ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აკუილანი კონტეს ტაქტიკურ მონახაზში არ ჯდება

ალბერტო აკუილანის საფეხბურთო აგენტის განცხადებით , ტურინის იუვენტუსი არ არის დარწმუნებული , რომ მისი კლიენტის ტიპის ნახევარმცველი ესაჭიროება მომავალი სეზონისთვის : ” ტურინელებმა გარკვეული ხნით პაუზა აიღეს , ისინი რამდენიმე დღეში გადაწყვიტავენ აპირებენ თუ არა აკუილანის გამოსყიდვას . პრობლემა ლივერპულის მიერ დასახელებულ თანხაში სრულებითაც არ არის , საქმე სავარაუდოდ იმაშია , რომ ანტონიო კონტეს მოედნის ცენტრში სურს ორი დაცვითი ფუნქციის მქონე ნახევარმცველით ასპარეზობა . ჩვენ უკვე განვიხილავთ სხვა ვარიანტებს იტალიაში და ასევე ევროპაში . თუმცა მიუხედავად ამისა ალბერტო არ დარჩება წაგებულ ვარიანტში , რადგან მას ჯერ კიდევ აქვს ლივერპულთან სამ წლიანი კონტრაქტი “ – განაცხადა ფრანკო ზავალიამ . იტალიური პრესის ინფორმაციით კი , ბიანკონერის ახალგაზრდა თავკაცი აპირებს 4-4-2 სათამაშო სქემით ასპარეზობას , რომლის მიხედვითაც  ცენტრში მყოფ ნახევარმცველებს დაევალებათ ფლანგზე მოთამაშე გარემარბების აქტიური დაზღვევა , სწორედ ამიტომ ეძებს კონტე დაცვითი სტილის შუახაზელს , რაც თავისთავად ნიშნავს იმას , რომ აკუილანის იუვენტუსიდან წასვლა მოუწევს .

წყარო : Football Italia

38 thoughts on “აკუილანი კონტეს ტაქტიკურ მონახაზში არ ჯდება

  1. ეგ ბიჭი არა იუვეს თრგზე გამოჭრილი იგროკი-ხასიათის მოთამნაშეა და მისი ადგილი ხალ ბიანკონერიში-არ არის!!

    1. მგონია რომ ათამაშდება… არადა ნაკრებში თამაშობს ასე თუ ისე… სწორად უნდა ადგილის შერჩევა ალბათ…

    2. ნათხოვარ ფეხბურთელს სრული პოტენციალი გამოევლინოს მე არ მახსოვს.. ერთი კასერესი რო დავიმათეთ ბარსადან იმან გაამართლა და ისიც არ გამოვისყიდეთ

  2. დასატოვებელია რა ეს ბიჭი აბა მელო უნდა დარჩეს? 4-4-2 ვერ ვიტან ამ ანტი სისტემას დროა შემტევი ფეხბურთი ვითამაშოთ. თუ შემტევი შემქმნელი ფებურთელი არ ჯდება მაშინ რობოტები რათ გვინდა ფეხბურთელების წაქცევის მეტი რო არ იციან არაფერი აქუილანი მაგარი იქნება პირლოსთან აი ნახავთ თუ დატოვეს მეორე ხავი და ინიესტა იქნება ამაში დარწმუნებული ვარ. შარშან მარტო თამაშობდა რობოტ მელოსთან და სისოკოსთან რა უნდა ექნა. თუმცა სისოკო სჯობია მელოს ათი თავით. მაგარი ცენტრი გვეყოლება აქუილანი+პირლო+მარკიზიო.

