ForzaJuve.Ge იუვენტუსის ქართული შავ-თეთრი სამყარო

ჯიოვინკოს არჩევანის გაკეთება მოუწევს

საკმაოდ კარგი ფრაზაა : ” მანამ არ უფრთხილდები ნივთს , სანამ არ დაკარგავ … ” – იუვენტუსმა ეს სიტყვები სებასტიან ჯიოვინკოს მიმართებაში უკვე არაერთხელ დაადასტურა . ბიანკონერის ახალმა მთავარმა მწვრთნელმა , ანტონიო კონტემ მკაცრად მოსთხოვა კლუბის დირექტორატს ” ატომური ჭიანჭველის ” ტურინში დაბრუნება . თუმცა , ეს შემთხვევა ძალიან ჰგავს ეპიზოდს , როდესაც დახურული კარიდან ცხენი გაიპარება …

ჯიოვინკო პარმას , გასული სეზონის დასაწყისში შეუერთდა არენდის სახით . საგულისხმოა , რომ მოკრძალებულ კლუბს აქვს უფლება გამოისყიდოს მისი კონტრაქტის 50 % – 3.5 მილიონ ევროდ . ფეხბურთელმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა გუნდის თამაში და დიდწილად მისი დამსახურებაც არის , რომ პარმელებმა შეინარჩუნეს ადგილი სერია ა-ში . ამიტომ სრულებით ბუნებრივია რომ კლუბის სპორტულ დირექტორს პიეტრო ლეონარდოს მისი გამოსყიდვა სურს .

თავად ჯიოვინკოც კი , რომელიც ნამდვილი იუვენტინოა , მიხვდა თუ სად იქნება უკეთესი მისთვის კარიერის გაგრძელება .

კონტეს რათქმაუნდა აქვს შანსი ჯიოს დაბრუნების , რადგან პარმასა და იუვენტუს შორის ჯერ ჯერობით არანაირი ოფიციალური შეთანხმება არ გაფორმებულა და შესაბამისად , ტანმორჩილ ფეხბურთელზე სრულ უფლებას ისევ ბიანკონერი ფლობს . მაგრამ , თავად ფეხბურთელს აქვს დაკარგული ნდობა  მათ მიმართ , განსაკუთრებით სამწვრთნელო შტაბის გამო , რომლებიც იგნორირებას უკეთებდნენ ან უბრალოდ ვერ პოულობდნენ მისთვის ადგილს მოედანზე . ერთი სიტყვით იუვენტუსმა უბრალოდ არ იცოდა როგორ გადაეჭრა სებას პრობლემა . ” ატომურ ჭიანჭველას ” არ ჰქონდა დრო , დაემტკიცებინა თუ რას წარმოადგენდა .

დღეისათვის კი სიტუაცია შეიცვალა , კონტეს ახალ სქემაში : 4-2-4 , ჯიოვინკო იდეალურად ჩაჯდებოდა მარცხენა შემტევის პოზიციაზე . აღსანიშნავია , რომ ამ ტაქტიკურ წყობაში ფეხბურთელს გაცილებით დიდი სათამაშო სივრცე მიეცემა . მაგრამ პარმას მხრიდან  , საკმაოდ ბუნებრივი იქნება საკუთარი ინტერესების დაცვა და ამიტომ ჯერი ფეხბურთელზეა , სწორედ მან უნდა გადაწყვიტოს თუ სად სურს კარიერის გაგრძელება . პარმაში მან საკუთარი თავი იპოვა , გახდა ლიდერი , რომლის გარშემოდაც შენდება თამაში , პარმა მისთვის ახალი სახლია – იუვენტუსმა კი ის მიატოვა …  უკვე დღეს კი ბებერი ქალბატონი სწორად იქცევა , როდესაც სურს ჯიოს დაბრუნება , მაგრამ ეხლა უკვე მას აქვს შანსი დაიბევოს ადგილი იტალიის ეროვნულ ნაკრებში და ერთი წლის შემდეგ მიიღოს მონაწილეობა ევროპის ჩემპიონატზე . სწორედ ამ ყველაფრის გამო მოუწევს სებას კარგად დაფიქრება და უკვე შემდგომ გადაწყვეტილების მიღება ” .

