მაკავშირებს”

ჯანლუიჯი ბუფონს უკვე დიდი ხანია თავი მოაბეზრა ჟურნალისტების მიერ წამდაუწუმ გავრცელებულმა ჭორებმა, თითქოს იგი “იუვენტუსს” დატოვებდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარის ბედს ყველაზე ხშირად “რომას”, “არსენალს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ. ბუფონის წასვლის შესახებ ჭორების რაოდენობამ “იუვენტუსის” ევროთასებზე ვერგასვლის შემდეგ იმატა. ბიანკონერის გოლკიპერმა ამ თემებზე ვიარეჯოს ცერემონიალზე ისაუბრა, სადაც მან ალდო ოლივიერის პრიზი მიიღო, მეკარის, რომელმაც იტალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი 1938 წელს მოიგო.

“ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, მაგრამ მე “იუვენტუსთან” კონტრაქტი მაკავშირებს” – განაცხადა ბუფონმა, რითაც საბოლოოდ გასცა პასუხი ჭორებს, რომლებიც მისი წასვლის თაობაზე ვრცელდებოდა. ჯიჯიმ კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გააკეთა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება: ” ვფიქრობ, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდება, თასის მფლობელის ვინაობა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში გაირკვევა.”

რაც შეეხება ბუფონის ქორწილის, მისი თარიღი გარკვეულია. ჯიჯი 16 ივნისს ალიონა სერედიოვაზე ჯვარს იწერს, რომელთან ერთადაც ის უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და ორი შვილიც ჰყავს.

წყარო: Football-Italia

46 thoughts on “ბუფონი:”იუვესთან” კონტრაქტი მაკავშირებს”

  1. მე მაინც ვფიქრობ რო არანაირი ფეხის მტეხველი კატენაჩო არ არსებობს უკვე მინიმუმ ხუთი წელია(ფეხბურთი შედარებითია და მეტ-ნაკლებად ყველგან ჩეხაობენ) არამგონია პეპეზე უხეშად მესის იტალიაში ვინმე ეთამაშოს.. წელს გამოჩნდა რო იტალიაში იუვენტუსის გარდა ყველა გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა.. აი დაიმახსოვრეთ.. ჯობია ჩაიწეროთ.. მესი ადრე თუ გვიან იტალიაში ითამაშებს!!!

  2. შეიძლება არ დაიჯეროთ მარა გუშინ მარტო პირველი ტაიმს ვუყურე და მერე მომბეზდა მაინც ფეხებზე მეკიდეა ბარსაც და მანიუც

  3. აი საღოლ ბარსას! ყველა კომპონენტში აჯობა მანჩეს, უდავოდ დღეს ყველა გუნდზე ერთი თავით მაღლა დგას ბარსელონა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.