კონტე სამშაბათიდან ახალი გეგმით მუშაობას დაიწყებს
ერთ წლიანი მუშაობის შემდეგ, ანტონიო კონტემ “სიენას” სერია A – ს საგზური მოაპოვებინა, ორშაბათს კი იტალიელი მენეჯერი გუნდს ოფიციალურად დატოვებს.ტოსკანიური გუნდის ტიფოზები უკვე გამოვიდნენ ქუჩებში, თავად კონტე კი მათ კვირას გამართული შეხვედრის შემდეგ, “არტემიო ფრანკიზე” თვალცრემლიანი დაემშვიდობა.სამშაბათიდან ბებერი ქალბატონის ყოფილი კაპიტნის ახალი ისტორია იწყება – ტურინის “იუვენტუსი”.უახლოეს ორ დღეში ანტონიო ბეპე მაროტას, პაველ ნედვედსა და ფაბიო პარატიჩის შეხვდება, სადაც სატრანსფერო ფანჯრის დროს სამოქმედო სტრატეგია დადგინდება.ბიანკონერები ფორვარდის, ნახევარმცველისა და მარჯვენა უკანახაზელის ყიდვას უეჭველად აპირებენ.
“იუვენტუსმა” აწ უკვე გასულ სეზონში მეშვიდე პოზიცია დაიკავა და ევროპის წამყვან ლიგებზე თამაშის უფლება ვერ მოიპოვა.ანტონიო კონტეს პირველ რიგში ფაბიო კვალიარელასა და ალესანდრო მატრის დუეტის მოსინჯვა სურს, მართალია ამ ფორვარდებს ერთად არასდროს უთამაშიათ, მაგრამ გავრცელებული ჭორების თანახმად, გუნდში ორივე მათგანის დატოვება ფაქტიურად გადაწყვეტილია.კვალიარელასა და მატრის გასაძლიერებლად კი გუნდს კიდევ ერთი, მაღალი დონის წინახაზელი დაემატება.
წყარო : Tuttosport
კონტე იცოდე მელო არ გაყიდო!!!
კონტე გადააარჩინე იუვე რა მოგვენატრა ყველას ის დიადი იუვე როგორიც ადრე იყო !!!!! მაგრამ კარგი ფეხბურთელებიც გვჭირდება განსაკუთრებით დაცვაში !!!
კუნი გვინდა და ეგაა
mwerali88
ჩემი სკაიპია და დამამატეთ და ჩათში ვისაუბროთ იუვეზე რა. ვის გცალიათ?
ფერარაც იუვენტინო იყო ისე, თუ გახსოვთ:) თან მსოფლიოზე ლიპის ასისტენტი, მაგრამ დაღუპა იუვე, ეხლა კონტე, მალე დელპოც ამთავრებს კარიერას და მერე ალექსი გვიხელმძღვანელებს:D
ეხლა ლაპარაკს აზრი აღარ აქვს მაგრამ კონტე შერშან რომ დაგვენიშნა, ამ შემადგენლობით მინიმუმ ოთხეულში შეგვიყვანდა
რავი ბიჩებო არც მე არ მაქვს კონტეს იმედი მარა ივენტინოა და რავი ყველაფერს გაკეტებს ალბათ,დაველოდოტ სატრანსფერო ფანჯარას და ვნახოთ ვის ვიყიდით თუ კაი ფეხბურთელებს ვიყიდით მაშინ კონეს იმედნი მექნება
არმჯერა მე არც ამ კონტესი და არც მაროტასი უარეს დამართებენ ამ გუნდს 7 ადგილი სანატრელი გვექნება
აგუერო ვანდერვილი ბასტოსი თუ არადა რიბერის გარდა სუყველა ნანიც ჯობია რიბერის
ფუ ამის დედაც რა სერია ბეს ტრეინერით ვაპირებთ ლიგაზე გასვლას დამიჯერეთ ეს ნახევარი სეზონიც ვერ გაძლებს იუვეში და თუ გაძლო ლიგაზე ვერ გავალთ
ფუ მე სერია ბეს ტრეინერი
ეგ რო კაი ყოფილიყო დააცხრებოდნენ გრანდები
შენ თვითონ მაინც გჯერა რასაც ამბობ???
ეგრეთწოდებული სერია B-ს ტრენერი შენ დაარქვი???
აი რას გავიძახდი? სწორად სწერია სტატიაში, რომ:
ბიანკონერები ფორვარდის, ნახევარმცველისა და მარჯვენა უკანახაზელის ყიდვას უეჭველად აპირებენ.
კონტე იუვეს ლეგენდა გახდება, როგორც მარჩელო ლიპი…
მჯერა!