წყარო : Goal.com

0 0 შეფასება
შეფასება
გაუზიარე მეგობარს
Subscribe
Notify of
guest

:forza: :blin: :lool: :loool: :juvee: :chuvak: more »

29 კომენტარები
Inline Feedbacks
ყველა კომენტარი
13 years ago

Forzajuve – კრასიჩზე აქ საერთოდ აღარ დავაფიქსირებ ჩემ აზრს, უბრალოდ იმედს გამოვთქვამ რო ათამაშდება, კონტე ან აათამაშებს ან არადა გაუშვებს დარწმუნებული ვარ. რაც შეეხება ჯოვინკოს – მას იუვენტუსი არ უგინებია და მისი პრეტენზიები კონკრეტულ პიროვნებებისადმი იყო. დელ პიეროზე რომ თქვა რაღაცეები მაგაში არ ვამართლებ, ალექსა ძიძა არ არის და თავის თავს თვითონ უნდა მიხედოს სებამ.. რა გასაკვირია რო ალექსას თავის ასაკის სასტავში უსწორდებოდა(ნედვედი,ჯიჯი,ტრეზეგე,კამორა) ისე კი დარწმუნებული ვარ ჯოვინკოს რჩევა რო ეკითხა კაპიტნისთვის უბრალოდ გამორიცხულია რო არ ეპასუხა და დაერიგებინა.

13 years ago
Reply to 

ამიტომაც ვამბობ ჩემო ძმაო რომ სებას ამდენ ლაპარაკს ინტერვიუში ჯობდა საქმე ეკეთებინა. გასაგებია რომ ყველას გვინდა იუვე ისევ ზენიტში დაბრუნდეს და ეხლა ყველაზე მეტად გვჭირდება შეკრული შემადგენლობა. ამიტომ სება თუ დაბრუნდა თავის შანსს უნდა დაელოდოს და ის უნდა გამოიყენოს, არ უნდა დაიწყოს წუწუნი და ულტიმატუმის წაყენება. სებას ისეთი “სიმაღლე” აქვს რომ მისი სიმაღლის ადამიანი ძალიან ძლიერი უნდა იყოს რომ სტაბილურად ძირითადში ითამაშოს. ასე რომ არ იყოს პრანდელი მას ძირითადში დააყენებდა

sashka samxaradze
13 years ago

ჯოვინკო უნდა დაბრუნდეს ამაზე კარგი სჰემტევი და გამტამასჰებელი იუვენტუს არ ყავს

NEDVEDA11..
13 years ago

DATKA~
მაგ უტვინო კრასიჩმა შარშან ჯიოვინკოზე მეტი გააკეთა ინდივიდუალურად და ამიტომ არ გვინდა ეხლა ქვების სროლა … სეზონის პირველი ნახევრით ჩაუხია მარტო

1) კრასიჩი ხო იუვეში გამოდიოდა, ყველაზე მსრესავ გუნდში და ჯოვინკო
კიდე პარმაში

2) კრასიჩს როგორც ამ სეზონში ენდეს ჯოვინკოს ეგრე არავინ ენდო..
( ის რომ კრასიჩმა ბევრი თამაში ჩააგდო, მარა სისტემატურად იყო ძირითადში)

3) და არც ერთი მიზეზი არ არსებობს,
დღეს რო თქვა, რომ კრაშიცი ჯოვინკოზე კლასია. შენ როგორც გიყვარს
სიტყვა :
კლასნეეე ეეეეეე

