მელო : “თქვენ უნდა გაიგოთ, მე წასვლა არ მინდა”
La Gazzetta Dello Sport – მა ფელიპე მელოს ექსკლუზიური ინტერვიუ ჩამოართვა.
– ფელიპე, თქვენი ტურინული კარიერა სრულდება ?
“ეს არასდროს მითქვამს, გაზეთები ჩემი წასვლის შესახებ წერენ, რაც ძალიან არ მსიამოვნებს.”
– გრძნობთ, რომ გუნდს არ სჭირდებით ?
“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს იუვე პატივს არ მცემს.”
– რატომ ?
“იმიტომ, რომ ჩემი სახელი ხშირად ფიგურირებს გუნდიდან წამსვლელთა შორის.ვფიქრობ, რომ გუნდისთვის მნიშვნელოვან ფიგურას წარმოვადგენ.მესმის, რომ გუნდი ნახევარმცველის შეძენას აპირებს, მაგრამ რატომღაც ავიწყდებათ, რომ ამ სეზონში ჩემს გარეშე ფაქტიურად იუვეს არ გაუმარჯვია.”
– თქვენ ხასიათთან დაკავშირებით რას იტყოდით ?
“ჩემი სინდისი სუფთაა.ერთადერთი შეცდომა საშინაო მატჩის დროს პარმასთან დავუშვი.სხვა შემთხვევაში, ვფიქრობ ჩემს დავალებებს კარგად ვასრულებდი.შესაძლოა, საერთო ჯამში 4-5 გაფრთხილება მივიღე, მაგრამ მთავარი ისაა, რომ შავ-თეთრ მაისურს უდიდეს პატივს ვცემ და ბოლო თვეებში ამ კლუბისთვის მაქსიმალურს ვიღებ.გასულ სეზონს რომ გადავხედო, მადლობას გადავუხდიდი დელ ნერის.გულშემატკივრების ვუყვარვარ, მათ ჩემი შრომა დააფასეს.”
– რა გსურთ ?
“დარჩენა მინდა, იუვენტუსს ვაღმერთებ, აქ გამარჯვებები მინდა.ჩემი ოჯახი ტურინში თავს კარგად გრძნობს.დიდი კლუბის მოძებნა არ მინდა, ვენდობი ბიანკონერების სამომავალო პროექტს.არ მინდა ტიტულების გარეშე წავიდე.ჩემი ოცნება სკუდეტოს მოგება და სელესაოში გამოძახებაა.”
– თუ თქვენი გაყიდვა უნდათ ?
“იქ, სადაც არ ვჭირდებით, ვერ დავრჩები.”
– მაურინიო ნერაძურიში მუშაობდა, ინტერი კი თქვენდამი ინტერესს არ ფარავდა…
“მიხარია, რომ მაფასებენ.ჩემი შეძენა შეიძლება სხვა კლუბებსაც სურთ, მაგრამ უნდა გაიგოთ – მე წასვლა არ მსურს.”
– დელ ნერი წავიდა…
“გული რა თქმა უნდა დამწყდა, მასთან ერთად მუშაობა სიამოვნება იყო.ძალიან დიდ შეცდომად მთავარი მწვრთნელის სახელის დასახელებას ვთვლი სეზონის დასრულებამდე.ეს დელ ნერისადმი უპატივცემულობაა.კვალიარელას ტრავმამ დიდი ზიანი მოგვაყენა, დისკვალიფიკაცია მივიღე მეც.იანვარში გუნდი ჩავარდა.უპირველეს ყოვლისა, დამნაშავე გუნდია.”
– ამბობენ, პრობლემები გაქვთ გასახდელში…
“უაზრობაა ! გუნდის თითოეულ წევრთან იდეალური ურთიერთობა მაქვს.”
– კოპა ამერიკა იწყება…
“მუნდიალზე ნაჩვენები ცუდი შედეგის გამო ბრაზილია რეაბილიტაციას მოახდენს.”
– იმედგაცრუებული ხართ, რომ არ გამოგიძახეს ?
“არა, მიწვევას ნამდვილად არ ველოდი.მსოფლიო ჩემპიონატის შემდეგ ჩემს დისკვალიფიკაციას მოვიხდი, ამიტომ არგენტინაში მოხვედრის შანსი არ არსებობს.”
– სელესაოში მოხვედრა თქვენი მიზანია ?
“მენეზეშმა როგორც განაცხადა, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა.მას არ უთქვამს, რომ მე ნაკრებს მიღმა დავრჩები.საკუთარი თავის ფასი ვიცი და მჯერა, რომ ნაკრების მაისურს კიდევ მოვირგებ.ფიფას რამოდენიმე სტატისტიკაში საუკეთესო ნახევარმცველს შორის ვიმყოფები, ნაკრების მაისურით ცუდად ნამდვილად არ გამოვსულვარ.”
