ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: ” მალე ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქე გახდება “

ფრანგული “ლიონის” ნახევარმცველის, მიშელ ბასტოსის აგენტის თქმით, “ბებერ ქალბატონს” ბრაზილიელი ფეხბურთელის გადმოსაბირებლად გარჯა მოუწევს. ბასტოსის კანდიდატურით ინგლისური კლუბები ინტერესდებიან: ” რამდენიმე კვირაში ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქე გახდება, ეს კი მისთვის ადრე დახურულ კარებს აღებს და ახალ შესაძლებლობებს უხსნის. რა თქმა უნდა, მის შესაძლო მყიდველთა სიაში “იუვენტუსი” პირველ ადგილზეა, მაგრამ აღნიშვნის ღირსია, რომ ოფიციალური წინადადებით უკვე ორმა ინგლისურმა კლუბმა მოგვმართა. ” -გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ის ორი ინგლისური კლუბი, რომელზედაც ბასტოსის აგენტი საუბრობს “ჩელსი” და “ტოტენჰემია”.
წყარო: football italia

51 thoughts on “აგენტი: ” მალე ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქე გახდება “

  1. სანჩესი თუ ითრიეს ძალიან გამიხარდება მაგარია , ეგ წელსაც უდინეზეში თუ დარჩა ოდესმე გრანდში აღმოჩნდება უეჭველი

  2. აგუერო რეალში გადავა…სანჩესი უნდა დავითრიოთ ყველა ვარიანტში…ეხლა ვინც გვყავს ამას დამატეთ სანჩესი და ბასტოსი და შეტევითი პოტენციალი საკმარისად ძლიერი იქნება..

  3. თავდამსხმელებიდან რა თქმა უნდა აგუერო მინდა ძაან ეგ თუ ვერ იყიდეს მაშინ სანჩესი შესანიშნავი დრიბლინგი და სისწრაფე აქ არ მესმის ზოგს რატომ არ მოსწონს, კაროჩე ამ ორიდან ერთ ერთი თუ ვერ ვითრიეთ საღოლ ამათ მაშინ რა !

  4. კაროჩე ალექსის სანჩესი დავითრიოთ, ინლერი, ბასტოსი, და კიდევ მარჯვენა კაი მცველი…ვანდერვილი კაია, მაგრამ ალბათ სავარაუდოდ ბეკი იქნება…და ისე ერთი ზამენისთვის ვინემ ცენტრალური მცველი…დამიჯერეთ ამ გუნდით კონტე ულაპარაკოდ გაგვიყვანს ჩემპიონთა ლიგაზე…ამაური, იაკინტა, სალიჰამიჯიჩი, მოტა, გრიგერა, გროსო გასაშვები არიან…ისე ჯერ ადრეული დასკვენების გამოტანაც არაა მართებული…ფანჯარა გუშინ გაიხსნა და დღესვე სუპერტრანსფერები გვინდა..ასე არაა აგვისტოს ბოლომდე ბევრი დროა და მართლა ისეთ ფეხბურთელებს მოიყვანენ ვისაც კონტე შეარჩევს…მოკლედ დაცდაა საჭირო და ყველაფერი კარგად იქნება…

    1. ძმა სანამ ესენი შერჩევას მოამთავრებენ გაიყიდება ყველა და ვიყიდოთ მერე ბორიელო ან ჯილარდინო უყურუთ ისევ სვარკებს ეს სატრანსფერო ფანჯარა პროსტა იმიტომაარო ოფიციალურად გაიფორმო ფეხბურთელი თორე მანამდე ყველას მოყომარებული აქვთ ფეხბურთელებთან და ეხ მოაწერინებენ ხელ

      1. MELLO

        შენ რომ ამბობ ყველას უკვე მოყომარებული აქვსო ვინ ვინ უნდა იყიდოსო, იუვესაც მოყომარებული ექნება…შარშან ტრანსფერებზე ფული არ იყო და მაროტამ ისინი იყიდა ვინც მოუვიდა და თან დელ ნერი იყო …ე , აბა დიეგოს გაშვება იქნებოდა…წელს კი სულ სხვა სიტუაციაა, გუნდი ზედიზედ 2 წელია 7 ადგილზე გადის და ანიელიც გამოფხიზლებულია უკვე…მოკლედ ამათ სატრანსფერო გეგმა უკვე აქვთ, უბრალოდ კონტეს ბოლო სიტყვაზეა დამოკიდებული ყველაფერი…