13 years ago

Forzajuve – სება გაცილებით იუვენტინოა ვიდრე კრასიჩი.. კრასიჩი 27 წლის ასაკში გახდა იუვენტინო, აი სება პატარაობიდან ამ გუნდში იყო და სულში ჩააფურთხეს.. ბაზარი არაა ვაფასებ რო იუვენტუსი უყვარს, თუმცა არამგონია ჩემზე მეტად უყვარდეს, მაგრამ როგორც ფეხბურთელმა 38 დან 31 თამაში ჩააგდო და არ მევასდება რა!!! როცა ამხელა ნდობა გაქვს და მართლა სულ ძირითადში ხარ იმდენი მაინც უნდა გააკეთო რო მეორე წრეში არ დაგვცინონ სერია A-ს უსუსტესმა გუნდებმა.. ნუ ეს შენიშვნა მარტო კრასიჩს არ ეხება.. ნუ ეს ლიდერი ყოფილა როგორც გავიგე და იმიტომ ვამახვილებ კრასიჩზე ყურადღებას

13 years ago
Reply to 

გასაგებია რომ ბევრ თქვენგანს სება ევასება, მაგრამ გეტყვით, რომ არც არავის გვძულს, ეს ერთი. მეორე: არ ვიცი ვინ, სად და როდის თქვა რომ კრასიჩი ლიდერია. ყველამ უნდა გაიღოს იუვესთვის მაქსიმუმი და პარმადან იუვენტინოების და სამწვრთნელო შტაბის მიმართულებით გინება არ უნდა დაიწყოს ტურინის აღზრდილმა და იმ ადამიანმა რომელსაც შეიძლება ისევ ტურინში მოუწიოს დაბრუნება. საერთოდ ძლიერი ფეხბურთელისთვის, როგორზეც პრეტენზიას სება აცხადებს, სულ რამდენიმე თამაშიც საკმარისია რომ თავისი თავი დაანახოს მწვრთნელს. სამწუხაროდ არ ვიცი ამ საიტის მომხმარებელთა ასაკი, რომლებსაც სება “მხსნელი” მიაჩნიათ (თუმცა არ გამოვრიცხავ რომ დროდადრო გაიბრწყინოს), რადგან იყო ტურინის აღზრდილი, გინდოდეს იუვენტინობა, ჯერ პარმაში წახვიდე იმიტომ რომ არ გათამაშებენ ძირითადში და… Read more »

valeri tokhadze
13 years ago

უნდა დავიბრუნოთ ეს და შანსი მივცეთ იმსახურებს და მჯერა მე ჯოვინკოსი ლიგაზე გამოგვადგება შემდეგ სეზონში მეტი სივრცე ექნება იქ

13 years ago

Datka – როცა ყველაზე ძალიან უჭირდა იუვეს სწორედ მაშინ ჩაისვარა კრასიჩმა.. კრასიჩის წვლილი იუვეს გამოუსწორებელ მდგომარეობაში ძალიან დიდია, მაგრამ უფრო დიდი წვლილი იმ ხალხს მიუძღვის ვინც კრასიჩზე ააწყო იუვენტუსის თამაში

Giorgi kasrashvili
13 years ago

სება დაბრუნდება იმ შემთხვევაში, თუ კონე მას დაარწმუნებს, რომ წინა მორბედებისაგან განსხვავებით ეხლა მეტ სათამაშო დროს მისცემს, და იცით რაზე მეცინება??? რა სათამაშო დრო ბლიინ, ძირითადის კაცია, როგორც კრასიჩი და პირლო!!! რაღა დაამტკიცოს კიდევ!!

13 years ago

უტვინო კრასიჩს აღარ ჯობია??!! :-D სხვადასხვა ფლანგის ფეხბურთელები არიან მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ჯოვინკოს გაცილებით მეტი სარგებლის მოტანა შეუძლია ვიდრე კრასიჩს.. ნუ წინა სეზონში ასე იყო და ახლა იმედია კონტე სერიოზულად მიხედავს კრასიჩს

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  Dutch

კრასიჩზე უტვინოს ნაღდად ვერ ვიტყვი… დელპოსა და ჯიჯის მერე, ეგ ვყავს მაღალი დონის გუნდში და საოცრად გვჭირდება კიდეც… ეგ და სება გაისად აიკლებს ფლანგებს!!!

