ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ანტონიო კონტეს პრეზენტაცია ( დეტალები )

11.12 სთ – “იუვენტუსი” ოფიციალურად ადასტურებს ლუიჯი დელ ნერის თანამდებობიდან განთავისუფლებას.

12.35 – ანტონიო კონტე კორსო გალილეო ფერარისზე მივიდა.

14.00 – ანდრეა ანიელი : “ჩვენ გამარჯვება გვსურს, ამის გაკეთებას კი ანტონიო კონტესთან ერთად ვაპირებთ.ეს წარმატებისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯია.”

14.20 – ანტონიო კონტე ჟურნალისტებს ხვდება.მასთან ერთად ჯუზეპე მაროტა, ანდრეა ანიელი და ფაბიო პარატიჩი იმყოფებიან.

15.00 – ანტონიო კონტე ბებერი ქალბატონის მთავარი მწვრთნელი ოფიციალურად გახდა.

პრესკონფერენცია იწყება :

მაროტა : “მოგესალმებით.მინდა მადლობა გადაგიხადოთ, რადგან დღეს ჩვენთან ერთად იმყოფებით.ანტონიო კონტეს იუვენტუსის მთავარ მწვრთნელობას ვულოცავ.ანტონიო ბიანკონერების კაპიტანი წლების მანძილზე იყო და ყველაფერი მოიგო.გამარჯვება შემთხვევითობა არაა, მისთვის ბრძოლა და თავდადებაა საჭირო.მინდა კონტეს წარმატებები ვუსურვო.მჯერა, რომ ჩვენი გუნდი სწორედ ანტონიოსთან ერთად დაიბრუნებს ძველ დიდებას.”

კონტე : “მოგესალმებით.ბედნიერი ვარ, რომ სახლში დავბრუნდი.შვიდი წელი გავიდა და ოცნება ამიხდა – ბიანკონერების მთავარი მწვრთნელი გავხდი.ხელმძღვანელობას დიდ მადლობას ვუხდი, მათ ნდობა გამომიცხადეს.”

კითხვა : უკვე მეორე წელია, “იუვენტუსი” კრიზისიდან თავის დაღწევას ცდილობს.როგორ ფიქრობთ, რამდენად რთული იქნება გუნდისთვის გამარჯვების მენტალიტეტის დაბრუნება ?

კონტე : “მთავარი რა თქმა უნდა გამარჯვების გზაზე დაბრუნებაა.იუვენტუსის ისტორია სრულიად სხვაა, ეს ის გრანდია, რომელიც რთულ მომენტებშიც ერთიანობით გამოირჩევა და წარმატებას აღწევს.”

კითხვა : “რა შეგიძლია თქვათ ტაქტიკაზე ? ნახევარდაცვაში გუნდს ჰყავს მარკიზიო, რა როლს შეასრულებს პირლო ? ამკითხვაზე პასუხის მოსმენა ჯუზეპე მაროტასგანაც საინტერესო იქნებოდა.”

კონტე : “დიდი ფეხბურთელი მოედანზე საკუთარ თავს ყოველთვის იპოვის.ჩვენ იტალიის ნაკრების ორ ნახევარმცველზე ვსაუბრობთ.პირლო გამარჯვების მენტალიტეტით დაჯილდოვებულია.მოხარული ვარ, რომ კლაუდიოც და ანდრეაც ჩემს კლუბშინ ასპარეზობენ.”

მაროტა : “მარკიზიო ჩვენი გუნდისთვის მნიშვნელოვანი ფიგურაა.ის საკუთარი საქმის დიდი პროფესიონალი და სისხლით იუვენტინოა.ყველა ჭორი, რომლებიც გაზეთებზე კლაუდიოს ტრანსფერთან დაკავშირებით იწერება – ჟურნალისტების ფანტაზიის ნაყოფია.ვფიქრობ, რომ კონტე ორივე მოთამაშის საუკეთესო მხარეებს ჩვენს სასარგებლოდ გამოიყენებს.”

კითხვა : როდის მიიღეთ “იუვენტუსიდან” პირველი ზარი ?

კონტე : “ასე ვიტყვი – საჭირო მომენტში.კონკრეტული რიცხვის დასახელებას თავს ავარიდებ.”

კითხვა : რა გრძნობაა, როცა თქვენს განკარგულებაში ჯიჯი ბუფონი და ალესანდრო დელ პიერო არიან  ?

კონტე : “ბუფონმა და დელ პიერომ შესანიშნავად იციან, რას ნიშნავს იყო გამარჯვებული და მოიგო კიდევ.ჩემი სამწვრთნელო შტაბი განვითარების სტადიაშია.ჩვენ მაქსიმალურად ძლიერი სამწვრთნელო შტაბი უნდა ჩამოვაყალიბოთ.პრეზენტაციის შემდეგ დირექტორებს შევხვდები და ჩემს გეგმებს კონკრეტულად გავაცნობ.”