მელო საკმაოდ კარგი ფეხბურთელია და ეგ იუვენტუსმა ვერ აუწყო,თორე მელო მის ხაზზე ერთ-ერთი საუკეთესოა
ამას 40 მილიონზე ნაკლებად არ გავყიდიდი მაროტას ადგილას… ძაან ცხოველია :))))))
ar gagitydet melo visac gevasebat mara gasashvebia eg kaci .amdeni xani acades da mandamainc verapers shveba verc aecyo gunds..amitom by by MELO
F O R Z A
M E L O !
ეს მელოო კიელინის რო შეუცყვილონ მგონი არ იქნება ურიგოოო, ტუ უაზრო ციტლებს არ მიიგებსს, ცენტრშიც იქნება ტრავმები ტუ მიიგესს
martlai xar es yvelanairad unda darches gundshi magari chamshlelicaa da shemtevic aris parmastan rac qna marto eg xo arari juves sxva gasachiric aqvs da mota ro rcheba egec texavs : ) lassana diara veranairad ver gaqachavs romc movides magari cudi tipia is : ) markizios da amas nu aadareb ra is sxva tipia es sxva ari
არა და გულწრფელად ვიძახი, რომ დღევანდელ იუვეში ყველაზე ნაკლებად ‘წასასვლელი’ ეს კაცია
ხო მელოს აქებთ და მარკიზიოს ლანძღავთ… მერე თქვენ ილაპარაკებთ ფეხბურთზე.
რატომ გინდათ ამის გაშვება ვერ ვხვდები,ეს უნდა წავიდეს და კვერცხი ლასსი უნდა მოვიდე,ერთერთი უძლიერესია თავის პოზიციაზე,მაგარი მებრძოლია,თუ მასეა მაშინ კიელინიმაც ჩააგდო მთელი სეზონი და ეგეც წავიდეს რათ გვინდა,მასე არაა რა ამის გაშვება და ახალი სარდენის მოყვანა ძვირად დაუჯდება იუვეს.
კიელინიმ 1 სეზონი ჩააგდო და ეს რაც მოვიდა იმის მერე აგდებს სეზონს
წინა სეზონი რატომ ჩააგდო ძმურად მითხარი რა ყველაზე მეტს ეგ იბრძოდა და დელპოს გარდა ეგეც ლიდერობდა მოედანზე,არ თქვა ეხლა წითელ ბარათებზე,ეგ ნებისმიერ ჩამშლელისთვის ნორმალური მოვლენაა.
შარშანდელი ამან თუ არა აბა ვინ ჩააგდო? ამან და დიეგომ ჩაიტრაწეს და ჩაიტრაწ გუნდმაც
“ისეთი შთაბეჭდილება მრჩება, თითქოს იუვე პატივს არ მცემს.” — > სამწუხაროდ იგივეს თქმა შეუძლიათ კამორანეზისაც და ტრეზეგესაც. :( უნდა დარჩეს ეს კაცი
ძმურად გთხოვ მელო არ შეადარო კამორანეზის და მითუმეტეს ტრეზეგოლს… ამათ იუვეს ისტორიაში ბევრი გვერდი დაიჭირეს… მელო კიდევ ჩვეულებრივი, არაპროფესიონალიზმით სასვე და უნიჭო ბრაზილიელია… მაგის პოზიციაზე იუვეს ყოველთვის ყავდა დიდი ფეხბურთელები და არ მიკვირს რომ ზუსტად ამ ხალხის ერთ-ერთი წარმომადგენელი რომელიც მწვრთნელია ეხლა დიდი სურვილი აქვს დაახვევინოს გუნდიდან… მელოს კომენტარები მათხოვრობაა და მეტი არაფერი… აქიცინებს ერთ ადგილს რომ ვინმემ ყურადღება მომაქციოსო…
არა არ ვადარებ ძმა, უბრალოდ ვამბობ რომ ისინიც მასე ფიქრობენ თქო.
ნუ მელო არაა იდეალური მეწყვილე პირლოსთვის, მაგრამ ამ მომენტში სხვა პოზიციაა გასაძლიერებელი და მელოს გაშვება და სხვისი მოყვანა შეცდომა იქნება…
მელომ უკეთესად ითამაშა აკვილანისტან ვიდრე წინა სეზონში თამაშობდა, ზუსრტად პირლოს, აკვილანის ან მონტოლივოს (ფიორენტინაში ძლიერი წყვილი შექმნეს მელომ და მონტომ) ნაირ ტექნიკურ ფეხბურტელებტან არის მელო ძლიერი ცენტრში და არა მაშინ როდესაც მეორე საყრდენს ათამაშებენ მასთან ან მარკიზიოსნაირ ცენტრს რომლის მქკ ძალიან დაბალია …..
კარგით რა, სად უნდა გაუშვან ეს:( მთელი გულით უყვარს იუვე:) :* ნეტა ასეთი მებრძოლი ხასითი სხვებს ქონდეთ:* ჩვენთან უნდა იყო ფილიპე:*****
ჩემზე მეტად არ უყვარს მაგრამ სახლში ვჯდავარ მე
მაგარი კაცი ხარ მელოო
ძალიან მაგარი კაცი, პირდაპირ თქვა რასაც ფიქრობდა..
დიდი შეცდომა იქნება ფელიპეს გაშვება, ძალიან დიდი