მწერლების საყურადღებოდ !!!
ForzaJuve.Ge – ზე ცვლილებებია, ყველანი სრულიადში…
პირველ რიგში, მოგესალმებით და მადლობას გიხდით, რომ საიტის გასაუმჯობესებლად საკუთარი წვლილი ყველას შეგაქვთ.თითოეული სტატია და თითოეული კომენტარი საიტის წარმატებისკენ ერთ ნაბიჯს დგამს.თავს არ მოგაწყენთ და უშუალოდ საკითხზე გადავალ.
საიტზე შემოსვლისთანავე შეამჩვნევდით, რომ მთავარ გვერდს ახალი ფუნქცია, ე.წ “სლაიდი” დაემატა, რომელიც უახლესი სტატიების შესახებ მცირე ინფორმაციას გაწვდით.ამ ველის დამატებამ ვებ-გვერდი გაალამაზა და რაც მთავარია, საკმაოდ დახვეწა.
როგორც ხედავთ, სლაიდისა და უშუალოდ სტატიის სურათები ერთმანეთისგან განსხვავდებიან, განსხვავებაა სათაურებს შორისაც.ეს ძალიან მნიშვნელოვანია და შესაბამისად, ნებისმიერი მწერალი ვალდებულია მსგავსი დავალებები შეასრულოს.ამ სტატიაში მაქსიმალურად დაწვრილებით შევეცდები, სლაიდთან დაკავშირებული სიახლეები ავღწერო და ჟურნალისტებს დავეხმარო.
მაშ ასე, სტატიის დაწერა, სურათის ზომები, წყაროსა და კატეგორიის მითითება ტრადიციულად უცვლელია.
სიახლის დაწერის შემდეგ, ვარჩევთ სტატიისგან განსხვავებულ სურათს და შევდივართ ვებ-გვერდზე www.freeonlinephotoeditor.com.ამავე საიტზე. ზედა მარცხენა კუთხეში ვნახავთ ფუნქციას Choose File და ავტვირთავთ სურათს.სურათის ატვირთვის შემდეგ ეკრანზე ამგვარი ფანჯარა გამოისახება :
სურათის მაღლა, ფუნქციების ზოლში ყველანი ვხედავთ Crop, ვირჩევთ მას და ედიტორით ვარედაქტირებთ ისე, რომ სურათმა მიიღოს ზომები 545X255..
ზომების არჩევის შემდეგ, ფუნქციის მაღლა ველში, ვაკლიკებთ Save და რედაქტირებულ სურათს ვიწერთ კომპიუტერში.კომპიუტერიდან, ზუსტად ისე როგორც სტატიის სურათს ვტვირთავთ Image.Geotorrents.Com – ზე და ვაკოპირებთ პირველ ლინკს.
დაკოპირებულ ლინკს ვაგდებთ ქვევით მოცემულ ველებში, იხილეთ სურათი…
სათაურისა და სურათის ლინკის ჩაგდების შემდეგ, ჩვეულებრივ ვირჩევთ კატეგორიას და ვაჭერთ გამოქვეყნება…
იმედია ყველაფერი გასაგებია, გაუგებრობის შემთხვევაში მოგვმართეთ ადმინისტრაციას…
ForzaJuve.Ge – ს ადმინისტრაცია…
Forzajuve
მოკლედ დღეს რაღაც ხოდზე ვარ : D იტოგში პროფილში რო შეხვალთ აწი , გამოჩნდება მარცხენა ველში მესიჯების განყოფილება … იქ შეხვალთ და მონიშნავთ მომხარებელს რომელსაც უგზავნით შეტყობინებას … სია გაეძრობა ყველა მომხარებლის , დააკლიკავთ კონკრეტული იუზერის სახელის პირველ ასოს კლავიატურაზე და ავტომატურად დაიწყებს ძებნას … აი მაგალითად ეძებთ Dat kas – აკრიფავთ D-ს და ავტომატურად ჩამოაგდებს დათოებზე , ან დელ პიეროებზე და ადვილად იპოვნით მოკლედ )) ნუ ამ ეტაპზე ეს არის და მერე ვნახოთ ))