  3. სტატიას რაც შეეხება: აკვილანი რატომაც მინდა დარჩეს არის ის ფაქტი, რომ იტალიელია და უკეთესად შეუძლია თამაში აშკარად (ნუ ნაკრებში თამაშობს ფაქტია) და რომ დარწმუნდება რომ ბოლომდე გამოვისყიდეთ, მგონია რომ უკეთესად ათამაშდება და გამოგვადგება…
    სქემაში ჯდება თუ არა ეგ კონტემ იცის, მაგრამ შეიძლება ამ ბიჭის გამოყენება და უკეთესად დაქოქვა…

  4. George

    1. რა გგონია ეგ ჯოვინკო? მალე იტალიის ნაკრებიდანაც მოაშორებენ თუ ბევრს ილაპარაკებს და 2. ნუღარც იტალიას უბალეშიკებ და ნუღარც იუვეს, თუ ჯოვინკოს გამო ბალეშიკობ… იმის ნახევარს არ აკეთებს, რამდენსაც ტლიკინებს…
    3. ჩვენზე სუსტი გუნდებიდან ვძლიერდებით და ბეკი და ბასტოსი საუკეთესო ვარიანტიაო… ჰოფენჰაიმი ალბათ იუვეზე ძლიერად მიგაჩნია… რატომ ჰოფენჰაიმი ალბატ მიხვდი…
    4. შენ რომ იუვეს გულშემატკივრობა დაიწყე უკვე გრანდი და ვარსკვლავების გუნდი იყო და არ გახსოვს ის ფეხბურთელები მერე რომ იუვეში გავარსკვლავდნენ საიდან იქნენ გადმოყვანილნი…
    5. შენს მიერ ე.წ. სერია ბ-ს მწვრთნელი ანტონიო კონტოე, როგორი ხასიათის პიროვნებაც ეხლა ჭირდება გუნდს…და მთელი იუვეს ტიფოზები მიესალმნენ მაგის მოყვანას…
    6. ვის ელოდი? ალბათ გეგონა მესი, რონალდო, რუნი, ჩავი, ინიესტა და ა.შ. გამოიქცეოდნენ იუვეში, არიქა ახალი სტადიონი აქვთ და ელკანი ფულის ჩადებას აპირებსო…

    ეს გუნდი შენდება ეხლა თავიდან დრო ჭირდება ყველაფერს…

  5. თუ გამოისყიდიან მომავალ წელს სხვანაირ აკვილანის იხილავთ!!! და ეს ბავშვური სისულელეები არ მობეზრდათ?! – ტაკტიკურ მონახაზში არ ჯდება – აბა რაში ჯდება??!! მაშინ მწვრთნელი არ ვარგა, ვერ ერკვევა ტაკტიკებში და მარტო ერთი ტაკტიკა აქვს დაზეპირებული : ))

    1. +1

      ტაქტიკურ მონახაზში არ ჯდება, ეს მცნება იუვეს ირგვლის მესმის მხოლოდ…

      დიდად არც მე მინდა დატოვონ მაგრამ, გასულ წელს დიეგოზე არ ჯდებაო გაყიდეს და შედეგი სახეზეა (შეიძლება დიდიც არაფერი მომხდარიყო არ გაყიდვით მაგრამ აშკარად უაზრო სკამის ბრალია ეს სეზონი) ეხლა ამაზე არ ჯდებაო იძახიან…

      პ.ს. რა მინდოდა რატო დავწერე კომენტარი, წნევამ ამიწია ისევ… :mrgreen:

      1. არა ხოო – უკვე სერიოზული ამბავია ეს ყველაფერიი.. რაღაცნაირად პარალელების გავლება უკვე შეიძლება წინა ზაფხულთან, სანამ ვინმე ვარსკვლავს(აგუერო,ნეიმარი,ბენზემა,როსი) არ ვიყიდით ვერ დავმშვიდდები

  6. ეს კიდე მოაშორეთ თვალად აღარ დამანახოთ მიჰყვეს ამას მარტინესი და კამპანია სანამ ჭკუიდან შევიშალე

