ირლანდია 2:0 იტალია
გუშინ ღამით, ბელგიის ქალაქ ლეჟში იტალიის ეროვნული ნაკრები მეგობრულ შეხვედრაში ირლანდიის რესპუბლიკის გუნდს დაუპირისპირდა.მატჩი ბრიტანელების გამარჯვებით დასრულდა 2:0, თუმცა უნდა ითქვას, რომ არც სკუადრა აძურას დაუტოვებია ცუდი შთაბეჭდილება.მითუმეტეს, ჩეზარე პრანდელიმ ლიდერების დასვენება გადაწყვიტა და ესტონეთთან მატჩისგან განსხვავებით სრულიად შეცვლილი შემადგენლობა გამოიყვანა.სასტარტო თერთმეტეულში ბიანკონერებიდან ჯორჯო კიელინი, ანდრეა პირლო და კლაუდიო მარკიზიო გამოჩნდნენ, ჯიჯი ბუფონი და ალესანდრო მატრი თადარიგში იმყოფებოდნენ.კიელინიმ და მარკიზიომ მწვანე მინდორზე 90 წუთი დაჰყვეს, პირლო კი მეორე ტაიმის დაწყებისთანავე ანჯელო პალომბომ ჩაანაცვლა.ასევე მეორე ნახევარი ითამაშა მატრიმ, ბუფონი კი მოედანზე არ გამოჩენილა.
იტალია ( 4-3-1-2 )
ვივიანო; კასანი, გამბერინი, კიელინი, კრიშიტო ( ბალძარეტი 65′ ); ნოჩერინო ( ჯოვინკო 58′ ); პირლო ( პალომბო 46′ ), მარკიზიო, მონტოლივო; როსი ( მატრი 46′ ), პაცინი ( ჯილარდინო 58′ )
სათადარიგოთა სკამზე : ბუფონი, სირიგუ, ასტორი, მაჯიო, რანოკია, ტიაგო მოტა, კასანო
მთავარი მწვრთნელი : ჩეზარე პრანდელი
ამხანაგური თუ უნდა სულ წაუგიათ დანარჩენი მოიგონ თორე
დაიკიდეთ კაცო :)
ხდებაა ცააგეს რაა ყურადგებას ნუ მიაგცევტტ
იტალიის ბალენშიკი არ ვარ მაგრამ როგორ წააგეს!?
სულ ორჯერ დაურტყეს იტალიას კარებში.. დანარჩენი მთელი თამაში ირლანდიის ნახევარზე მიმდინარეობდა
აუუუუ
როგორ წააგეს