აგენტი: “კიდევ ერთი კვირა”
უკვე ძალიან გაიწელა ბასტოსის საქმე, მაგრამ როგორც საფრანგეთში ამბობენ ფეხბურთელი ამ ზაფხულს “ლიონს” აუცილებლად დატოვებს და სავარაუდოდ “იუვენტუსში” გადმობარგდება, მაგრამ გარდა ტურინელებისა ბასტოსს “ტოტენჰემი” და “ინტერი” აკვირდება.
“ნერაძურის” მწვრთნელი, ლეონარდო მას კარგ შეფასებას აძლევს და მზად არის პანდევიც დაუთმოს ფრანგებს, ხოლო რედნაპი მასში მარცხენა ფლანგის გამაძლიერებელს ხედავს. სამაგიეროდ “იუვენტუსი” ერთი ნაბიჯიდ წინ არის, რადგანაც შარშანაც აპირებდა მაროტა მის გადმობირებას, მაგრამ კრასიჩი შეიძინა, ახლა კი არაფერი არ უშლის ხელს რათა, “აუხდინოს” ბრაზილიელს თავისი ოცნება.როგორც ფრანგული გამომცემლობა Le Progres იუწყება, რომ მომავალი კვირა ყველაფერს გადაწყვეტს. სულ რაღაც ერთ კვირაში ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქეობას აიღებს და მისი გადასვლა ტურინიში პრაქტიკულად საბოლოო სახეს მიიღებს.საბოლოო ჯამში ტურინელებს ბრაზილიელი 15-17 მილიონი ევრო დაუჯდებათ. L’Equipe-თვის მიცემულ ინტერვიუში ბასტოსის აგენტმა დაამტკიცა, რომ მომავალ კვირას ყველაფერი გაირკვევა. ლიონში კი ყველა შეგუებულია, რომ ბასტოსი მიდის. თვით ფრანგი ქომაგებიც კი. მოვიდა დრო, რომ ტურინელი ტიფოზები ბასტოს ფეხზე წამომდგარი შეხვდნენ.
NEDVEDA11..
როგორი პონტია იცი … 1 – ის დამატების უფლება გაქვს … გინდა მერე გაგიშვია და გინდა არა , უკვე აზრი აღარ აქვს მაგას
საბუთს აიღებს და დაიმატებენ, თორე დათკა მაგის მერე ვე დაიმატებენო რომ ამბობ ეგრე სადაა :)
ეს 1 თვე მაროტამ თავი უნდა გაიგიჟოს და დადოს რა ტრანსფერები!
ბასტოსი,სანტონი,ბენზემა იდეალური იქნებოდა !
და + ერთი ნახევარმცველი
arseni
მექსე ხან თამაშობს ხან ვერ თამაშობს, ნუ ცუდი ტრანსფერი არ არის, მაგრამ როგორც ასეთი სუპერ ტრანსფერი არაა და არც მილანელები ამტკიცებენ რო სუპერია..
ციგლერი და ტაივო ორივე მარცხენა მცველია, უფრო რეტო მესიმპატიურება, დარტყმაც კარგი აქვს და გამოცდილებაც..
ეს 1 თვე მაროტამ თავი უნდა გაიგიჟოს და დადოს რა ტრანსფერები
ბასტოსი,სანტონი,ბენზემა იდეალური იქნებოდა :)
ჩვენ გვიხარია პაციენცა და ციგლერი უფასოდ დავითრიეთო, აგერ მილანმა უკეთესები არ იშოვა? ტაივო და მექსე … ახლა მაგათ ცენტრის და მარცხენა ნახევარდაცვის გაძლიერება უნდათ და კარგი გუნდი შეიძლება ყავდეთ ამ სეზონში
ტაივო-მექსე ციგლერ-პირლოს ტრანსფერებს ჯობია?
ტიავოს თამაშო ვინმეს გადაბმულად სამი ნაყურები მაინც აქვს ? თუ რადგანაც მილანმა იყიდა ესეიგი მაგარია ?
კლასნეე
გადაბმულად სამი სანჩესის არ მაქვს ნანახი
ბასტოსი juves pexburtelia echvi ar mepareba
ბასტოს ვერ ყიდულობენ იმიტომ რომ არა ევრო კავშირელია … მისი ყიდვის შემთხვევაში ლიმიტი ამოიწურება და ვეღარ დაიმატებენ არა ევროპელს მერე … ალბათ სანჩესის პონტში ატორმუზებენ , რავიცი
ააა.. მაგას არც დავკვირვებივარ და გასაშვები რო გაიშვას მერე შეილება ხო?
მე ამ საიტის ცვლილება დამევასა :smile:
იმენა სიახლე სიახლეზე იდება :D :D საღოლ
ეს ფაქტიურად გადმოსულია უბრალოდ პასპორტს როგორცვე აიღებს გააოფიზიალურებენ :)
მაროტაააააააა რას ელოდები შენიი !!!!!!!!!!
აუ რამდენს ფიქრობენ ამის ტრანსფერზე ტო. როცა ლაპარაკია ბასტოსზე დაფიქრება არცააა საჭირო უბრალოდ ფული გადაიხადე მოიყვანე გუნდში და ვსიო ! ძაან მაგარია მეშინია ვინმემ არ აგვახიოს :(
იყიდიან სავარაუდოდ 15 მილიონად