ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: ” “იუვეს” მწვრთნელობაზე უარი ვთქვი “

როგორც ჩანს, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მწვრთნელის კანდიდატურად პაველ ნედვედსაც განიხილავდა. ჩეხმა ყოფილმა ნახევარმცველმა ამ თემაზე tuttosport -თან ისაუბრა და როგორც თავად დასძინა, მაშინ ასეთი გრანდიოზული ნაბიჯის გადადგმისთვის შესაფერისი დრო არ იყო: “ ეს სამუშაო ნამდვილად შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი. არამგონია ამისთვის საუკეთესო დრო ყოფილიყო, მაგრამ მომავალში კი ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ჩეხეთის ნაკრებს სათავეში სიამოვნებით ჩავუდგებოდი. ახლა დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ და ჩემთვის ეს დიდი პატივია. იმ გუნდის მსახური, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე ნამდვილი სიამოვნებაა. მე და ანდრეა ანიელი კარგი მეგობრები ვართ. ფეხბურთს და გოლფს ერთად ხშირად ვთამაშობთ, გვაქვს საერთო ინტერესები და ერთნაირად ვაზროვნებთ. ” -ბოლო სამი წლის მანძილზე “იუვენტუსში” რამდენიმე მწვრთნელმა იმუშავა. ზუსტად როდის შესთავაზეს ჩეხს მწვრთნელის პოსტი, ექს-ნახევარმცველს არ დაუკონკრეტებია.

წყარო: football italia

16 thoughts on “ნედვედი: ” “იუვეს” მწვრთნელობაზე უარი ვთქვი “

  1. კონტეს მაროტა კიარა მოჯიც კი ვერ დააბოლებს… ეგ ტიპი იმენა ყოველთვის ტვინი იყო და მოედანზეც მისი უპირატესობა ჭკვიანური გადაწყვეტილებები იყო.

  2. ნედვედისნაირი მართლა დახატავდა იუვეს, მაგრამ არა პაციენცა და ინლერი … სულელია ეს მაროტა მელო ტრანსფერზე დააყენა და გაყიდის ეხლა 12 მილიონად …ეს გარეწარი ესა, მაგიტომ მყავთ კონტე რომ ადვილად მოატყუებენ მაროტა და მისი ხროვა .

  3. მთელი გულით გისურვებ წარმატებებს!!!
    “მწვანე მინდორზე” მართლა უძლიერესი იყავი!!!
    ნახევარდაცვის საყრდენი ბურჯი!!!

  4. პაველ ნედვედისნაირი ფეხბურთელები ჭირდება იუვეს ამისათვის კაი ფულის ხარჯვა მოუწევს ხელმძღვანელობას !

  5. როგორ არ დაბაჯბაჯებდა თან საყვარლად :D დადეთ რა ნედვედის გოლები იუვეს შემადგენლობაში კამონარეზის დადეთ და ამის ვიდეოებს არ დებთ :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.