კითხვა : რას ფიქრობთ, გუნდმა ერთი მოთამაშის სანაცვლოდ 45-60 მილიონი ევრო გადაიხადოს თუ საშუალო ღირებულების მეტი მოთამაშე დაიმატოს ?

კონტე : “ფული სწორად უნდა გადანაწილდეს.45-60 მილიონის დახარჯვა ხშირ შემთხვევაში მეტად დადებით შედეგს იძლევა, ვიდრე 15 მილიონად მოთამაშის დამატება.”

კითხვა : იუვენტუსმა ბოლო წლების მანძილზე ძალიან ბევრი მწვრთნელი დაითხოვა.რას გააკეთებთ, რომ ამ “მიწისძვრაში” თქვენც არ მოჰყვეთ ?

კონტე : “აწმყოზეც და მომავალზეც ძალიან ბევრს ვფიქრობ.წარსულში წარმატებული მოთამაშეები ჩემზე კარგს ფიქრობენ, ეს ძალიან მნიშვნელოვანია.ვფიქრობ, რომ ეს დავიმსახურე.ახლა ჩემს გვერდით ის ხალხია, რომლებიც მენდობიან და მხოლოდ წარმატებაზე ფიქრობენ.”

კითხვა : გქონდათ თუ არა “იუვენტუსიდან” პირობა იმისა, რომ გუნდი წარმატებისთვის ინვესტიციებს ჩადებდა, თუ შემოთავაზებას ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდებოდით ?

კონტე : “ყველამ იცის, როგორ მიყვარს გუნდი და გულშემატკივრები.ეს უმთავრესია, რის გარეშეც გუნდში მუშაობას არ დავთანხმდებოდი.”

კითხვა : სკეპტიკოსებს რას ეტყოდით ?

კონტე : “ეს ჩემი საქმეა.ყოველთვის ვამბობ და ვიტყვი : დროს სწორად გაგება სჭირდება.ბევრი მუშაობა მხოლოდ მაშინ იძლევა შედეგს, თუ იგი სწორად გაკონტროლებული და დაგეგმილია.”

წყარო : Tuttojuve

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

24 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
shalalo demuria
13 years ago

ვფიქრობ პირველი წინ გადადგმული ნაბიჯია… კარგია და იმედი მაქვს კონტე ყვლაფერს გააკეთებს იმისათვის რომ იუვეს დაუბრუნოს ძველი დიდება, მე ამის იმედი მაქვს… რაც შეეხება ტრასფერებს ჩემი აზრით იუვეს უნდა კარგი ცენტრფორვარდი პირველ რიგში და ჩემი აზრით ვისი ყიდვაც დღეს არის შესაძლებელი ეს კარიმ ბენზემაა.. აგერო და სანჩესი არ არიან გამოკვეთილი ცენტრ ფორვარდები ად ესეთი ფეხბურთელები იმის ფონზე რომ ცენტრფორვარდი არ გვყავს მაღალი კლასის, არ გვჭირდება. შემტევი ხაზი: მარჯვნივ კრასიჩი, მარცხნივ ნანი, ცენტრში ბენზემა, და ერთი კარგი გამთამაშებელი.. ნური შაჰინი წაიყვანა რეალმა თორე კარგი იქნებოდა..

merke
13 years ago

ცენტრფორვარდად მატრი და კვალიარელა იქნებიან…აგუერო და სანჩესი კიდევ მეორე ფორვარდის პოზიციაზე ითამაშებენ…

NEDVEDA11..
13 years ago

სანჩესის ყიდვას ბენზემა ან აგერო იყიდონ ; )

merke
13 years ago

ტუტოსპორტზე ისევ მიმდინარეობს გამოკითხვა აგუერო თუ სანჩესი აგუერო 45.3 % სანჩესი 54.7 % მემგონი ალექსის სანჩესს შევიძენთ, იმიტომ რომ კონტეს სანამ დანიშნავდნენ თვითონ მოითხოვა სანჩესი… აქ ძალიან ბევრს აგუერო ურჩევნია სანჩესს, როგორც მე, მაგრამ აქ არსებობს კიდევ ერთი დეტალი რაც ყველაზე გასათვალისწინებელია სანჩესი იტალიურ სერია A-ს შეჩვეულია და ძალიან კარგადაც თამაშობს, ხოლო კუნ აგუერო კიდევ იტალიაში გადმოსვლის შემდეგ შეიძლება დიდი დრო დასჭირდეს სანამ გარემოს შეეჩევევა და იტალიურ ფეხბურთს…მოკლედ არ ვიცი რა იქნება, მაგრამ მეც კუნი მინდა…პროსტა აგუეროს უკვე სახელი აქვს და ძალიან მაგარი ფეხბურთელია, მაგრამ სანჩესიც თუ ითამაშებს ისე ჩვენ როგორც გვინდა, მაშინ საწინააღმდეგო არაფერი არ გვექნება…მოკლედ დაველოდოთ მოვლენების განვითარებას….დღეს… Read more »

13 years ago

ველქამ!

