ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

აგენტი: “კიდევ ერთი კვირა”

უკვე ძალიან გაიწელა ბასტოსის საქმე, მაგრამ როგორც საფრანგეთში ამბობენ ფეხბურთელი ამ ზაფხულს “ლიონს” აუცილებლად დატოვებს და სავარაუდოდ “იუვენტუსში” გადმობარგდება, მაგრამ გარდა ტურინელებისა ბასტოსს “ტოტენჰემი” და “ინტერი” აკვირდება.

“ნერაძურის” მწვრთნელი, ლეონარდო მას კარგ შეფასებას აძლევს და მზად არის პანდევიც დაუთმოს ფრანგებს, ხოლო რედნაპი მასში მარცხენა ფლანგის გამაძლიერებელს ხედავს. სამაგიეროდ “იუვენტუსი” ერთი ნაბიჯიდ წინ არის, რადგანაც შარშანაც აპირებდა მაროტა მის გადმობირებას, მაგრამ კრასიჩი შეიძინა, ახლა კი არაფერი არ უშლის ხელს რათა, “აუხდინოს” ბრაზილიელს თავისი ოცნება.როგორც ფრანგული გამომცემლობა Le Progres იუწყება, რომ  მომავალი კვირა ყველაფერს გადაწყვეტს. სულ რაღაც ერთ კვირაში ბასტოსი ევროკავშირის მოქალაქეობას აიღებს და მისი გადასვლა ტურინიში პრაქტიკულად საბოლოო სახეს მიიღებს.საბოლოო ჯამში ტურინელებს ბრაზილიელი 15-17 მილიონი ევრო დაუჯდებათ. L’Equipe-თვის მიცემულ ინტერვიუში ბასტოსის აგენტმა დაამტკიცა, რომ მომავალ კვირას ყველაფერი გაირკვევა. ლიონში კი ყველა შეგუებულია, რომ ბასტოსი მიდის. თვით ფრანგი ქომაგებიც კი. მოვიდა დრო, რომ ტურინელი ტიფოზები ბასტოს ფეხზე წამომდგარი შეხვდნენ.

წყარო:tuttojuve

20 thoughts on “აგენტი: “კიდევ ერთი კვირა”

  1. NEDVEDA11..

    როგორი პონტია იცი … 1 – ის დამატების უფლება გაქვს … გინდა მერე გაგიშვია და გინდა არა , უკვე აზრი აღარ აქვს მაგას

  2. ეს 1 თვე მაროტამ თავი უნდა გაიგიჟოს და დადოს რა ტრანსფერები!

    ბასტოსი,სანტონი,ბენზემა იდეალური იქნებოდა !
    და + ერთი ნახევარმცველი :forza:

  3. arseni

    მექსე ხან თამაშობს ხან ვერ თამაშობს, ნუ ცუდი ტრანსფერი არ არის, მაგრამ როგორც ასეთი სუპერ ტრანსფერი არაა და არც მილანელები ამტკიცებენ რო სუპერია..

    ციგლერი და ტაივო ორივე მარცხენა მცველია, უფრო რეტო მესიმპატიურება, დარტყმაც კარგი აქვს და გამოცდილებაც..

  4. ჩვენ გვიხარია პაციენცა და ციგლერი უფასოდ დავითრიეთო, აგერ მილანმა უკეთესები არ იშოვა? ტაივო და მექსე … ახლა მაგათ ცენტრის და მარცხენა ნახევარდაცვის გაძლიერება უნდათ და კარგი გუნდი შეიძლება ყავდეთ ამ სეზონში

      1. ტიავოს თამაშო ვინმეს გადაბმულად სამი ნაყურები მაინც აქვს ? თუ რადგანაც მილანმა იყიდა ესეიგი მაგარია ? :mrgreen:

  5. ბასტოს ვერ ყიდულობენ იმიტომ რომ არა ევრო კავშირელია … მისი ყიდვის შემთხვევაში ლიმიტი ამოიწურება და ვეღარ დაიმატებენ არა ევროპელს მერე … ალბათ სანჩესის პონტში ატორმუზებენ , რავიცი

  6. მაროტაააააააა რას ელოდები შენიი !!!!!!!!!!
    აუ რამდენს ფიქრობენ ამის ტრანსფერზე ტო. როცა ლაპარაკია ბასტოსზე დაფიქრება არცააა საჭირო უბრალოდ ფული გადაიხადე მოიყვანე გუნდში და ვსიო ! ძაან მაგარია მეშინია ვინმემ არ აგვახიოს :(

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.