  7. ლეგენდაა იუვესთვის ალექსა, მაგრამ ახალგაზრდებში წლის მოთამაშე რომ ხდება ეგ უკვე გუნდის სირცხვილია ბოლოს ბოლოს საპენსიო ასაკს მიუკაკუნებს უკვე

  8. რა გახდა ეს ჯიოვინკო!!! მაგის ნაირი ძალიან ბევრია, დღევანდელი იუვესთვის ნამდვილად ზედ გამოჭრილია. მაგ ჭიაყელას იმედზე როგორ უნდა ვიყოთ ან რა ლიდერი ეგ უნდა იყოს

  9. juve_alex

    იუვეს ვერასოდეს ვუწოდებ დაბალი დონის გუნდს… ის ყოველთვის გრანდი იქნება!!!

    მაგრამ: მე იუვე დამინგრიეს!!!

    მალე დაგანახებ სებას შესაძლებლობებს!!!

    და თუ სება შერია-Aში დარჩენისთვის იბრძოლებს, იუვე ყოველთვის ევროპა ლიგით დაკმაყოფილდება…

  10. პირველი კარგი ამბავი ამ ბოლო დროს

    მეორე კარი ამბავი ის უნდა იყოს რო ლოგიკურად თუ ჩამშლელი იგროკები ჭირდება კონტეს მაშინ მელოს სერიალიც დამთავდება და დარჩება ფელიპეც იუვეში

  11. ვსიო!!! ჩემი იუვეს ფანობა დამთავრდა!!!
    2000-2011 წელი!!!

    როდესაც ფებურთის აზრზე მოვედი, პირველად ვუყურე სრული ინტერესით ევოპის ჩემპიონატს. იმ წელს ხელი მოვიტეხე და დედამ ფეხბურთის ფორმა მომიტანა… ეს იყო იტალიის 10იანი მაისური… იტალიის თამაში რომ დაიწყო ვაკვირდებოდი ვინ იყო 10 ნომეი და დავინახე დელპიერო… უზომოდ გავიხარე, როდესაც შემდეგ ტურში დელპიერომ შვედეთს მშვენიერი გოლი გაუტანა და პირველად ფინალის დღეს ავტირდი ფეხბურთის გამო… შემდეგ შემთხვევით შევესწარი ლიგის თამაშს, იუვე-პორტუ და დავინახე დელპიერო და იტალიის ნაკრებისა და იუვე გულშემატკივარი გავხდი… წავიკითხე და როგოც მოსწავლე ისე ვსწავლობდი იუვეს ისტორიასა და ფეხბურთელებს… არასოდეს დამავიწყდება 5მაისს, აღდგომის დღეს მოგებული სკუდეტო, როდესაც ინტერმა ლაციოსთან წააგო და იუვემ უდინეზეში 2-0 იმარჯვა… მე ვქომაგობდი გუნდს, სადაც ღირსეული ფეხბურთელები თამაშობდნენ და სათავეში მარჩელო ლიპი იდგა და ყავდათ სერიოზული მენეჯერი მოჯი… წლები გადიოდა მე კი ამაყი ვიყავი იუვეს ფანობით… გულისფანცქალით ველოდი სამშაბათ-ოთხშაბათს… უამრავი ტიტული და ლამაზი წუთები მივიღე იუვედან, შემდეგ სკანდალი და მეც იუვეს სერია-Bში გავყევი… წამითაც არ გამივლია მისიღალატი და დღემდე იუვეს გულშემატკივრად მოვდიოდი. მაგრამ ეს უკვე ზედმეტია, ეს უკვე ფანების უპაივცემულობაა და დაცინვაა რასაც იუვეს ხელმძღვანელები აკეთებენ!!!

