ForzaJuve.Ge

ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ლიხშტაინერის ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება

იტალიაში გავრცელებული ჭორების თანახმად, ტურინის “იუვენტუსმა” “ლაციოსთან” სტეფან ლიხშტაინერის თაობაზე მოლაპარაკებები წარმატებით დაასრულა.დედაქალაქელთა პრეზიდენტი, კლაუდიო ლოტიტო ჯუზეპე მაროტას მიერ შეთავაზებულ 12 მილიონ ევროს დათანხმდა და შვეიცარიელ მცველს ბიანკონერებში გადაბარგების ნება დართო.Tuttomercatoweb.com – ის ინფორმაციით, 27 წლის ფეხბურთელი ტურინს უახლოეს 48 საათში ეწვევა და სამედიცინო შემოწმებას გაივლის, რის შემდეგაც ლიხშტაინერის წარდგენა მოხდება.

წყარო : Tuttojuve

24 thoughts on “ლიხშტაინერის ტრანსფერი დასასრულს უახლოვდება

  1. ლიხშტაინერის კომენტარებში რა ნამუსით ახსნებთ პეპეს და კასერეს ამასთან შედარებით ორივე ,,მენთეშაშვილი” იყო

  2. აუ მოტამ ძაან მაგრა ითამაშა ბოლო თამაშები და ახლა ვნახე მაგისი ვიდეო, იტალიის ახლგაზრდულების კაპიტანი იყო სულ მარა აქ რა ეტაკა არ ვიცი, იმენა ერთი თამაში ძაან მაგრა ჩაატარა

  3. ბიჭებო მერწმუნეთ ეს ფეხბურთელი შეილება უძლიერესი არაა მაგრამ ბევრს აჯობებს :smile: და მოგიწოდებთ მომავალს იმედიანად უყუროთ მიუხედავად იმისა რომ იუვესჰი მაროტააა

  4. ჩემის აზრით კარგი ტრანსფერია. ლაციოსა და შვეიცარიის ნაკრების ერთერთი წამყვანი ფეხბურთელია და თან ძალიან გამოცდილი.

  5. datka

    არადა საერთოდ არ იყო ქაჯი კასერესი, უბრალოდ მაგარი მებრძოლი იყო..

    ეგრე პეპეც ქაჯი გამოდის..

    1. პეპეც ქაჯია მერე რა გიკვირს , გაიხსენე რამდენი ბარათი აიღო უწყინარ სიტუაციაში , მაგანაც და მოტამაც : D
      პოზიციურად ძალიან სუსტია კასარესი და პლიუს ამასთან ქაჯობით ბევრი პენალტიც მოგვიტანა იმ სეზონში

  6. კარგი ტრანსფერია, სავარაუდოდ ბეკზე საუბარი დასრულდება, სორენსენიც ხომ თამაშობს მარჯვენა ფლანგზე და ამდენი მარჯვენა მცველი რაღათ უნდათ …

  7. მეც იმიტო მევასება ეს მცველი რომ ჟილკიანი და მუდმივად აქტიურია..მთელი მარჯვენა ფლანგი აკლებული აქვს და წარმომიდგენია კრასიჩთან ერთად როგორ შეტევას ითამაშებს

    დაცვაშიც ძალიან კარგია :!:

  8. sandrinho

    აუ კაცურად მარჯვენა მცველის პოზიციაზე ვის ტრანსფერს ელოდი ? დანი ალვეშის თუ მაიკონის ?

    რატოა ლიხშტაინერი დაბალი დონე ? ნაყურები გაქვს საერთოდ ამის თამაშები ?

    1. ამის თამაში კი არა ბარსას თამაშებს ვეღარ უყურებს კაცი ნორმალურად, რაც ეს GMG შემოვიდა. საკაბელომ სპორტულები სულ გათიშა ყველა არხი მე მაგათიიი

    1. მოტაზე და გრიგერაზე და სალიჰაზე მაღალი დონე მაინცაა და რამოსს ნუ შევადარებთ რა

Leave a Reply

Your email address will not be published. Required fields are marked *

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

| Newsphere by AF themes.