ემერსონი: ” “იუვენტუსი” ჩემთვის სახლივითაა ”
“იუვენტუსის” ექვს-ნახევარმცველმა ემერსონმა ტურინი ინახულა. ბრაზილიელი “პუმა” მეგობრებს შეხვდა და მათთან ერთად ყოფილი კლუბის სამომავლო გეგმებიც განიხილა…
““ბებერი ქალბატონის” რიგებში მხოლოდ ორი სეზონი ჩავატარე, მაგრამ “ბიანკონერების” ფერებს ძალიან მივეჯაჭვე. ახლა თავს სახლში ვგრძნობ. მე და “იუვეს” გამარჯვების მენტალიტეტი გვაქვს. რაც შეეხება ხელმძღვანელობას, ერთად ჩემი საფეხბურთო ბრაზილიური მომავალი განვიხილეთ. “კალჩოპოლი”? ეს “სკუდეტოები” ჩვენ მოედანზე მოვიგეთ. მაშინ “იუვეს” ძალიან ძლიერი გუნდი ჰყავდა. ”
მას შემდეგ გუნდს არაფერი მოუგია. უკვე მეორე სეზონია ტურინელები მეშვიდე ადგილს სჯერდებიან.
” ევროთასებზე ვერ მოხვედრა მთელი უბედურების მხოლოდ ნაწილია. არ დაგავიწყდეთ რა მოხდა 2006 წელს. ქვედა ლიგაში გატარებული სეზონი ყველასათვის ურთულესი იყო. ცხადია კლუბთან ერთად გულშემატკივარსაც ძალიან გაუჭირდა. ასეთი რამის შემდეგ რეაბილიტაცია არც ისე მარტივია. ახლანდელი ხელმძღვანელობა დიდი ზეწოლის ქვეშაა, მაგრამ დირექტორატი შესაძლებლობების მაქსიმუმს აკეთებს. საბჭო “იუვენტუსის” გამარჯვების გზაზე დაყენებისთვის თავს არ ზოგავს. ”
რა უნდა ქნას “იუვემ” რომ დაბრუნდეს?
” “სერია ა” ძალიან რთული ჩემპიონატია. “იუვეს” ორი-სამი ჩემპიონი სჭირდება. ეს გუნდს დიდების დაბრუნებაში დაეხმარება, მაგრამ ისიც გასაგები უნდა იყოს, რომ ასეთ რაღაცეებს დრო სჭირდება. ”
კონტე “იუვენტუსისთვის” ხასიათის დაბრუნებას აპირებს…
” ანტონიომ “ბიანკონერების” მენტალიტეტი შესანიშნავად იცის. ამასთან მახარებს ნედვედის შემართებაც. ეს ხალხი შედეგის მისაღწევად ყველაფერს აკეთებს. ”
ტევესი, ჯეკო, ბენზემა, იგუაინი, აგუერო, თქვენ ვის აირჩევდით?
” ცალსახად იგუაინს. მას “რეალში” თამაშის დროიდან ვიცნობ. ბრწყინვალე ფორვარდი და შესანიშნავი ადამიანია. ”
რას იტყვით ნეიმარზე? 40 მილიონი ტყუილად გადაყრილი ფული ხომ არ იქნება?
” ნეიმარი ნამდვილი ფენომენია, მაგრამ დაარწუმუნებული არ ვარ შეძლებს თუ არა იტალიაში თავის გამოჩენას. ვფიქრობ მისთვის ახლა უკეთესი ასპარეზი ესპანური ლიგა იქნებოდა. ”
და ვის ურჩევდით “იუვეს”?
” ლუკასს “სან პაულოდან”. ნამდვილი ტალანტია. შეუძლია მეორე თავდამსხმლის ან ნახევარმცველის პოზიციაზე თამაში. “სერია ა” -ს ბრწყინვალედ მოერგებოდა. ”
პანუჩი, ემერსონი, ძებინა… ეს ის ფეხბურთელებია, რომელიც უდიდესს ტაქტიკოსს ფაბიო კაპელოს დაჰყავდა ყველა იმ გუნდში, რომლის სათავეშიც იდგა, ხოლმე. ეტყობა არის მასში რაღაც “საჭირო” :)
ძალიან მაგარი ” ჩისტილშიკი ” იყო როჟა … საყრდენი ნახევარმცველი საერთოდ არ ჩანს მოედანზე და არც უნდა ჩანდეს სიმართლე ითქვას … თავის საქმეს 5-იანზე აკეთებდა
კარგით რაა ემერსონი არასდროს ყოფილა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ნახევარმცველი :-D ერთ-ერთი რიგითი ფეხბურთელი იყო რა თქმა უნდა..
