ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ინლერი: ” მალე “იუვე” ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნდება “

“იუვენტუსის” სატრანსფერო სამიზნე, გიოკან ინლერი tuttosport -ისთვის იმცემულ ინტერვიუში “ბებერი ქალბატონის” შესახებ საუბრობს. ბოლო ორი სეზონია ტურინელები მხოლოდ მეშვიდე პოზიციას სჯერდებიან, მაგრამ ინლერის თქმით მალე ეს გუნდი ისევ ჩვეულ სიმაღლეზე ავა:” “იუვენტუსი” არის და ყოველთვის იქნება მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი კლუბი. სეზონის მეორე ნახევარში სერიოზულ პრობლემებს გადააწყდნენ, ასეთი რამეები იშვიათად ხდება. მომავალი სეზონი “იუვესთვის” უეჭველად უკეთესი იქნება. გამოთქმა, რომ ორჯერ მომხდარს მესამეც მოჰყვება ხოლმე ამ შემთხვევაში უადგილოა. ჩემი აგენტი დიონო ლამბერტი ჩემი მომავლის სასიკეთოდ წარმართვას ცდილობს, მაგრამ იმავეს ვიტყოდი “უდინეზეს” ბოს ჯიამპაოლო პოციზე. რაც შეეხება ციგლერს, რა თქმა უნდა “იუვენტუსზე” ვისაუბრებდით, სანაკრებო გამოძახებების დროს ერთად ბევრ რამეზე ვსაუბრობთ. რეტო ახალ თავგადასავალს დიდი ენთუზიაზმით ხვდება. ” -შეგახსენებთ, რომ გუშინ “უდინეზემ” “იუვენტუსის” ინლერისადმი ინტერესი ოფიციალურად გაახმოვანა.

წყარო: football italia

19 thoughts on “ინლერი: ” მალე “იუვე” ჩვეულ სიმაღლეზე დაბრუნდება “

  1. მელო ამაზე ძლიერია! ყველაფრით! და რა სიკვდილათ უნდათ მე არ ვიცი… რა ცენტრს გააძლიერბს? მემგონი უფრო სკამს :D

  2. ყველაზე ძალიან ბასტოსი მინდა ესენი თუარ მოვლენ არაფერი დაშავდება და ბენზემა მინდა იუვეში იყომაროს. ლიონში რო იყო იმის მერე , დარწმუნებული ვარ გაქაჩავს

  3. tqveni ar vici da me ki minda tom es kaci turinshi moiyvanon sakmaod kargi da mebrdzoli xasiatis fexburtelia ai shemdeg ki martla magari iqneba iuves centri radgan yvela tavs moiklavs moedanze rata dziritadshi iyvenn da aravis eqneba garantirebuli adgili gundis dziritadshi

  4. ინლერი ფიზიკურად ძლიერია და მართლა კაი მოთამაშეა…უდინეზემ წელს რასაც მიაღწია დიდი ღვაწლი აქვს ამ კაცს…

    1. იტალიის ჩემპიონატი იყო წელს მაგარი სუსტი და იმიტომ გაქაჩეს ამ ინლერებმა და ვიღაცეებმა თორე საერთოდ არ იქნებოდა მაგათზე ამდენი ბაზარი. ინტერი იუვე და რომა იყვნენ კრიზისში და ეგაა მაგის მიზეზი

      1. შეიძლება, მაგრამ ინლერი რომ ფიზიკურად ძლიერია და 90 წუთის განმავლობაში რომ დარბის და არ ჩერდება ეგ უეჭველია…მოკლედ ნორმალური ფეხბურთელია…

  5. ვერ გაქაჩავს, ამის პოზიციაზე სამი ფეხბურთელი გვყავს და აკვილანსაც თუ იტოვებენ ეს რაღათ უნდათ?

  6. რა წესია ერთ სეზონს კარგად ჩაატარებს და ყველას უნდა ჯერ ლიგაზე ითამაშონ და დაგვანახოს რა შეუძლიათ და მერე იფიქრონ იუვეზე

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.