ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ტონი: ” მე ახალი პროექტის ნაწილი ვარ “

ლუკა ტონი “იუვენტუსში” დარჩენაში დარწმუნებულია. იტალიელ ფორვარდს იმედი აქვს, რომ კონტეს ახალი პროექტის ნაწილი გახდება და ამ თემაზე Sky Sport Italia -სთან საუბრობს: “ უკვე გადაწყვეტილია, რომ კლუბისა და კონტეს გეგმებში შევდივარ. ტურინში ვრჩები და მწვრთნელისა და “იუვეს” დასახმარებლად ყველაფერს გავაკეთებ. არც ისე წარმატებული სეზონის შემდეგ ყველაფერი თავიდან უნდა დავიწყოთ. ” –ამაურის დაბრუნების შემთხვევაში შეტევის ხაზში აშკარად ხალხმრავლობა იქნება, მით უმეტეს, რომ ლაზარეთი უკვე კუალაირელამაც დატოვა: ” ამაურის შესახებ არაფერი ვიცი. ბრაზილიელი ბრწყინვალე ფორვარდია და მხოლოდ საუკეთესოს ვუსურვებ. ” -აცხადებს ტონი.
წყარო: football italia

75 thoughts on “ტონი: ” მე ახალი პროექტის ნაწილი ვარ “

  1. მილანს კიდევ ერთხელ მადლობას ვუხდი პირლოსთვის!!! მშვენივრად ითამაშა რასაც ვუყურე მეორე ტაიმში.. პირლო პირლოა და 32 ის იქნება თუ 47 ის თავისი კლასი მაინც არ დაეკარგება

  2. იტალია მართლა მაგარ ფეხბურთს თამაშობს.. მაგრად კომბინირებენ!!! საქართველოს რაც შეეხება – არაუშავს.. ვიბრძოლეთ, ვიომეთ.. მაგრამ არ გამოვიდა. არადა წესით ეს თამაში სტიმული უნდა იყოს ჩვენი ნაკრებისთვის – თურმე ყველასთან შეიძლება თამაში და შედეგის მიღწევა, თან უამრავი ფეხბურთელი გვაკლდა.. მოკლედ არაუშავს

  3. აუ იტალია რას უბერავს ბარსელონა მიმიქარავს :D პრანდელი ძალიან მაგარი მწვრთნელია.

  4. ქართველებზე რა თქმა უნდა გული მწყდება, ამ თემაზე კომენტარები მსოფლიო სპორტზე დავწერე აქ გამეორებას აზრი არ აქვს..

    იტალიელებს საღოლ, რა კარგ ფეხბურთს თამაშობენ..აკვილანის ტრავმა როგორ მეწყინა, იმედია სერიოზული არაა..

  5. გეთანხმები ძმა,არ უნდა ეთამაშა დაცვითის ტილი,ქეცბაიამ ჭამა და წააგო ეს თამაში..არ უნდა გაეყვანა იაშკა და ანანიძე ადრე უდნა შემოეყვაანა რომ ბურთიდ აეჭირათ

    1. აბა უნდა გაეხსნა თმაში ბურთი დაიჭირე ის ხოარა რაც შეუძლია იმას ათამაშებს მიდი და დაუჭირე აბა ბურთი მეათე ადგილზეა გუნდი რეიტინგში საღოლ ბიჭებო იბძოლეს და საღოლ გეცბა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.