ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

მატრი ოფიციალურად “იუვეს” ფეხბურთელი გახდება

იტალიაში გავრცელებული ხმების თანახმად, “იუვენტუსმა” შეთანხმებას მიაწღია “კალიარისთან” მატრის შესახებ. სავარაუდოდ ალესანდროს  ფასი 10-12 მილიონამდე მერყეობს, მაგრამ ტურინელები სამი ახალგაზრდა ფეხბურთელის ჩართვას აპირებენ ამ ტრანსფერში: ლუკა მარონესი, ჩირო იმობილესი და კრისტიან პასკუატოსი. ასევე ცნობილი გახდა, რომ Sportitalia-ს ჟურნალისტმა მოკლე ტექსტური შეტყობინება  გაუგზავნა თავად ფეხბურთელს. ” მე ვიმედოვნებ, რომ ყველაფერი კარგად დამთავრდა და საბოლოოდ “იუვეს” ფეხბურთელი გავხდები,”- ასეთი იყო მატრის პასუხი.

წყარო:TuttoJuve

12 thoughts on “მატრი ოფიციალურად “იუვეს” ფეხბურთელი გახდება

  1. პრიმავერაში და მხოლოდ ვარჯიშებზე დასწრებას ჯობს რომ განათხოვრდეს სხვა გუნდში და უფრო მეტად დაიხვეწება გამოცდილების თვალსაზრისით… ბოლომდე რათმქაუნდა სამივეს არ გაყიდნენ… ნაწილი უფლება ექნება იუვეს…
    თან ითხოვთ მსოფლიო დონის ვარსკვლავების მოყვანას და თან გინდათ გუნდში იყოს ისეთი ახალგაზრდა ფეხბურთელები, ვისაც ფაქტიურად არ მოუწევთ თამაში… და სკამზე ჯდომას ჯობს რომ ფეხბურთელებს მიეცეთ შანსი… ბორუსიასავეთ რომ გააკეთოს იუვემ და ამ ფეხბურთელებით დაიწყოს სრულიად ახალგაზრდებით დახვეწონ და მე-3-4-5 სეზონამდე ვერაფერი ვერ ქნან, ნახევარი აქ გუნდს შეიცვლით საბალეშიკოს… მოკლედ რომ ვთქვათ ქიციც გინდათ და ქიცმაცურიც :-) და ეგრე არაა… სერია ა-ში ითამაშებენ და გამოიცდებიან უფრო…

  2. ფაბრეგასში არსენალი 40 ლიმონს ითხოვს და ბარსას იქნებ ავახიოთ?? და თუ ვერ ავახევთ ისინი დაიხარჯებიან :D

  3. პასკუატოს მაგრად აქებენ და საინტერესოა რას იზამს კალიარიში … სრულად იუვენტუსი ამ სამი ფეხბურთელის საკონტროლო პაკეტს კალიარის არ მიცემდა იასნია

  4. იმობილე გასაშვები იყო ისედაც..კაცი დაბერდა და პრიმავერას ვერ აცდა.. რაც შეეხება პასკუატოს მარონეს მათი თამაში არ მინახავს..სამაგიეროდ გუნდში ჯანდონატო და ბონიპერტს ვიტოვებთ

  5. iseti shtabechdileba mrcheba am xelmzgvanelobam axalgazrdebis gazrda ar ician.. an ushveben an ushansod arian .. tundac wina sezonshi 3-4 pexburtels mieca sahshualeba mxolod, isic 2-3 tamasho titqos mgoni ravi . da exlac moshorebaze arian .

  6. აუ მაგარიაა, მატრი ყველაზე მეტად მევასება :*

    ნუ იმ ახალგაზრდების თამაში ამ სეზონში არ გვინახავს, იმედია არენდით გაუშვებენ..

    1. აქედან ყველა განათხოვრებული იყო და ამიტომ არ მიეცათ საშვალება ისე კი იმობილე კარგი მოთამაშეა და შეუძლია დიდი ფეხბურთი ითამაშოს თან პატარა ასაკის არის.

      1. 21 წლის არის და გროსეტოს ვერ აცდა..მაგის დრო წავიდა უკვე.. მაქსიმუმ სამპდორიასნაირ გუნდებში თუ გაქაჩავს და 30 წლის რო გახდება მერე ნაპოლი იყიდის

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.