    1. სერია Bს მწვრთნელი…
    2. შევიფარეთ პაციენცა…
    3. ძლიერდები შენზე დაბალი დონის გუნდის ფეხბურთელებით??? (ინლერი, ციგლერი, ვუჩინიჩი, სანჩესი, აღარ გავაგრძელებ…)
    4. საუკეთესო ვაიანებია ბეკი-ბასტოსი და ყურადღებას არ აქცევენ…
    5. უშვებ ალბერტო აკვილანს და იტოვებ სისოკოსა და პაციენცას…
    6. უკეთებ იგნორს სებასტიან ჯოვინკოს…
    7. არანაირი მონდომება ძვრები დიდების დასაბრუნებლად…

    და ბოლოს: გაყიდეს: დიეგო:( მოიშორეს ჯოვინკო:( იშორებენ აკვილანის:( აღარ შემიძლია…
    არ ვამბობ, რომ თქვენზე კარგად ვერკვევი ფეხბურთელშითქო, მაგამ მე პირადად იუვე დამინგრიეს…

    დღეიდან მე მყავს იტალიის ნაკრები… და მყავს სებასტიან ჯოვინკო, რომელიც სადაც წავა იმ გუნდს ვუბალეშიკებ… პამა იქნება ეს თუ ინტერი(რომელიც ბავშვობიდან მეზიზღება) და ამას გავაკეთებ იმის გამო, რომ ყველა იუვეს ფანს დაგიმტკიცებთ, ომ ჯოვინკო მისაგდები ფეხბუთელი არ იყო!!!

    წარმატებებს გისურვებთ, მე დავბრუნდები თუ სება დაბრუნდება, თუ არა და როდესაც ჯოვინკო vs იუვენტუსი იქნება მაშინ შევხვდებით და 3გოლს კიდევ მიემატება ეტაპობრივად გოლები!!!

    კარგად!!!
    :(
    :(
    :(

    1. ისე ინტერი ყველაზე ძალიან მეზიზღება. კაი ტო რა ჯიოვენკო, ვერ ხედავ სულ ძირითადში უნდა ტიპს. და ეგ მარტო დაბალი დონის გუნდებში იქნება სულ ძირითადში და გინდა დაბალი დონის გუნდის ფანი იყო ვიღაც ჯიოვენკოს გამო? იუვე ეხლა დაბალი დონის გუნდად ითვლება, მაგრამ სად პარმას ისტორია და სად იუვესი. ასე რომ დაფიქრდი, სანამ შავ-თეთრ მაისურზე უარს იტყვი ;)

    2. გული ამიჩუყა ამ კაცმა :cry:ჩაო ძმაო ჩაო……წარმატებები შენ ჯოვინკოს და დიეგოს…….ესე ბარემ ფეხზე გაცვია და თუ მიდიხარ მელო და მარტინესიც გაიყოლე და დავრჩებით ჩვენ იუვეს ბებერი გულშენატკივრები ისევ ბებერი კონტეს იმედზე რატომღაც მაინც ეგრე გვირჩევნია:mrgreen:

      1. რავიცი მე 14 ის გავხდი გუშინ და ვბალეიშიკობ დაბალი დონის გუნდს .
        მაგრამ მე იუვე მიყვარს და სულ ვუბალეიშიკებ და სადაც 11 წელი გიბალეიშიკია ერთი ჯიოვინკოს გამო მიდიხარ???
        ჩაო!!!! არ მესმის თუ ამდენი აიტანე ეხა რატო აღარ გინდა იუვე პრინციპში მე რო ვიყავი გაღიზიანებული მაშინაც ვაპირებდი მასე მოქცევას
        მაგრამ მერე დავწყნარდი . ნახვამდის!!!!!!!!!!

  12. სამაგიეროდ პაციენცა ჩაჯდება კონტეს სქემაში და იუვეც ჩაჯდება ისევ მე-7 ადგილზე …. დროზე შეიძინონ ბასტოსი სანამ ჩელსიმ არ აწაპნა ეგეც …

  13. ეს ლივერპულელებიც რა ჟმოტები არიანმ.. ხომ ნახეს რო ვერ გაქაცა – დაუკელი რაა!!!!!!! :evil:

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.