მაგარიააააა, ამ ეტაპზე ეგეც საკმარისია. გაიხარე, ეგრე რა, როცა ეცდები ყველაფერი გამოვა. დიდი მადლობა
შენ საუბარი გაქვს ეგრეთწოდებულ პმ-ბოქსზე … ვცადე ეგ უკვე , მაგრამ ვერ დავაყენე სიმართლე გითხრა )) ვორდპრესის ძრავზეა ეს საიტი და ვეძებ სადმე კარგ მოდულს რომ მივაბა … ვნახთო იქნებ გამომივიდეს მომავალში რამე
გაიხარე, მადლობა პასუხისთვის. ეგ რომ ქონდეს ჩვენს საიტს კარგი იქნებოდა, არ დაგვჭირდებოდა ყველაფრის კომენტარებში დაწერა და თანაც ჩვენს კომენტარზე პასუხს მაილზეც მივიღებდით. რა გაეწყობა, კარგი იქნება თუ მხედველობაში გექნებათ და ახლო მომავალში მაინც განახორციელებთ ამას
Datka სატურნირო ცხრილი მოვასჰოროთ საიტს არ ჯობია?
ადმინების საყურადღებოდ, კიდევ ერთხელ დავწერ ამას, უკვე მერამდენედ ვწერ, თუ პასუხი არ მივიღე ალბათ აწი არც დავწერ, მინდა რომ “ჩვენი საიტი” ყველას ჯობდეს და ამიტომაც მინდა ეს რჩევად მიიღოთ: ძმებო სხვა საიტებზე (საიტებს შეგნებულად არ დავასახელებ) ავტორზე შეგიძლია დააკლიკო და ავტორს წერილი მიწერო პირდაპირ, ისე რომ კომენტარებში არ გამოჩნდეს. ეს იმ შემთხვევისთვის როდესაც წერილი არის კითხვითი შინაარსის და არ არის სავალდებულო კომენტარებში გამოჩნდეს და ამ “პირად” წერილს ავტორი მიიღებს მეილზე, ძალიან მოსახერხებელი რამ არის. მე მგონი მიხვდით რაზეც არის საუბარი, ანუ სადაც წერია posted by “abcd”, დააკლიკებ ამ “abcd”-ს და მიწერ პირად წერილს და ის წაიკითხავს მეილის საშუალებით, ასევე სადაც… Read more »
კარგი იდეაა ძმა
გაკეთებულია უკვე პმ ბოქსი
დათკა საღოლ ჩუვაკ : ))) მაგარი რამე გაგიკეთებია, მაგრად დაიხვეწა საიტი!!!
გაიხარე დარჯა ; ) გასაგებია ყველაფერი.. გამოცდებს ბოლოს მოვუღებ და მერე უფრო მოვუხშირებ ჩემთვის ეგზომ სასიამოვნო საქმიანობას – სტატიების დადებას : ))
კარგა ხანია ასე დაწვრილებით არავის აუხსნია…………. :)
გამოკითხვაში რა ერთსულოვნებაა!!! სხვას არც მიველოდი!
საღოლ!!!
” j u v e ” _ ს გამარჯვებები ღა გვაკლია! ვნახოთ………………
უ პ ს………. მწერლებისთვის ყოფილა…………….
ბრატცი უახლოეს მომავალში იუვეს ამხანაგურები ხო არ აქ დაგეგმილი?
ჯერ მგონი არა,
მარა თვის ბოლოს დაგეგმავენ სავარაუდოდ 3-4 ამხანაგურს
მომავალ წელს სერია ა-ს მოგებისას,
ამ სლაიდ შოუზე გაგვეშალოს სუფრა!
ფორცა!

ყოჩაღ : ))
ვარეზებზე არ მუშაობ შენ? :D (ხუმრობით)