ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია “

ესპანური და იტალიური ჟურნალ-გაზეთები “იუვენტუსის” იგუაინის მიმართ ინტერესის შესახებ იტყობინებიან. საქმე იმაშია, რომ “რეალს” აგუეროს გადმობირება სურს, ტრანსფერს კი “ატლეტიკოს” პოზიცია და “იუვენტუსის” ინტერესი ართულებს. თუ დედაქალაქელები საბოლოო არჩევანს მაინც აგუეროზე შეაჩერებენ, კლუბის დატოვება ალბათ სწორედ იგუაინს მოუწევს, რომლის შეძენაზეც ტურინული მხარე უარს ნამდვილად არ იტყოდა. ასე და ამგვარად ყველა მხარე მოგებული რჩება, მით უმეტეს, რომ “ატლეტიკო” ფორვარდში მინიმუმ 45 მილიონ ევროს ითხოვს. იგუაინის მომავალზე მისი მამა და საფეხბურთო აგენტი საუბრობს: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია, ის ევროპის ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. მაგრამ “რეალის” ხელმძღვანელობას ჯერჯერობით ჩემი შვილის მომავლის შესახებ არაფერი გადაუწყვეტია. თავად გონსალოს “ბერნაბეუს” დატოვება კონტრაქტის ამოწურვამდე არ სურს. თუ დირექტორატი მის გაყიდვას გადაწყვეტს, შემოთავაზებები საკმარისად გვექნება, მაგრამ “იუვენტუსიდან” ჯერ არავინ დაგვკონტაქტებია. “
წყარო: goal.com

69 thoughts on “აგენტი: ” “იუვენტუსის” ინტერესი ჩვენთვის დიდი პატივია “

          1. რონალდინიოს ბარსას მერე არ უთამაშია პირლო კიდე შევა თუ არა პორმაში არავი არ იცის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.