NEDVEDA11..
13 years ago

8)

13 years ago

კარგი სტატიაა…

კონტე როგორი გულიანი “იგროკიც” იყავი, ისე გულიანად “იტრენერე” და შედეგი აუცილებლად მოვა…

lasha tkeshelashvili
13 years ago

აბა ჰე აბა ჰო მიდი კონტე შენ იციიიი

vako-10
13 years ago

კონტე : “ფული სწორად უნდა გადანაწილდეს.45-60 მილიონის დახარჯვა ხშირ შემთხვევაში მეტად დადებით შედეგს იძლევა, ვიდრე 15 მილიონად მოთამაშის დამატება.” ეგრე რა ძლივს ვიღაცამ საღი აზრი გამოთქვა

Vaxooo
13 years ago

ზაფხულში პირველი პოსტი დავწერე მეე :D

levanka-juve
13 years ago

თუ ნორმალურ ფეხბურთელებს არ იყიდიან იგივე შედეგი გვექნება რაც წინა წლებში. მოტა, გრიგერა, სალიჰამიჯიჩი, იაკინტა, გროსო, მარტინესი…. ყველა ერთათ რომ შეაფასო მაქსიმუმ 15-20 მილიონი ესეთები აღარ გვინდა. თუმდაც უფასოდ იყოს

marchisio8
13 years ago

მჯერა ამ კაცის მაგრად თავისი იუვენტინოობის გამო.

mogvenatrebi aleks
13 years ago

ჩვენ შენი იმედი გვაქ,კველა იმედით გიყურებთ,შენ უნდა დაუბრუნო იუვეს დიდება

mogvenatrebi aleks
13 years ago

აბა შენ იცი კონტე

gigla khozrevanidze
13 years ago

კონტე წარმატებებს გისურვებ აბა შენ იცი გვასახელო უნდა ჩვენ გვჯერა შენი, და შენ ეს უნდა დაამტკიცო რომ ჩვენ არ ვცდებოდით!

NEDVEDA11..
13 years ago

საინტერესო სტატიაა, ყოჩაღ გიო ;)

NEDVEDA11..
13 years ago
Reply to  NEDVEDA11..

W e L C o M e !

Gurami Tkebuchava
13 years ago

კითხვა : რას ფიქრობთ, გუნდმა ერთი მოთამაშის სანაცვლოდ 45-60 მილიონი ევრო გადაიხადოს თუ საშუალო ღირებულების მეტი მოთამაშე დაიმატოს ?

კონტე : “ფული სწორად უნდა გადანაწილდეს.45-60 მილიონის დახარჯვა ხშირ შემთხვევაში მეტად დადებით შედეგს იძლევა, ვიდრე 15 მილიონად მოთამაშის დამატება.”

შეიძლება კითხვა აგეროს 45_მილიონზე დაუსვეს… (ნეტა მართლა იყიდონ :) საღო კონტეს, იმედია გაამართლებს! ნამდვილი იუვენტინოა ეს კაცი! მიდი მიაწექი და დაგვიბრუნე ის დიდება რაც გვქონდა შენს დროს!

lasha naxucrishvili
13 years ago

მიდი კონტე მოთხოვე მაგ გამოთაყვანებულებს კარგი ფეხბურთელები, დელ ნერი რო იყო ისეთი შთაბეჭდილება მრჩებოდა თითქოს დელ ნერის არც ეკითხებოდნენ ისე ყიდულობდნენ ფეხბურთელებს, ნუ შეილება ვცდები შეილება არა.
ყველას ყელში ამოგვივიდა ეს 2 წლიანი ამაზრზენი სეზონი !!!!!
ამ კაცს წარმატებებს ვუსურვებ. დელ ნერისთან ერთად მაროტაც უნდა გაეგდოთ !!!

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

იასნია რო თავს აარიდებდა , დელ ნერის პონტში საკმაოდ უხერხული კითხვა იყო

sandro ivaneishvili
13 years ago

კონტე : “ფული სწორად უნდა გადანაწილდეს.45-60 მილიონის დახარჯვა ხშირ შემთხვევაში მეტად დადებით შედეგს იძლევა, ვიდრე 15 მილიონად მოთამაშის დამატება.” ჭკვიანი კაცი ჩანს
კითხვა : გქონდათ თუ არა “იუვენტუსიდან” პირობა იმისა, რომ გუნდი წარმატებისთვის ინვესტიციებს ჩადებდა, თუ შემოთავაზებას ნებისმიერ შემთხვევაში დათანხმდებოდით ?

ამ კითხვას კი თავი აარიდა

Dutch
ადმინისტრატორი
13 years ago

გიო ძმა ხარ !!!

აკაკი მეტრეველი

საღოლ გიო!!!

| Newsphere by AF themes.
24
0
Would love your thoughts, please comment.x