ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ბუფონი:”იუვესთან” კონტრაქტი მაკავშირებს”

ჯანლუიჯი ბუფონს უკვე დიდი ხანია თავი მოაბეზრა ჟურნალისტების მიერ წამდაუწუმ გავრცელებულმა ჭორებმა, თითქოს იგი “იუვენტუსს” დატოვებდა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის პერიოდში. მსოფლიოს ნომერ პირველი მეკარის ბედს ყველაზე ხშირად “რომას”, “არსენალს” და “მანჩესტერ იუნაიტედს” უკავშირებდნენ. ბუფონის წასვლის შესახებ ჭორების რაოდენობამ “იუვენტუსის” ევროთასებზე ვერგასვლის შემდეგ იმატა. ბიანკონერის გოლკიპერმა ამ თემებზე ვიარეჯოს ცერემონიალზე ისაუბრა, სადაც მან ალდო ოლივიერის პრიზი მიიღო, მეკარის, რომელმაც იტალიასთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატი 1938 წელს მოიგო.

“ისინი ყოველთვის ერთსა და იმავეს ლაპარაკობენ, მაგრამ მე “იუვენტუსთან” კონტრაქტი მაკავშირებს” – განაცხადა ბუფონმა, რითაც საბოლოოდ გასცა პასუხი ჭორებს, რომლებიც მისი წასვლის თაობაზე ვრცელდებოდა. ჯიჯიმ კომენტარი ჩემპიონთა ლიგის ფინალზეც გააკეთა, სადაც “მანჩესტერ იუნაიტედი” კატალონიის “ბარსელონას” დაუპირისპირდება: ” ვფიქრობ, რომ მატჩის ძირითადი დრო ფრედ დასრულდება, თასის მფლობელის ვინაობა კი თერთმეტმეტრიანი დარტყმების სერიაში გაირკვევა.”

რაც შეეხება ბუფონის ქორწილის, მისი თარიღი გარკვეულია. ჯიჯი 16 ივნისს ალიონა სერედიოვაზე ჯვარს იწერს, რომელთან ერთადაც ის უკვე დიდი ხანია ცხოვრობს და ორი შვილიც ჰყავს.

წყარო: Football-Italia

46 thoughts on “ბუფონი:”იუვესთან” კონტრაქტი მაკავშირებს”

  1. ikajuve1011

    არ გადმოვა არასდროს! (თუ ჭკუა აქვს)

    სად მესი და სად იტალიური ფეხისმტეხველი კატენაჩო

    აქ რონალდოს მოუღეს ბოლო მსოფლიოს უდიდეს ფენომენს და მესისაც არ აცდება

    ზიდანი რეალში რო ფინტაობდა და 5 კაცს იხვევდა კალჩოში სად ქონდა მაგის ბედნიერება

    1. მე მაინც ვფიქრობ რო არანაირი ფეხის მტეხველი კატენაჩო არ არსებობს უკვე მინიმუმ ხუთი წელია(ფეხბურთი შედარებითია და მეტ-ნაკლებად ყველგან ჩეხაობენ) არამგონია პეპეზე უხეშად მესის იტალიაში ვინმე ეთამაშოს.. წელს გამოჩნდა რო იტალიაში იუვენტუსის გარდა ყველა გუნდი შემტევ ფეხბურთს თამაშობდა.. აი დაიმახსოვრეთ.. ჯობია ჩაიწეროთ.. მესი ადრე თუ გვიან იტალიაში ითამაშებს!!!

  2. ისეე.. ერთი კითხვა მიღრღნის გულს.. გადმოვა თუ არა იტალიაში მეში??!!! ფაქტია რო ბარსელონაში აღარაფერი დარჩა მოსაგები.. რაღაცნაირად დარწმუნებული ვარ რო მესი სერია A-ში აუცილებლად ითამაშებს.. თან ადრე ნათქვამი აქვს რო თუ სერია ა-ში როდესმე გადავალო მაშინ იუვეში ვითამაშებო

  3. დგეს სერია ა-ს ააქ დარხეული და მაგიტომ ბლატაობს ბარსა, მაგათი წამალი კატენაჩოა ოგონდ იტალიური გუნდის შესრულებით და არა რეალის

  4. რა პენლებით რის პენლებით JUVE-ს პენლებამდე მიყვანა არ დაჭირდება ისე მოიგებს ყველაფერს მაქსიმუმ დამატებით ტაიმები დაჭირდეს ისიც შემტხვევით თამაში თუ არ წაუვა

  5. მანამ იუვე ლიგაზე გავა ეს ბარსელონაც აღარ იქნება ასეთი :-D მწვერვალზე ასვლა ძნელია მაგრამ უფრო ძნელი იმ მწვერვალის შენარჩუნებაა.. ბარსაც არაა მუდმივი გუნდი.. არც გვარდიოლა არაა ჯადოქარი.. ალბად ადრე თუ გვიან მესის სერია A-შიც ვიხილავთ

    1. ამ სტილით არამგონი იუვემ ითაშო მარა ფინალ კი მოვიგებთ ეხლა მომავ წელს რო გავალთ ლიგაზე

  6. რაიყო ბარსა ჩაუვარდა იუვეს სეზონი და იგებთ ხო გაიხარეთ ბოლო ფინალი მოიგეთ თავის დროზე რეალი გავაჩერეთ და იმის მერე ვერც გაახწია მერვედფინალის იქით ეხლა თქვენი დორ მოვიდა

      1. ბოლო იყო გაიხარეთ ბიჭებო მოკლედ ყველაფერი ჩვენი გასაკეთებელი როგორ არის ისევ ჩვენ თუ დავლაგებთ სიტუაციას იტალიაში და ევროპაშიც თორე გაბლატვდენ ესპანელები

          1. კაი ეხლა რო დაიწყება სეზონი ლიგაზე რეალმაც ხოუნდა მოიგოს ისე რა ბედი აქ ამ რეალს ჯუვე იყო და სისხლი გაუშრო ეხირს ძლივს ახარ იყო იუვე ლიგაზე და ბარსა წამოაჯდა თავზე

  7. ვულოცავ ყველა ბარსას ფანებს
    ნეტავ როდის ვნახავ რომ იუვე ამ ტიტულს კიდევ მოიგებდეს იმ დღეს ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება თან ისე მინდა რომ ალექსამ უნდა აწიოს თასი კაპიტნის რანგში
    რავქნა ვოცნებობ და ოცნებას კაცი არ მოუკლავს მე მჯერა იუვესი და ალექსასი ფორცა იუვე.

  8. ხო ერთი ბარსაა გაპიარებული და მეორე… : )))

    გაანადგურეს რა.
    დღეს ყველა გუნდზე მაღლა დგას ;)

    ვულოცავ ბარსას ფანებს

  9. მორჩა, ვფიქრობ,რომ მიზანშეწონილი იქნება თუ არანაირი ჭორი აღარ დაიდება ჩვენს საიტზე ბუფონის წასვლის შესახებ!

    მემგონი ყველას მობეზრდა უკვე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.