ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

კონტე 20 წლის წინ და ახლა…

ანტონიო კონტესთვის შავ-თეთრი მაისური უცხო არაა. როცა პირველად ის ტურინს ეწვია 1991 წლის ნოემბერი იდგა. “ლეჩედან” პირდაპირ ევროპულ გიგანტში გადასვლა, ცხადია, დიდ ემოციებთან იყო დაკავშირებული. დღეს ანტონიო “იუვეს” რიგებში თავის პირველ ინტერვიუზე საუბრობს. ცოტა ხნით წარსულში ჩვენც დავბრუნდეთ და ეს ინტერვიუ გავიხსენოთ…

1991 წელი, ნოემბერი. ანტონიო კონტე ეს-ესაა ტურინს ეწვია. მაშინ შეკითხვაზე, როგორი გრძნობაა “იუვენტუსის” შტაბ-ბინაში შესვლა, კონტემ ასე უპასუხა:
ახლა ჩემს მდგომარეობას ვერ აღვწერ, რომ გაიგო როგორი გრძნობაა ეს თავად უნდა ნახო, თავად უნდა განიცადო. ”

დღეს ის ამ კლუბის მთავარი მწვრთნელია, წარსულზე საუბარი ნოსტალგიებს გვრის, მაგრამ ჯანი ანიელისთან პირველ შეხვედრას მაინც ღიმილით იხსენებს: “ ეს ძალიან შემთხვევითი შეხვედრა იყო. ჯანი ანიელი თავის სამთო რეზიდენციაში ისვენებდა, მომიახლოვდა, რომ გამარჯობა ეთქვა და რაღაც ეკითხა. ერთმა შეკითხვამ ძალიან დამაფიქრა. მკითხა შენს კარიერაში რამდენი გოლი გაგიტანიაო. ცოტა შევცბი, რადგან აქამდე “კოპა იტალიაში” ორი “სერია ა” -ში კი მხოლოდ ერთი გოლი მქონდა გატანილი. დაბნეულმა ფაქტიურად ვიცრუე, როცა ვუთხარი, რომ თითქმის ყოველ წელს ვახერხებდი რამდენიმე ბურთის შეგდებას. სიმართლე გითხრათ, თავიდან მეგონა სხვა ფეხბურთელის ყიდვა სურდათ და ჩემი შეცდომით მე მომიყვანეს. საბედნიეროდ ეს ასე არ აღმოჩნდა, მე კი მართლაც ვახერხებდი ყოველ წელს 7-8 გოლის გატანას როგორც შიდა, ისე ევროპულ ტურნირებზე, ცხადია, ეს ჩემს ზოგად შეფასებებზეც მოქმედებდა.

მაშინ ანტონიო კონტემ რაღაც ახალს ჩაუყარა საფუძველი, საკუთარი ეპოქა შექმნა და “იუვენტუსის” ისტორიაში ღირსეულ ფურცლად ჩაეწერა. ახლა “იუვე” ნამდვილად არაა საუკეთესო ფორმაში, კლუბს დახმარება სჭირდება და კონტეს შეუძლია ეს მეორედაც გააკეთოს…

წყარო: “იუვენტუსის” ოფიციალური ვებ-გევრდი

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

7 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
NEDVEDA11..
13 years ago

B E L I E V E !!!

f b
f b
13 years ago

ესენი ერთ რამეს ვერ ხვდებიან, როცა სიენაში ქაჩავ არ ნიშნავს რომ იუვეში გაქაჩავ. ეს არის ის მთავარი რაც ხელს უშლით ძლიერი ფეხბურთელების და ძლიერი ტრენერის მოყვანაში.

13 years ago

მოკლედ ანტონიო, ჩვენც არ მოგატყვუო რამე… შენს იმედზე ვართ… მომდევნო სეზონი უნდა გამოვიდეს უმაღლესი პილოტაჟის… რომ ერთხმად აღოიაროს ყველამ: იუვენტუსი დაბრუნდა!

arseni
13 years ago

დიეგო პეროტიზე რა ისმის ახალი?

marchisio8
13 years ago
Reply to  arseni

16 ლიმონიო და ზედმეტია მგონი

f b
f b
13 years ago
Reply to  marchisio8

თქვენ რაღა დაგემართათ ამ იუვეს ფულებს რომ ვერ იმეტებთ, ყველაზე ძვირიაო ამბობთ და აბა ყანის მუშებია იაფი და ისინი მოვიყვანოთ.

| Newsphere by AF themes.
7
0
Would love your thoughts, please comment.x