ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

სატრანსფერო ჭორი ( მარტინესი )

გავრცელებული ხმების თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” ურუგვაელმა ფეხბურთელმა, ხორხე მარტინესმა, შეიძლება გუნდი დატოვოს. მარტინესზე პრეტენზიას “ფიორენტინა” და “უდინეზე” აცხადებს. მაგრამ როგორც თავად ფეხბურთელის აგენტი ამბობს, მას არანაირი შემოთავაზება არ მიუღია. “ “უდინეზეს” ინტერესი ჩემთვის სიახლეა. არც “ფიორენტინას” ბოსებს მოუმართავს ჩემთვის. ამჟამად ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია და შეიძლება მომავალ სეზონშიც  კი დარჩეს მის რიგებში,”-განუცხადა ფეხბურთელის აგენტმა Itasportpress.it-ს.

წყარო:goal.com

24 thoughts on “სატრანსფერო ჭორი ( მარტინესი )

  1. ხორხიტო დადგა შენი ჟამიც თუმცა შვილიშვილებს ეტყვი მე იუვეს რიგებში მანჩესტერის დაცვა ოლდ ტრაფორდზე ვათრიეო :D :D

  2. აჰა ეხლა მარტინესს უშვებენ

    იბრაჰიმოვიჩი ტიურამი ემერსონი ნედვედი ძამბროტა ზიდანი… ტრეზეგე დიეგო დელ პიეროც წავა მალე და ეხლა კიდე ხორხეს წასვლააააააა?

    ვინღა ითამაშებს მსოფლიო კლასის ფეხბურთს ტო

    1. არ ვარ წინააღმდეგი.. ბოლო 5 წლის ყველაზე ტეხნიკური იტალიელი ფეხბურთელია როსისთან ერთად.. გამიხარდება თუ დაბრუნდება.. კიდევ ერთხელ ვიმეორებ – არ მჯერა იმ სისულელეების რაც ვითომ ჯოვინკოს უთქვია.. ის რომ მე სადაც მინდა იმ პოზიციაზე მათამაშეთოო, ან ის კიდევ ყოველთვის ძირითადში მინდა თამაშიო.. არამგონია ესეთი დეგენერატული ფრაზები ეთქვას.. თუ ეგეთი ქედმაღალია და ჟურნალისტებს არ მოუგონიათ მაშინ ნამდვილად წინააღმდეგი ვარ მაგისი :-D

      1. გაიხარე… მე მაგის თავგადაკლული ფანი ვარ, და მინდა დიდების მწვერვალებს მიაღწიოს… მისი მჯერა იტალიის ნაკრებში!!!

  3. ისე სეზონის გოლიც რო ავირჩიოთ ამ თვის გოლებიდან არ გინდათ? სეზონის ფეხბურთელი და სეზონის გოლი ერთად იყოს….

    1. 10 საუკეტესო გოლი აარჩიოს მწერლებმა და იმ 10დან ავარჩიოთ… მე მაინც ალექსის გოლს ავარჩევ ბრეშას, რომ გაუტანა, ცენტრიდან წამოიღო ტიპმა ბურთი და ტექნიკური დარტყმით გაიტანა…

    1. მეც ეგ მიკვირს.. თუ აპირებენ აქამდე უნდა ეყიდათ.. ან არადა მაროტა კურორტზე არის და მერე იყიდის

  4. ბიჭებო არ დაგავიწყდეთ, რომ ჩვენ მაროტა გვყავს, ასე რომ შესაძლოა მართლა დარჩეს ეს :D

  5. რა დარჩეს აგენტოო??? წადით ვრა მოგვწყდით თავიდან!!! არ ცხვენია დარჩენა რომ უნდა??? ფიორეს შესთავაზონ მონტოლივოში და პლიუს ფულში და მონტოლივო მოვიყვანოთ ინლერის ნაცვლად. თუ არა და ინლერის ტრანსფერში ჩავრთოთ მარტინესი… მაროტა მოფხიზლდიიიი!!!

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.