აგენტი: ” “ლაციო” სტორარის ყიდვას არ ინანებდა “
“იუვენტუსის” კარის დარაჯის, მარკო სტორარის მომავალი დღემდე ბურუსითაა მოცული. ბევრს მისი “ლაციოში” ტრანსფერის საკითხი უკვე გადაწყვეტილი ეგონა, როცა რომაელებმა მეკარის პრობლემის მოგვარება ფედერიკო მარკეტითი გადაწყვიტეს. კალუდიო ვიგორელი, სტორარის აგენტი, კლიენტის მომავალზე radiosei -სთან საუბრობს: ” არ ვიცი ისაუბრეს თუ არა ჩვენ შესახებ კლუბებმა, მაგრამ პირადად მე “ლაციოდან” არავინ დამკონტაქტებია. ასეთი ტრანსფერი რომ შემდგარიყო, ცხადია, რომაელები უკმაყოფილონი არ დარჩებოდნენ, მუსლერა გუნდს ტოვებს და იქ პირველი ნომრის ადგილი თავისუფლდება. მარკო ტურინში თავს მშვენივრად გრძნობს, მაგრამ გუნდში ბუფონის სახით კიდევ ერთი ჩემპიონის ყოფნა პრობლემაა, მით უმეტეს, როცა საქმე ძირითადში თამაშს ეხება, ეს კი ფეხბურთელისთვის უაღრესად მნიშნელოვანი ფაქტორია. ” -ციტირებს ვიგორელის სიტყვებს lalaziosiamonoi.
წადიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
არ უნდა ამ კაცს სკამზე ჯდომა და უნდა წავიდეს ))
ძალით დატოვებული ფეხბურთელი არ გამოგვადგება..
ვივიანო იყიდონ 8)
სტორარი კაი გუნდს იმსახურებს
რა შეჭამა ამ გალათასარაიმ ტვინი წაიყვანს და გააფუჭებს მართლა კარგ მეკარეს )))
მუსლერა სად მიდის?
მაიცა ეს კიდევ ერთი ჩემპიონი როგორ გავიგოთ, მეორე ვინაა ვითომ : D