ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ნედვედი: ” “იუვეს” მწვრთნელობაზე უარი ვთქვი “

როგორც ჩანს, “იუვენტუსის” ხელმძღვანელობა მწვრთნელის კანდიდატურად პაველ ნედვედსაც განიხილავდა. ჩეხმა ყოფილმა ნახევარმცველმა ამ თემაზე tuttosport -თან ისაუბრა და როგორც თავად დასძინა, მაშინ ასეთი გრანდიოზული ნაბიჯის გადადგმისთვის შესაფერისი დრო არ იყო: “ ეს სამუშაო ნამდვილად შემომთავაზეს, მაგრამ მე უარი ვთქვი. არამგონია ამისთვის საუკეთესო დრო ყოფილიყო, მაგრამ მომავალში კი ნამდვილად არ გამოვრიცხავ. ჩეხეთის ნაკრებს სათავეში სიამოვნებით ჩავუდგებოდი. ახლა დირექტორთა საბჭოს წევრი ვარ და ჩემთვის ეს დიდი პატივია. იმ გუნდის მსახური, რომელშიც კარიერის საუკეთესო წლები გავატარე ნამდვილი სიამოვნებაა. მე და ანდრეა ანიელი კარგი მეგობრები ვართ. ფეხბურთს და გოლფს ერთად ხშირად ვთამაშობთ, გვაქვს საერთო ინტერესები და ერთნაირად ვაზროვნებთ. ” -ბოლო სამი წლის მანძილზე “იუვენტუსში” რამდენიმე მწვრთნელმა იმუშავა. ზუსტად როდის შესთავაზეს ჩეხს მწვრთნელის პოსტი, ექს-ნახევარმცველს არ დაუკონკრეტებია.

წყარო: football italia

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

16 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
gioiuve
13 years ago

კონტეს მაროტა კიარა მოჯიც კი ვერ დააბოლებს… ეგ ტიპი იმენა ყოველთვის ტვინი იყო და მოედანზეც მისი უპირატესობა ჭკვიანური გადაწყვეტილებები იყო.

valeri tokhadze
13 years ago

ყველაზე მაგარი კაიცი იუვეს გული

sandro ivaneishvili
13 years ago

სწორი ქნა იმიტომ რომ წარუმატებლობის შემთხვევაში ყველაფერს ტრეინერს შეტენიან

arseni
13 years ago

ნედვედისნაირი მართლა დახატავდა იუვეს, მაგრამ არა პაციენცა და ინლერი … სულელია ეს მაროტა მელო ტრანსფერზე დააყენა და გაყიდის ეხლა 12 მილიონად …ეს გარეწარი ესა, მაგიტომ მყავთ კონტე რომ ადვილად მოატყუებენ მაროტა და მისი ხროვა .

NEDVEDA11..
13 years ago

გრაციე! ჩუვაკ 8)

shot10
13 years ago

მთელი გულით გისურვებ წარმატებებს!!!
“მწვანე მინდორზე” მართლა უძლიერესი იყავი!!!
ნახევარდაცვის საყრდენი ბურჯი!!!

Gurami Tkebuchava
13 years ago

მგელი ხარ პაველ!

lasha naxucrishvili
13 years ago

პაველ ნედვედისნაირი ფეხბურთელები ჭირდება იუვეს ამისათვის კაი ფულის ხარჯვა მოუწევს ხელმძღვანელობას !

dito ziraqadze
13 years ago

როგორ არ დაბაჯბაჯებდა თან საყვარლად :D დადეთ რა ნედვედის გოლები იუვეს შემადგენლობაში კამონარეზის დადეთ და ამის ვიდეოებს არ დებთ :(

LasHa janelidze
13 years ago

აუ მენატრები ნედვედ შენი თამაშის ყურება მომენარა ლეგენდა ხარ ნედვედ

dito ziraqadze
13 years ago

ხოდა მიტომ უძახი ბაჯბაჯას :D რა საყვარლად დაბაჯბაჯებდა ეჰ :(

აკაკი მეტრეველი
Reply to  dito ziraqadze

ნედვედის სირბილი ბაჯბაჯს ნაღდად არ მაგონებს მე :mrgreen: ნამდვილი ფეხბურთელი და ნამდვილი მეომარი იყო რა

araxoza
13 years ago

ამის სირბილი მაგარად მევასებოდა :)

dito ziraqadze
13 years ago

ჩემი ბაჯბაჯა :( ეჰ გვენატრები პაველ :(

araxoza
13 years ago

მაგარი კაცი ხარ პაველ! ეჰ როგორ მენატრება შენი თამაში…

აკაკი მეტრეველი

როგორც ყოველთვის, მართალი ხარ პაველ

| Newsphere by AF themes.
16
0
Would love your thoughts, please comment.x