ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია “

ესპანური და იტალიური ჟურნალ-გაზეთები “იუვენტუსის” იგუაინის მიმართ ინტერესის შესახებ იტყობინებიან. საქმე იმაშია, რომ “რეალს” აგუეროს გადმობირება სურს, ტრანსფერს კი “ატლეტიკოს” პოზიცია და “იუვენტუსის” ინტერესი ართულებს. თუ დედაქალაქელები საბოლოო არჩევანს მაინც აგუეროზე შეაჩერებენ, კლუბის დატოვება ალბათ სწორედ იგუაინს მოუწევს, რომლის შეძენაზეც ტურინული მხარე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ასე და ამგვარად ყველა მხარე მოგებული რჩება, მით უმეტეს, რომ “ატლეტიკო” ფორვარდში მინიმუმ 45 მილიონ ევროს ითხოვს. იგუაინის მომავალზე მისი მამა და საფეხბურთო აგენტი საუბრობს: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია, ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მაგრამ “რეალის” ხელმძღვანელობას ჯერჯერობით ჩემი შვილის მომავლის შესახებ არაფერი გადაუწყვეტია. თავად გონსალოს “ბერნაბეუს” დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე არ სურს. თუ დირექტორატი მის გაყიდვას გადაწყვეტს, შემოთავაზებები საკმარისად გვექნება, მაგრამ “იუვენტუსიდან” ჯერ არავინ დაგვკონტაქტებია. “
წყარო: goal.com

69 thoughts on “აგენტი: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია “

  1. თუ რეალმა გაუშვა ალბათ საუკეთესო ვარიანტი იქნება ჩვენთვის, პირველ რიგში ამ ფასად ამაზე უკეთესს ვერ ვიყიდით, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ რეალმა გაუშვა. მაგრამ ჩვენ რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ ყველაფერი ისე იქნება როგორც ანიელის და “მის ძმებს” აქვთ გადაწყვეტილი, როგორიც არის კლუბის სატრანსფერო პოლიტიკა, გული მიგრძნობს ამ სეზონში არც აგუეროს იყიდიან, არც იგუაინს, არც ბენზემას და არც სანჩესს, მიუხედავად იმისა რომ დიდი სურვილი მაქვს ამ ოთხეულიდან თუ ორი არა ერთერთი მაინც ვიხილოთ ბიანკონერებში

  2. ესპანეთში 20 გოლი რაშვაშია ნაკრების წამყვან ფეხბურთელია.თან მეს ნაკრებში ვერ თამაშობს. იგუაინი მსოფლიოში ეთერთი საუკეთესო თავდამსხმელია

  3. ტევესი მაინც ვიყიდოთ რაააა არ გვინდა იგუაინი ამის თამაში ნანახი მაქ ამისთანა გვყავს ერთი და ამას ჯობია კიდეც ( მატრი) ესპანეთში 20 გოლის გატანა არაფერია ხოლო იტალიაში 20 გოლზე შეიძლება ძეგლი დადგან სისულელე არ გააკეთონ ეს არ იყიდონ აგერო ან ტევეესი უკეთესი იქნება

    1. ხოდა ჩევენტანოები და დებილები რო გვყავს თავდასხმაში მიტო ვერ შევდივართ ექვსეულში :D :D :D იგუაინი გ\ფუ მაგის დებილი… ეგ რო კაი იყოს რეალი არ დათმობდა

      1. ბრატ არ გეწყინოს მაგრამ ფეხბურთს უყურებ საერთოდ??? რეალმა ეტოოც გაუშვა თავის დროზე და მაგის გულისათვის უამრავჯერ დაისაჯა და საერთოდ რეალი არის გუნდი სადაც არავის არ აფასებენ… ბენზემას აგდებენ როცა კაცს ყველა თამაში გოლი გააქვს და ადებაიორს ყიდულობენ,,, იგუაინს კი მხოლოდ ბრმა არ დააფასებს.