ლევერკუზენში გახსოვს მისი თამაში???? ან ბრაზილია ჩემპიონი რომ გახდა ისიც ძირითადში იყო სულ
ლევერკუზენში არ მახსოვს.. რომაშუი მახსოვს.. რომასი ბაზარი არაა მაგარი იყო.. მაგრამ იუვეში უკვე ვეღარ იყო ისეთი მაგარი რო აღფრთოვანებულები ვიყოთ.. მომკალით და არ ვარ ემერსონით აღფრთოვანებული
წავიდეს ეს მოღალატე
აუ მაგარი კაცი იყო ტა
მაგარი კაცი ნაკლებად, საყრდენი შეიძლება.
მაგარი კაცი პაველ ნედვედია ;)
ტევესი, ჯეკო, ბენზემა, იგუაინი, აგუერო, თქვენ ვის აირჩევდით?
” ცალსახად იგუაინს. მას “რეალში” თამაშის დროიდან ვიცნობ. ბრწყინვალე ფორვარდი და შესანიშნავი ადამიანია
??????????????????????????????????????????????????????????????
ნაღდად ტოოოოოოო?????????
ემერსონი მართლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური ნახევარმცველი იყო საყრდენის პოზიციაზე … 2006 წლის იუვე რომ არ დაეშალა იტალიურ და საერთაშორისო საფეხბურთო მაფიას 2007 და 2008 წლებში უეფას ჩემპიონტა ლიგის თასს იუვე აიღებდა და არა მილანი და მანჩესტერი …..
მართლა რა დროის ლუკას ლეივააა
ლუკას ლეივაზე არაა საუბარი-ეს ბრაზილიელი ლუკასია!!
ჰო სან პაულუელი როა ლუკასი სხვა საქმეა …. ისე ლეივაც ბრაზილიელია და ნაკრებშიც არის …
აუ მაგარი კაცია მაგრად მევასება, ძალიან მაგარი საყრდენი იყო თავის დროზე..
იი ამას უყურე ერთი 2006 წელს ეს კაპელოსთან ერთად რომაში ( თუ მილანში) არ გაასხა ? :|
ვახ ჩემი რა, მტკვარი მარჯვნივაა :arrow:
პუმა მაგარი კაცია
ლუკასი არა ტოლორა
ლივერპულის უმაქნის ლუკასზე არ არის საუბარი
ლუკასი გვირჩია.. მალადეც ემერსონ.. მეც ვაკვირდები მაგ ბიჭს და ნამდვილი ტალანტია.. ჯერ მაგაზე აჟიოტაჟი არ არის ატეხილი და იოლად შეიძლება მისი ხელში ჩაგდება
კარგია “იუვე” რომ ახსოვს.
ამისი გოლი არასდროს დამავიწყდება რაც მე ვიყვირე და ვიღრიალე :( ეჰ კაი დრო იყო :)
ვერდერთან? : )
რა კაცია ემერსონი ამასაც მაგრად ყვარებია იუვე
უF. მაგას და კანავაროს ,
ნუ იტყვი : ))
ვა ემერსონა გაიჩითა :-D
რა ორი სამი წელიამან ხოარ გარკა? :) 2011-12 წლებში დაიდებს სკუდეტო ტურინში! ოღონდ ჯერ კაი იგროკები უნდა ვითრიოთ პირველ რიგში აგერო !
ლუკასი მართლა მაგარია მარა 19 წლისა თუ 18 წლის და 25 მილიონს აფასებენ სარისკო ფასია
სახლს არ ტოვებენ მეგობარო!
გეთანხმები. ისე ამის გოლი ვერდერის წინააღმდეგ გახსოვსთ ჩემპიონთა ლიგაზე?
sul maxsovs eg goli arada patara viyavi mashin sakmaod da exlaxan ro vuyurebdi verderis tamashs maishnac gaixsnea rusma komentatorma eg tamashi da amisi goli