13 years ago
Reply to  Dutch

კრასიჩმა თავისი “უტვინობით” დაამტკიცა, რომ ის ძირითადის ფეხბურთელია და თავს არ ზოგავს რომ იუვეს წარმატება მოუტანოს, ბევრი უკეთესი შემოთავაზება ჰქონდა (ფინანსურად უკეთესი), მაგრამ მან იუვენტინობა აირჩია და საკუთარი ხარჯებით გამოფრინდა ტურინში, იუვე დროში იწვებოდა და ამიტომ თავისი ჯიბიდან გადაიხადა რაც საჭირო იყო და ულტიმატუმზე არც უფიქრია “ძირითადში მინდა გარანტირებული ადგილიო”. მაღალ კლასთან ერთად აი რა სჭირდება ნამდვილ იუვენტინოს, დიახ, ეს არის თავდადება და სიყვარული ერთად. იმის თქმა რომ კრასიჩი უტვინოა, მე მგონი ეს რბილად რომ ვთქვათ უხერხულია სხვა თუ არაფერი და სებას თუ რამის გაკეთება უნდა ურჩევნია დაბრუნდეს და დაარწმუნოს ყველა რომ ისიც ძირითადის ფეხბურთელია და რომ მისი გასხვისება დიდი… Read more »

Dzia.
13 years ago

ეს კომენტარები უკვე ხაროოოშ. :wink: წაეტრიე და აქ არ დაგინახო და ეგეთები რო იწერებოდე გული მტკიოდა. :D :forza:

Giorgi kasrashvili
13 years ago
Reply to  Dzia.

რამდენი წლის ხარ ჩემი ძმა??? ეს სტატია წაიკითხე ბოლომდე საერთოდ???
რა დაუფიქრებლად ილანძღებით ხალხნო!!!

13 years ago

ტანმორჩილ ფეხბურთელზე სრულ უფლებას ისევ ბიანკონერი ფლობს .

ტანმორჩილი :D:D:D საღოლ ავტორ :D

gocha khalvashi
13 years ago

ეხლა ეძლევა შანსი იუვეს ისტორიაში დიდი ასოებით ჩაწეროს საკუთარი გვარი… გული კი გაუბზარეს მაგრამ უნდა დაბრუნდეს

Gurami Tkebuchava
13 years ago

პრესის მიმოხილვა დადეთ რა კაცურად :)

Gurami Tkebuchava
13 years ago
Reply to  Dutch

:lol: :lol: :lol:

Gurami Tkebuchava
13 years ago

ფუ ამ რეალის დედაც! სულ გაღორდა! ნეიმარიც უნდათ და აგეროც… ოხ მაგათი დედაც! : ჩვენ კიდე პაციენცას და ლასანა დიარას ვეჩალიჩებით… ოხ მაროტა მოსაკლავი ხარ! :

13 years ago

რეალმა კიდევ ერთი თურქი იყიდა. :D :D

Gurami Tkebuchava
13 years ago

ეს თუ იუვეში დაბრუნდა, მაშინ სულით და გულით იუვენტინო ყოფილა და ეგააა… ვნახოთ რას იზავს? :)

NEDVEDA11..
13 years ago

და თუ მოინდომა,მოუმატა და ბოლომდე ათამაშდა
დაიმკვიდრებს ძირითადში ადგილს და შესაბამისად
ნაკრებშიც აღარ იქნება პრობლემა ;)

Gigi_Buffon1
13 years ago

ეს თუ დაგვიბრუნდა უდიდეს შევსებას მივიგებთ რაც ძალიან კარგი და მისასალმებელია )))

Gio Darja
13 years ago

მოდი სება მოდი ! გვჭირდები..

NEDVEDA11..
13 years ago

მივესალმები ! ეს იქნება ჯოვინკოს ბოლო შანსი !
მან უბრალოდ უნდა დაამტკიცოს

NEDVEDA11..
13 years ago

კონტემ იფიქა,იფიქრა და მიხვდა რომ მარტინესით და პეპეთი შორს ვერ წავა…

| Newsphere by AF themes.
29
0
Would love your thoughts, please comment.x