ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მარკიზიო : ” დარწმუნებული ვარ პირლოსთან ერთად ძლიერ ტანდემს შევქმნი ”

ბოლო პერიოდში ,  იტალიურ პრესაში გაჩნდა ინფორმაცია , რომ ტურინის დატოვებას კლაუდიო მარკიზიო აპირებდა . ჩაგდებული სეზონის შემდეგ ხელმძღვანელობამ გადაწყვიტა გაეძლიერებინა შემადგენლობა და გარკვეული კორექტირება შეეტანა . როგორც ჩანს მათ გადაწყვეტილი აქვთ ნახევრდაცვის ხაზის გადახალისება . გუნდში უკვე მოვიდა ანდრეა პირლო , ამასთან ერთად მაროტა ნაპოლიდან პაციენცას , ხოლო უდინეზედან ინლერის დამატებას აპირებს . მიუხედავად ამისა , ბიანკონერის იტალიელი ნახევარმცველი თავს მშვიდად გრძნობს და არსად წასვლას არ აპირებს …

” ტოპ ფეხბურთელი ტურინის გზაზე ? იმედი მაქვს ისინი ორნი იქნებიან . გადაჭრით მხოლოდ იმის თქმა შემიძლია , რომ იუვენტუსიდან არსად არ წავალ . ტურინი ჩემი სახლია , კონტრაქტიც არცთუ ისე დიდი ხნის წინ გავახანგრძლივე და ვფიქრობ ამით ყველანაირ ჭორს წერტილი უნდა დაესვას . გარკვეულ ეტაპზე , ვერცერთი ფეხბურთელი ვერ იტყვის გადაჭრით , რომ ის აუცილებლად სასტარტო შემადგენლობის წევრი იქნება . მოედანზე ადგილი უნდა დაიმსახურო მუხლჩაუხრელი შრომით ვარჯიშებზე . სწორედ ამას ვაკეთებ იმ დღიდან , როდესაც იუვეში მოვედი ” .

დღეისათვის კლაუდიო სკუადრა აძურისთან ერთად იმყოფება , რომელიც ესტონეთის ნაკრებთან გამართავს მატჩს. აღსანიშნავია , რომ მარკიზიო ბიანკონერის ახალწვეულთან – ანდრეა პირლოსთან ერთად გამოვა მოედანზე …

” რამდენიმე დღეა რაც პირლოსთან ერთად მოედანზე ვთამაშობ და ვფიქრობ კარგად შევეწყობით ერთმანეთს მოედნის ცენტრში ” .

წყარო : Football italia

5 thoughts on “მარკიზიო : ” დარწმუნებული ვარ პირლოსთან ერთად ძლიერ ტანდემს შევქმნი ”

  1. ერთი კაი თავდამსხველი გვინდა, ორი კაი მცველი და ნახევარმცველი…
    ერთადერთი რაც არ გვჭირდება ამ ეტაპზე არის მეკარე :-)

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.