  4. გონსალო არის იმენა გამტანი კაცი! და აგეროს თუ ვერ დავითრევთ (რაც ფაქტიურად გადაწყვეტილია :( ) ძაან კარგი ვარიანტია!

  5. რა იგუაინი რის იგუაინი აგუერო უნდა იყიდონ მიუშავოს 40 მილიონი და სისოკოს კონტრაქტი მეტი კი არ დაჯდება აგუერო და იგუაინმა შეიძლება კიევოს გაუტანოს 5 გოლი მარა ინტერს ან რომას ან მილანს გოლს ვერ გაუტანს ასეტი სტილის ფეხბურთელი არ გვჭირდება

      1. აგუერო! ჩემი აზრით არ თქვათ ახლა დელ პიეროს რატო ადარებო მარა 10 ნომრის ღირსი იქნება დელ პიეროს წასვლის შემდეგ

      1. იგუაინის თამაში როგორ არ მაქ ნანახი შარშან წინ იყო მემგონი მალაგასთან რეალი 3ჯერ აგებდა და იგუაინმა 3 ჯერ გაანიჩიავა და მეოთხეც შუეგდო მარა ბარსელონასთან და თუ ვინმე ძლიერი მცველი დაუუყენე დებილდება აგუეროს სისწრაფე და ტექნიკა უკეთესი აქ დარტყმაც შეიძლება შესრულება არა

        1. მაგაში ვერ შეგედავები რო აგეროს ჯობია… 10 თავით ჯობია კუნი! მაგრამ საქმე იმაშია რო აგროს სანჩესი არჩიეს და სხვა რა გზააა? ეს საუკეთესო არჩევანია…

    1. შენ რომასთან, ინტერთან და მილანთან არ წაგიგია ამ სეზონში, ზუსტან იმ ბანძებტან წავაგეთ ყველა თამაში.

    1. კაირა თავშესაფარი ხოარაა იუვე ყველა ვისაც სკამზე დასმა ემუქრება ჩვენთან მორბის

  6. ერთი ეს სანჩესი და ბასტოსი იყიდონრა ცოტა დავწყნარდე თორე უკვე ძაან ვნერვიულოოობ

  7. ვაიმე ლლისანდრო ძალიან მააგარია მარა ნეიმარზე რო იყო ბაზზრები აგარ განიხილება მისი კანდიდატურა ? :))))

  8. წლევანდელი სატრანსფერო პოლიტიკა აშკარად უკეთესია შარშანდელზე,(პირლო, ბასტოსიც თუ გადმოვიდა კაია), მაგრამ რა მაღიზიანებს იცით? თუ რეალმა დაიმატა კუნი, მაშინ იგუაინი გადმოვა იუვეში, ისე არაო, ჩვენ რა თავშესაფარი ვართ?

      1. ცუდი კი არადა კარგია, მარა გული მწყდება, იმ შემთხვევაში გადავა იუვეში, თუკი მისი ადგილი აღარ იქნება ძირითადშიო. ეს იუვეა და ამ დონეზე არ უნდა დავშვებულიყავით.

  9. დღეს აგუეროს დაბადების დღეა… 23 წლის გახდა

    რა ლამაზი დღეა
    რა ნათელი მზეა
    იმიტომ რომ დღეს “კუნის”
    დაბადების დღეა!!!

    აგუერო ხომ ხედავ გიმღერე და გადმოდი რა იუვეში, შენს თავს ამაზე კარგ საჩუქარს ნამდვილად ვერ გაუკეთებ…

  10. “ბებერ ქალბატონს” ბრაზილიელი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად გარჯა მოუწევს.

    ბასტოსზე კიდევ ესეთები იწერება? გავგიჯდი

      1. გუშინ ტელეფონით შემოვედი აქ გვიანი იყო და ბასტოსი ტურინელია ლამის ესე ეწერა და ეხლა ვკითხულობ ბევრი ჭვალება დასჭირდება იუვესო, გავგიჯდი რა…

        ბასტოსი და ბეკი მაინც მაღირსოს…

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.