        მოკლედ იმის თქმა მინდა რომ ყველაფერი კარგად იქნება…ფორცა იუვე, ფორცა კონტე

  5. ეს სანჩესი თუ მაინც იყიდეს კაი იქნება თან 18 მილიონს უფასებენ და რაა ძცირი ახალგაზრდაა და იტალიას შეჩვეული მთავარია ლიგაზე გასვლა

      1. მარტო მოთხოვნა რააა აგუეროს აქვს არჩევანი რეალი და იუვე რომელს აირჩევს შენი აზრიით? პასტორეს მილანი ინტერი და ჩელსი აბა აირჩევს იუვეს? მოჯი რო იყოს იქნებოდა იმედი მარა მაროტას ხელში ეეეეეეე

        1. აგუერო არც მინდა მგონია რომ ვერ ითამაშებს იტალიაში.
          დიდს არავის ვამბობ უბრალოდ ბასტოსი მოაგვაროს და ფლანგზე მოიყვანონ ახალგაზრდა მცველი, ჰაინცე და ბებერი როჯები კიარა ახალგაზრდა პერსპექტიული. დანარჩენს თუ ლიგაზე გავალთ მერე ალბათ.
          ნინც დაბერდა და კლუბიდან გაუშვეს ყველა ამან წამოიყვანა. თუ უდინეზეს აქვს სელექცია და ის პოულობს სეზონზე ორ სამ ტალანტს ერთი ამათმაც აღმოაჩინონ.

  6. ხალხო რატო არეგუებით იმ აზრსრო მაროტა არავის მყიდველი არაააა. გამოისყიდის ამ იჯარებს და გვეტყვის აი შესანიშნავი ტრანსფერები გავაკეტეო ან ვისმეს მოიყვანს ვისაც თავის გუნდი კონტრაქტს აგარ უგრძელებს შეეგუეთ

      1. მემგონი კიარა ეგრეა იტალიური პრესის მიმოხილვა როა იქაცკი აღარ იძახიან არაფერს ესეიგი მორჩა მაროტას უაზრო დაპირებები

  7. ბასტოსი, სანჩესი. სისოკო გაუშვან და ლასანა დიარა მოიყვანონ. ერთი დაცვა ცენტრში როლანდო პორტოდან და ერთი ვინმე ფლანგი დაცვაში.
    აგუერო და ტრიპაჩი ტრანსფერები არ გვჭირდება.
    ეს იაკინტა, სალიჰამიჯიჩი და ტონი მოიშორონ სანამ ვინმემ შეიძლება რამე გადაიხადოს მაგათში თორე ხელში ჩააკვდებათ. გროცოც დაბერდა.

      1. სანჩესი 20 ღირს, აგუერო 45. ისე თუ დავფიქრდებით არცერთი არ უნდა იყიდონ. ორივე ძვირია. ბასტოსი კიდე საჭიროა და ერთი მცველი ფლანგზე. ეგაა მეტი არაა საჭირო. ლიგაზე მაინც არ ვართ. ტუ ლიგაზე გავალთ მერე შეიძლება ფიქრი მაგ ფეხბურთელებზე.

  8. ჩვენთან ალექსის სანჩესი გადმოდის და არა როსი , როსის ტრანსფერი დაივიწყეთ როჟას ბარსელონაზე აბოდებს

  9. კიარ მითხრა ამბობს იუვეზე ვოცნებობო, თუ ჩელსი წაეჩალიჩა და მერე თქვა ჩელსზე ოცებობო, მართლა აღარ გვინდა.

  10. არ არსებობს ეგ ტყუილს ამბობს ეგ ვიღაც, პროსტა მაგ ლაპარაკით უნდათ რო იუვემ რაც შეიძლება მალე იყიდონ ეს ფეხბურთელი და ის თანხა გადაიხადონ რასაც ითხოვენ :-D

  11. ყველას ძალიან გვინდა ბასტოსი…იმედია გადმოვა..ყოველშემთხვევაში თვითონ უნდა იუვეში…მაგრამ აქ ერთი პრობლემა ისაა რომ კონტეს მგონი არ უნდა ბასტოსი…არ ვიცი ვნახოთ რა იქნება, მაგრამ ბასტოსი აშკარად გააძლიერებს შეტევით პოტენციალს…

  12. არა ბლეფაობენ , ბიზნესია რაა.
    ტიპს თვითონ უნდა იუვეში თამაში და ტოტენხემში არ წავა.
    ჩელსმა კიდე რამდენი ფეხბურთელლი უნდა იყიდოს არ გადაიწუწეს კაცო თავზეე? მაინც არაფერი გამოდით

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.