კონტე 20 წლის წინ და ახლა…
ანტონიო კონტესთვის შავ-თეთრი მაისური უცხო არაა. როცა პირველად ის ტურინს ეწვია 1991 წლის ნოემბერი იდგა. “ლეჩედან” პირდაპირ ევროპულ გიგანტში გადასვლა, ცხადია, დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. დღეს ანტონიო “იუვეს” რიგებში თავის პირველ ინტერვიუზე საუბრობს. ცოტა ხნით წარსულში ჩვენც დავბრუნდეთ და ეს ინტერვიუ გავიხსენოთ…
1991 წელი, ნოემბერი. ანტონიო კონტე ეს-ესაა ტურინს ეწვია. მაშინ შეკითხვაზე, როგორი გრძნობაა “იუვენტუსის” შტაბ-ბინაში შესვლა, კონტემ ასე უპასუხა:
“ ახლა ჩემს მდგომარეობას ვერ აღვწერ, რომ გაიგო როგორი გრძნობაა ეს თავად უნდა ნახო, თავად უნდა განიცადო. ”
დღეს ის ამ კლუბის მთავარი მწვრთნელია, წარსულზე საუბარი ნოსტალგიებს გვრის, მაგრამ ჯანი ანიელისთან პირველ შეხვედრას მაინც ღიმილით იხსენებს: “ ეს ძალიან შემთხვევითი შეხვედრა იყო. ჯანი ანიელი თავის სამთო რეზიდენციაში ისვენებდა, მომიახლოვდა, რომ გამარჯობა ეთქვა და რაღაც ეკითხა. ერთმა შეკითხვამ ძალიან დამაფიქრა. მკითხა შენს კარიერაში რამდენი გოლი გაგიტანიაო. ცოტა შევცბი, რადგან აქამდე “კოპა იტალიაში” ორი “სერია ა” -ში კი მხოლოდ ერთი გოლი მქონდა გატანილი. დაბნეულმა ფაქტიურად ვიცრუე, როცა ვუთხარი, რომ თითქმის ყოველ წელს ვახერხებდი რამდენიმე ბურთის შეგდებას. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა სხვა ფეხბურთელის ყიდვა სურდათ და ჩემი შეცდომით მე მომიყვანეს. საბედნიეროდ ეს ასე არ აღმოჩნდა, მე კი მართლაც ვახერხებდი ყოველ წელს 7-8 გოლის გატანას როგორც შიდა, ისე ევროპულ ტურნირებზე, ცხადია, ეს ჩემს ზოგად შეფასებებზეც მოქმედებდა. ”
მაშინ ანტონიო კონტემ რაღაც ახალს ჩაუყარა საფუძველი, საკუთარი ეპოქა შექმნა და “იუვენტუსის” ისტორიაში ღირსეულ ფურცლად ჩაეწერა. ახლა “იუვე” ნამდვილად არაა საუკეთესო ფორმაში, კლუბს დახმარება სჭირდება და კონტეს შეუძლია ეს მეორედაც გააკეთოს…
წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი
B E L I E V E !!!
ესენი ერთ რამეს ვერ ხვდებიან, როცა სიენაში ქაჩავ არ ნიშნავს რომ იუვეში გაქაჩავ. ეს არის ის მთავარი რაც ხელს უშლით ძლიერი ფეხბურთელების და ძლიერი ტრენერის მოყვანაში.
ერთი წამი რა, რამე ფასეული, დაწერის ღირსი თუ ითქმება დაიდება ამ საიტზე და ისეთ ფონს ნუ ქმნით თითქოს რაღაცაც ვაკლებთ რა. იდება ყველაფერი რაც ამის ღირსია, ჭორაობაში არ გადაიზრდება საიტი არასოდეს სტატიების არ მოკლების გამო, მოთმინებით დაელოდეთ და ყვეალფერს რაც საჭირო იქნება სხვებზე ადრე გაიგებთ აქ…
მოკლედ ანტონიო, ჩვენც არ მოგატყვუო რამე… შენს იმედზე ვართ… მომდევნო სეზონი უნდა გამოვიდეს უმაღლესი პილოტაჟის… რომ ერთხმად აღოიაროს ყველამ: იუვენტუსი დაბრუნდა!
დიეგო პეროტიზე რა ისმის ახალი?
16 ლიმონიო და ზედმეტია მგონი
თქვენ რაღა დაგემართათ ამ იუვეს ფულებს რომ ვერ იმეტებთ, ყველაზე ძვირიაო ამბობთ და აბა ყანის მუშებია იაფი და ისინი მოვიყვანოთ.